საქართველოს ნაკრების სასტარტო რაზმში სამი ცვლილებაა და მათგან ორი ტრავმებითაა გამოწვეული
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამოასთან მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა.

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების მეორე, წლის ბოლო საშინაო შეხვედრას 19 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

საქართველოს ნაკრების სასტარტო რაზმში სამი ცვლილებაა და მათგან ორი ტრავმებითაა გამოწვეული.

შერკინება

მორკინალებმა იაპონელებს შავი დღე აყარეს და ჰეიგმა ფორვარდები უცვლელად დატოვა. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძეც, ხოლო მგეზავად ლაშა მალაღურაძე დადგება, რომელმაც გასულ შაბათს ტრავმირებული ლაშა ხმალაძე მე-11 წუთზე შეცვალა.

დებიუტანტი ხაზში იწყებს

ასევე ტრავმირებული შუამარბის, დავით კაჭარავას ნაცვლად, მერაბ შარიქაძეს გიორგი კოშაძე შეუწყვილდება. რუსთავის "ხარების" მორაგბისთვის, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს, ეს პირველი სანაკრებო კეპია. მან თავი "უმცროს ბორჯღალოსნებში" 2015 წლის მსოფლიო ალაფაში გამარჯვებითა და 2016 ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოო თამაშით გამოიჩინა.

ფრთაზე გიორგი აფციაურის ნაცვლად თამაშს გამოცდილი ალექსანდრე თოდუა იწყებს, რომელიც იაპონიასთან განაცხადში არ იყო. მეორე ფლანგზე კვლავ თამაზ მჭედლიძეს, ხოლო ფულბეკად მერაბ კვირიკაშვილს ვიხილავთ.

მარქაფა

მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყვნენ. კვლავ შეცვლაზეა და სადებიუტო შანსს ელოდება ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც 12 ნოემბერს მოედანზე შესვლა არ მოუწია, ხოლო ბურჯები დავით ქუბრიაშვილი და კარლენ ასეიშვილი არიან. ეს უკანასკნელი ვასილ კაკოვინს ჩაანაცვლებს. თადარიგში არც ამჯერადაა მეორე ხაზის მოთამაშე. კვლავინდებურად სკამზეა გიორგი თხილაიშვილი, ხოლო ლაშა ლომიძის ნაცვლად მოედანზე შალვა სუთიაშვილს უნდა ველოდოთ.

მარქაფაში გადაინაცვლა აფციაურმა, სკამიდან იწყებს თამაშს გიორგი ბეგაძე და იქვეა ქუთაისის "ბაგრატის" მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, რომელსაც ჰეიგმა ხმალაძის ტრავმის შემდეგ უხმო. მას "ბორჯღალოსნების" კვართით ორჯერ აქვს ნათამაშები - 2013 წელს თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკა A-სა და 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

dachii
7 ნომერია და კაპიტანი . პირველ ხაზს შევცვლიდი და შოტლანდიისთვის დავასვენებდი
gio
სად არის გორგოზე
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: რუსეთმა მეორე მარცხი სამოასთან იწვნია [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: ირლანდიამ რუსეთს მშრალი ანგარიშით მოუგო
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]
საქართველო-სამოა 20:16
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"უფრო მძიმე თამაშები წინაა და "ბორჯღალოსნები" ყოველთვის ვერ მოიგებენ..."