ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" საკმაოდ რთული მეტოქე სტუმრად დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" საკმაოდ რთული მეტოქე სტუმრად ანგარიშით 127:121 დაამარცხა.

ოკლენდელები ტორონტოში ჩავიდნენ და ადგილობრივ "რეპტორსს" მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი აგემეს. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გაატარა, საკმაო შედეგიანობა გამოავლინა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ზაზა პირველივე წამებიდან აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა სადავო გდება იონას ვალანჩუნასს მოუგო და თამაშის პირველი ბურთიც მან ესროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. ზაზას მალევე მიეცა ქულების მოგროვების შანსი და მან ორივე საჯარიმო გამოიყენა. ფაჩულიამ მალევე კიდევ 2 ქულა მიითვალა და მოედნიდან 4 ქულით გავიდა.

ფაჩულია მეორე პერიოდში დაბრუნდა მოედანზე და 4 წუთში საკუთარ აქტივს კიდევ 4 ქულა შემატა. ქართველი ფორვარდი მესამე პერიოდშიც გამოჩნდა მოედანზე და მის დასრულებამდე 6:26 წუთით ადრე, როცა "გოლდენ სტეიტი" უკვე 80:64 იგებდა, საბოლოოდ გავიდა მოედნიდან.

ზაზამ მთლიანობაში 16 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტოელთა ლიტველმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა.

გოლდენსტეიტელთა დამრტყმელი ძალა ტრადიციული იყო: სტეფ კარიმ 35, ხოლო კევინ დურანტმა 30 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 15 ქულა შემატა კლეი ტომპსონმა, ხოლო ოკლენდელთა ხუთეულის მეხუთე წევრმა, დრეიმონდ გრინმა 11 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი გაიფორმა.

იხილეთ ვიდეო: ტორონტო-გოლდენ სტეიტი 121:127

9 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" უკან მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, ბოსტონში, აღმოსავლეთის კიდევ ერთ მძლავრ გუნდ "სელტიქსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

nodi
დათი-ს. მართალია ეს კაცი. კატასტროფაა აბა რა!!! დაიღუპა საქართველო!!!! როგორ შეიძლება ერთ თამაშში მხოლოდ ერთი მოხსნა გააკეთო 16 წუთში, როცა ამ დროის მონაკვეთში, თითქმის ყველა ნასროლი ბურთი კალათში ეშვება!!. ეს "კატასტროფაა" აბა რა.. დათი, შენ ალბათ კალათში ჩაშვებული ბურთის მოსხნას გულისხმობდი ხომ? თუ ასეა, პრავი ხარ ძმა. ასეთ ბურთსაც ხომ მოხსნა და თამაშში შეყვანა უნდა.
kote ezakeli
ზოგიერთი ქართველის აზროვნება ვერა და ვერ გასცდა დათას აზროვნების დონეს. მოდი წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ზაზას ადგილზე ვინმე ერევნელი პოღოსიანი (ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ მაინც), ხომ გამორიცხულია, რომ დათასნაირი შეფასება მისცეს მის კალათბურთელს. რატომრაც ზოგიერთს, საქართველოს და ნბს-ს ჩემპიონატი, ერთმანეთსი ერევა. ეს ება-აა და არა ევროლიგა ან ვითიბის ლიგა. გაიგეთ, რომ იქ თამაში უკვე უმაღლესი მიღწევაა, უფრო მაღალი დონე არ არსებობს, თანაც გოლდენში. ამიტომ ცოტა პრაგმანტულად იაზროვნეთ ხალხო....
ff
როგორ შეიძლება თამაში 121-127 დამთავრდეს და ვინმემ ბევრი მოხსნა გააკეთოს? თუ არ აცდა ბურთი რას მოხსნი?
დათი
არა მგონია რომელიმე ჩემზე მეტად გულშემატკივრობდეთ ფაჩულიას, გოლდენ სტეიტის თამაშს თუ აჩვენებს, რომელიმე არხი, ღამეს ვათევ და ველოდები. ზაზას მიერ ბურთის ნებისმიერ მიღებაზე ვნერვიულობ და განვიცდი. უბრალოდ, რაც ფაქტია ის ვთქი, სად დაიმნახეთ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს. პირიქით, სულ ველოდები მისგან რაიმე კარგს და დასამხსოვრებელს, ბოღმები თავად ხართ, ვინც ასე გაიგეთ ჩემი ნათქვამი
yime
რაებს წერთ კალათბურთის აზრზე ხართ ზაზა მოხვდა ვარსკვლავებში კი არა რაღაც უფრე მეტში და იქ ითხოვთ რომ ორ სამ თამაშში შეთამაშდეს ამათთან ილოცეთ რომ წელს ჩემპიონი გახდეს და მაგას დაძებთ? მაოცებთ ხალო ქართველნო ნებისმიერ საკითხში.
არჩილ ხოფერია
"tengabi 17 ნოემბერი 2016 11:52 ზაზამ ფაქტიურად მისი მოედანზე ყოფნისას გაანეიტრალა ვალანჩუნასი - საკუთარ საჯარიმოს არ გააკარა. გუნდის დაცვას კრავს, შეტევის ორგანიზებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პარტნიორებს გზას უთავისუფლებს და მეტოქეს ბლოკავს. მისი მოედანზე ყოფნის დროს გატყდა ძირითადად რეპტორზი. ამას მწვრთნელი უკეთ ხედავს და ზაზას ძირითადად თამაშის გარდამტეხ მომენტებში რთავს. დანარჩენს გოლდენის ვარსკვლავობა აკეთებს." ამ ადამიანს ნამდვილად ესმის კალათბურთი! ვეთანხმები კვალიფიციური კომენტარია!
bavaria
უბრალოდ ყველამ დააკვირდით ჯერ ზაზას მოძრაობებს როცა ბურთით გოლდენ სტეიტსია და მერე სხვა ცენტრების თამაშს, როცა ზაზა აღარაა მოედანზე. ამ გუნდს იმდენი სუპერსტარი ჰყავს, რომ ცენტრზე თამაშს საერთოდ არ თამაშობს, ამას დაუმატეთ კეი დი, რომელმაც სულ სხვა, ახალი შტრიხები შესძინა გოლდენ სტეიტს. ტომპსონი, რომ არ ვიცოდეთ რა შეუძლია, ვიფიქრებდით, რომ ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეა, იგივე შეიძლება ითქვას გრინზეც, ასე რომ ამ გუნდთან შეთამაშება არცთუ ადვილი საქმეა, ხოლო ცენტრისთვის ალბათ კიდევ უფრო ძნელი. ზაზა ჭკვიანია და მჯერა, რომ აუცილებლად შეეწყობა გუნდს. ამერიკელმა ძურნალისტებმა კი როგორმე მოინელონ ბოლო-ბოლო ზაზას ოლ სთარში კანდიდატობა.
simartle
სტეპ კარიმ განუცხადა ჟურნალისტებს რო ზაზას თამაშს არაფერი დაეწუნებაოო....და თკვენ ვინ ხართ რო ზაზსს თამაშს უწუნებთ. ისე ცნობისთვის სტეპ კარიმ 3 მაჩის უკან 10 სამქულიანიდან 0 კონდა ჩაგდება.. მაგრამ არავის გაუკიტრიკებია,, ხდება ისეც და ასეც.. აბა ეს ზაზა არის 2.9 მილიონიანი თორე მოზგოვი ლეიკერში 60 მილიონად იკიდეს მეტი რაუნდათ ამ ფასად. ახ გოლდენ სტეიტს 2.9 მილიონად უნდოდა 60 მილიონიანის თამაში რო ცოდნოდაა აა.. ვერ მოგარტვი გდელნ სტეიტ
datas
საერთოდ კალათბურთი რა არის იცი? ნბა რა არის გაგნებაში ხარ? და მის საუკეთესო კლუბში თამაშობს კაცი ძირითადში ცოტა უჭირს (ეს ნორმალურიცაა თუ კალათბურთი იცი მიხვდები) და შენ ასეთ ბოღმას ანთხევ ეს არ არის ნორმალური. ჩვენც ვიცით რომ არ არის კარგი შედეგი 1 მოხსნა მაგრამ ზაზას ეხლა გამხნევება და გვერდში დგომა ჭირდება ბოღმა შენთვის შეინახე გამოგადგება.
leonti
ვალანჩუნასსზე უკეტესი შეიზლება გამოჩნდა ეერთ ტამაშში, ვიმეორებ ერთ ტამაშში.ეგ ლიტველი ზაზაზე მაგარი არის რეალურად.ზაზა არის დიდი კალატბურთელი, მაგრამ ნბა-სთვის ტანტან შედარებიტ ზედმეტად მოკლე ხელები აქვს,ამიტომაც არ არის ეფექტური.....სად გ.სტეიტი და სად ჯოი ზაზა
giorgi
სტეპ კარიმ გაკეტა განცხადებადა ზასას დაუდგა გვერდით..თქვენ რა გჭირთ ქართველებოო თკვენ რატო იბოღმებით..მაგრამ ეს ვარ ჩვენ კართველები ერთმანეთის შურიანობით ვსკდებით...ესა ჩვენი დონეე ეს ვარ სულლ..
ვაჟას და დათი-ს
ვაჟა მაგარი ხარ გეთანხმები, პასებიც გავუმრავლოთ და ზოგიერთების ჯიბრზე გამოვა რომ 20 ქულა და 5 პასი ანუ კიდევ მინიმუმ 10 ქულა. მარტო მოხსნებზე თუ იქნება საჭირო ორიენტაციის აღება, მაგ დროსაც მოიფიქრებს რაიმეს ჩვენი ზაზა. დათის, აი რომ გეთქვა სამივე პარამეტრი ქულა, პასი, მოხსნა (შენეული გამრავლებით) და მერე გაგეკეთებინა დასკვნა ცოტა მოხსნებია და ამიტომ აკრიტიკებენო, მაშინ ჩაგითვლიდით მოყვარეს პირში უძრახეო, ახლა კი ბოდიში მაგრამ არ გამოგივიდა კარგად ნათქვამი. პატივისცემით ოთარი
qobuleteli
ზაზა გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულში თამაშობს და ამით ყველაფერია ნათქვამი!ნაცნობობით ხომ ვერ ითამაშებს იქ?რა ფუნქციაც აკისრია მას გუნდში იმას მშვენივრად ართმევს თავს.ქართველებს უნდა გვეამაყებოდეს მისით და ვამაყობთ კიდეც,თუმცა ზოგს არ ეხატება გულზე და ვერ გამიგია ეს როგორ უნდა შეეძლოს ქართველს.....
ვაჟა
დათი–ს 2,5 ქულებს რატომ არ ამრავლებ? – 20 ქულა გამოუვიდოდა!!! – არ გასკდეთ ბოღმაზე!!!
ქუთაისელი
დათი სხვა სიკეთეს ზაზას თამაშში ვერ ხედავ?რა ჩირქიანი და ბალღამიანი გული გქონია,მეეჭვება შენ სისხლში რაიმე ქართული ერიოს,ასეთი ხალხი იყო და სამწუხაროდ ზოგიერთები დღესაც არიან ხელისუფლებაში,რომელთაც ყველაფერი ქართულის გადაგვარება,გაბაიბრუება უნდათ,ცოტა მეტი პოზიტივი დაინახე დათი ზაზას თამაშში და გულზეც მოგეშვება.
Datiss
Kaci goldenshi tamashobs, shen sad tamashob Saad?? kompiutershi kaunters albat ;)
tengabi
ზაზამ ფაქტიურად მისი მოედანზე ყოფნისას გაანეიტრალა ვალანჩუნასი - საკუთარ საჯარიმოს არ გააკარა. გუნდის დაცვას კრავს, შეტევის ორგანიზებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პარტნიორებს გზას უთავისუფლებს და მეტოქეს ბლოკავს. მისი მოედანზე ყოფნის დროს გატყდა ძირითადად რეპტორზი. ამას მწვრთნელი უკეთ ხედავს და ზაზას ძირითადად თამაშის გარდამტეხ მომენტებში რთავს. დანარჩენს გოლდენის ვარსკვლავობა აკეთებს.
ნიკოლოზი
დათი-ს. ერთი გამაგებინე, მაგით რის თქმა გინდა? გამოდის, რომ თუ ვინმე აკრიტიკებს, ეს შენ სიამოვნებას განიჭებს? რა სულის და რჯულის ან მოდგმის ხართ, როცა შენს მოყვასს (თუმცა მეეჭვება სისხლით ქართველი იყო), ასე ჩასაფრებული პოზიციიდან ადევნებ თვალს. დარწმუნებული ვარ 35 წუთი რომ მისცენ ზაზას და ამ დროში 20 მოხსნაც რომ გააკეთოს, დადებითს მაინც არაფერს დაწერთ. ეს იმიტომ, რომ ............. ეს თქვენი სტიქიაა.
SOSO
GEთANXMEBI დათი
დათი
მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სასატარტო ცენტრი 16 წუთში ერთ მოხსნას, რომ აკეთებს, ამიტომაც არის კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული, პროცენტულად გამოდის, რომ მთელი სათამაშო დრო, რომ მიცემოდა, სულ თამაშში 2,5 მოხსნა გამოუვიდოდა, კატასტროფაა!!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
"მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ჯეიმსის ეშინოდათ." - დრეიმონდ გრინი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
ფენომენალური კარი - სტეფმა ბითაძის გუნდს 56 ქულა ჩაუგდო და მატჩის ბედი შემოატრიალა [VIDEO]
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
დრეიმონდ გრინი ახალგაზრდა თანაგუნდელს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდა [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
კარის შესანიშნავმა თამაშმა გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა [VIDEO]
კარის მორიგი სასწაული შეხვედრა... [VIDEO]
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
საუკეთესო მსროლელი საუკეთესო ახალგაზრდამ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]