ეშლი კოულს საკუთარი კლუბი, "ჩელსი" 250 ათასი ფუნტით დააჯარიმებს
ეშლი კოულს საკუთარი კლუბი, "ჩელსი" 250 ათასი ფუნტით დააჯარიმებს. მიზეზი: ინგლისის ჩემპიონთა მცველმა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მავან სტუდენტს პნევმატური თოფით ესროლა.

კოულმა, რომელსაც თავისი საქციელისთვის საჯაროდ ბოდიში ჯერ კიდევ არ მოუხდია, 21 წლის ტომ კოუენი დაჭრა. რასაკვირველია, ეს ამბავი გასულ კვირა დღეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ განა ფეხბურთელს სიფრთხილე არ მართებდა? გასროლის გამო საქმეში ლონდონის იმ რაიონის პოლიციაც ჩაერია და გამოძიება დაიწყო.

ტაბლოიდები წერენ, რომ "ჩელსის", რომელსაც ამ ბოლო დროს პრემიერლიგაში საქმე ცუდად მიუდის, კოულის ამბავი დამატებით პრობლემად დააწვა კისერზე. მოგეხსენებათ, "ლურჯები" დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობენ. საქმე ის გახლავთ, რომ კარლო ანჩელოტის ფეხბურთელები ერთთავად ცუდ ფორმაში არიან და თუკი ვინმეს არ აკრიტიკებდნენ, სწორედ ეშლი კოული გახლდათ.

მას მერე, რაც კობჰემის ბაზაზე მომხდარი ამბავი გახმაურდა "ჩელსის" პრეს-მდივანმა განცხადება გაავრცელა:

"კლუბმა ინციდენტი სრულყოფილად გამოიკვლია და ადექვატური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. აქამდე კომენტარისგან თავს იმიტომ ვიკავებდით, რომ ეს კლუბის შიდა ამბავი იყო".

საერთოდ "ჩელსი" ის კლუბი გახლავთ, რომელიც თავისი წევრების ამბავს საზოგადოებისგან მალავს. ასე მაგალითად, დღემდე არ არის ცნობილი როგორ დასაჯეს "ლურჯებმა" კოული სეზონისწინა შეკრების დროს გუნდის სასტუმროში ქალის შეპარების გამო. სავარაუდოდ, კლუბმა ეს ამბავი საერთოდ ჩაფარცხა.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო