17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით, ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს.

ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონზე მწვერვალი უშბა (უმაღლესი კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე), მწვერვალი ჩათინი (უმაღლესი სირთულის მარშრუტი ე.წ. რომბზე), ტიანშანში პირველი ქართული გზა კორონას სამხრეთ კედელზე, ხან-თენგრი 7 010 მ, მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6 918 მ, ხოლო ჰიმალაიში მწვერვალი მანასლუ (8 163 მ ნეპალი) დალაშქრეს.

აღსანიშნავია, რომ 14 000-იან მწვერვალს შორის მანასლუ სიმაღლით მე-8 ადგილზეა, ხოლო მწვერვალ ჩათინზე ქართველებმა ეს მარშრუტი ბოლოს 20 წლის წინ გაიარეს.

აღსანიშნავია ასევე ორთვიანი ექსპედიცია ტიან-შანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა დაემატა.

ამის შემდეგ კი განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ სიმაღლის მთად ითვლება.

მესამე ასვლა განხორციელდა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918 მ-ზე.

შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა.

წარმატებული ასვლებიდან დაბრუნების შემდეგ, 17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მთამსვლელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა გუჯაბიძე, გენერალური მდივანი გივი ქართველიშვილი და ახალგაზრდა მთამსვლელები შეხვდნენ.

პრესკონფერენციაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ ასვლებზე, ახალგაზრდა მთამსვლელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2016 წლის ასვლების შესახებ, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ერთობლივად დაგეგმილ პროექტებსაც.

1) მწვერვალი მანასლუ /8163მ./ ნეპალი, ჰიმალაები

ა.ცინცაძე

2) მწვერვალი ჩათინი. უმაღლესი სირთულის /VI/ მარშრუტი ე.წ. რომბზე

ა.ბადრიაშვილი /ხელმძღვანელი/

ბ.გელაშვილი

გ.ტეფნაძე

3) მწვერვალი უშბა. უმაღლესი /VI/ კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე

ი.ბერულავა

ბ.გუჯაბიძე /ხელმძღვანელი/

ი.გუჯაბიძე

ზ.კვესტაძე

ბ.ფაჯიშვილი

4) კორონა, ახალი გზა სამხრეთ კედელზე

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

5) ხან-თენგრი, 7010 მ.

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

6) მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6918 მ. ქართული გზით

7) ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველ-გავლა

გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე!
ქართველი ალპინისტების ასვლა ჭაუხში, ჯავახიშვილის მწვერვალზე [VIDEO]
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ქართველი ალპინისტები ჭაუხზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტით ავიდნენ
ქართველი ალპინისტების ურთულესი ასვლა ზამთრის ჭაოხის ჩრდილოეთ კედელზე
ქართველი ალპინისტები "მკვლელი მთის" დალაშქვრას აპირებენ
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა