ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვიტოლო პერესი: პრემიერლიგა? რატომაც არა...

ვიტოლო პერესი: პრემიერლიგა? რატომაც არა...

ესპანეთის ნაკრებში დამკვიდრებული ვარსკვლავი "ლივერპულში" გადასვლაზე უარს არ იტყვის
ვიტოლო პერესი 27 წლისაა და ის ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი ხდება. ის კარგა ხანია, ასეთია "სევილიაში", რომელიც გამუდმებით ყიდის ლიდერებს, მაგრამ ვიტოლოს ვერ ელევა.

"ბოლო 10 წელი "სევილიას" დიდების ხანაა. ევროპულ ასპარეზზე გუნდი ძალიან წარმატებულია. ხელახლა რომ არ გადავთვალოთ გუნდის მიერ მოგებული ევროპის რანგით მეორე თასების რაოდენობა, ისედაც ცხადია - გუნდმა ევროპალიგაზე გამარჯვება ისწავლა. მიმდინარე სეზონში კი არგენტინელი სამპაოლის მიერ დამოძღვრილი გუნდი ლიდერებს მაგრად მისდევს.

"ეს ცხადია - გუნდი ყოველ ზაფხულს ყიდის წამყვან მოთამაშეებს, მაგრამ მაინც აქვს დიდი წარმატება, თუნდაც ევროპულ ასპარეზზე. მაშ, რაღაც ხდება. ამ გუნდს აქვს რაღაც საიდუმლო, რომელიც სხვებისთვის ამოუხსნელია", - ამბობს ვიტოლო.

ფეხბურთი ხანდახან ვერაგი რამაა და მეგობარსაც დაგაპირისპირებს - ხოლმე. ასე იყო ევროპალიგის ფინალში, რომელშიც "სევილიამ" ტიტულზე მონადირე "ლივერპული" დაამარცხა.

ინგლისურ კლუბში თამაშობდა მცველი ალბერტო მორენო, ვიტოლოს დიდი მეგობარი "სევილიიდან", ვინც სანუკვარ ჯილდოს ვერ შეწვდა. "მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი მის გამო. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ და მე ვიცი, რა შეუძლია მას. ჩემი აზრით, "ლივერპულს" განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს. ოღონდ ესაა, მორენო ძალიან ახალგაზრდაა. ის მალე ბოლომდე გამოავლენს თავის პოტენციალს", - ამბობს ვიტოლო.

ხომ არ უნდა ვიტოლოს უახლოეს მეგობართან ერთად პრემიერლიგაში თამაში? "რა თქმა უნდა, "ლივერპული" უდიდესი ტრადიციების უდიდესი კლუბია. ჩემთვის მართლაც საინტერესო იქნებოდა ისეთ კლუბში თამაში, როგორიც არის ის. ამასთან ერთად, სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალას პრემიერლიგაში", - ამბობს ჩვენი წერილის გმირი.

ვიტოლო კანარის კუნძულებზე გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ის პატარა ბიჭობიდანვე უყურებდა პრემიერლიგას. "ჩვენთვის დიდი სანახაობა იყო პრემიერლიგა. განსაკუთრებული აღტაცებით ვუცქერდით "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შეხვედრებს. დამეთანხმებით, არაერთი შესანიშნავი თამაში გამართულა სხვადასხვა დროს ამ გუნდებს შორის", - ამბობს ვიტოლო.

ინგლისური ფეხბურთის მოყვარული ვიტოლო ბავშვობაში მშობლიური "ლას პალმასის" ფანი იყო. ის გახლდათ დიდი ქომაგი ვინი სემვეიზისა, ვინც ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო კანარის კუნძულების მთავარ კლუბში.

"უნდა ვაღიარო, რომ მე მისი დიდი ფანი ვიყავი. ამ საკითხზე სპეციალურად ვესაუბრე "სევილიას" მწვრთნელს, ლიონელ სკალონის. მას ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ უთამაშია. "დიახ, ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მითხრა მან, თუმცა ცოტა გიჟიც იყო.

ახლაც მახსოვს, რამხელა მოლოდინი მქონდა, როცა მამასთან და მეგობრებთან ერთად "ლას პალმასის" თამაშებზე მივდიოდი. ის დრო აღარ განმეორდება. ტკბილ ბავშვობას აღარავინ დააბრუნებს", - ამბობს ვიტოლო.

შერყეულ ინგლისელს, ვინც მინდორზე არაფერს ერიდებოდა, ძალიან ხშირად აძევებდნენ მინდვრიდან, თუმცა "ლას პალმასის" ფანებს ის განსაკუთრებით უყვარდათ. ვიტოლო ამბობს, რომ ის ინგლისელს ვერასოდეს დაივიწყებს.

ვიტოლო დღესაც დიდი ფანია "ლას პალმასისა". როცა გუნდი პრიმერას დაუბრუნდა, მან "სევილიას" ევროპალუგური ტრიუმფის ზეიმი შეიკვეცა და მშობლიურ გუნდთან ერთადაც შეირგო ლხინი.

"ჯერ "სევილიასთან" ერთად ვიზეიმე ევროპალიგის მოგება, მერე კი "ლას პალმასის" ბიჭებთან ერთად გავიზიარე პრიმერაში დაბრუნების ბედნიერება. ზეიმზე კლუბის პრეზიდენტმა დამპატიჟა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი სიამოვნება იყო ბიჭებთან და კლუბის ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა", - ამბობს ვიტოლო.

კანარის კუნძულების საფეხბურთო სიამაყეა დავიდ სილვა. მასთან ერთად ესპანეთის ნაკრებში დღეს ვიტოლოც თამაშობს.

"2008 წელს დავიდ სილვა უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ესპანეთის ნაკრებისათვის. მე მაშინ "ლას პალმასში" ვიყავი. ის დიდი ფეხბურთელია. ბოლოს და ბოლოს, ამდენი მატჩი ჩაატარა ესაპანეთის ნაკრებში. ის ჩემთვის ლეგენდაა და იმის მაგალითია, რომ კანარის კუნძულებზე დაბადებულ ბიჭებსაც შეუძლიათ დიდი სიმაღლეების დაპყრობა".

თან პრემიერლიგისკენ უწევს გული და თან "სევილია" ძალიან უყვარს. "რაღაც განსაკუთრებული გუნდია. აქ მოდიან ფეხბურთელები, რომლებსაც საქმე კარგად არ მიუდით და მერე ათამაშდებიან ხოლმე. მე მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან - სტივენ ნ'ზოზი და ევერ ბანეგა".

ის ამბობს, რომ ოჯახთან ერთად ბედნიერია "სევილიაში", მაგრამ პრემიერლიგასაც უხსნის სიყვარულს. მოკლედ, დავიცადოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა

მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ