"ქარლინგის" თასის ფინალში "ბირმინგემთან" მარცხი "არსენალის" ფეხბურთელებმა თავისებურად შეაფასეს
მიუხედავად იმისა, რომ კვირას "ქარლინგის" თასის ფინალში "არსენალმა" ბირმინგემთან" წააგო, გუნდის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ ჩრდილოლონდონელებს უდიდესი პოტენციალი აქვთ. მოგეხსენებათ, "უემბლიზე" გამართული შეხვედრის ბოლო წუთზე "მეთოფეთა" მეკარის ვოიცეხ შჩესნისა და მცველის ლორან კოშელნის კომიკურ შეცდომას ობაფემი მარტინსის გამარჯვების გოლი მოჰყვა და ფაბრეგასის გუნდი ისევ უტიტულოდ დარჩა - "არსენალს" 2005 წლის მერე არაფერი მოუგია.

კაპიტანს, ისევე როგორც გარემარბ თეო უოლკოტს, "ბირმინგემის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია, რამაც, ალბათ, დაასვა კიდეც ფინალს თავისი დაღი. მაგრამ, აკი მოგახსენეთ, რომ ესპანელმა ვარსკვლავმა გული არ გაიტეხა და იმედით უყურებს იმ შეხვედრებს, რომლებიც მის გუნდს ჩემპიონთა ლიგასა და ფეხბურთის ასოციაციის თასზე ელის.

შეგახსენებთ: ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე "არსენალს" "ლეიტონ ორიენტთან" აქვს სათამაშო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან, რომელსაც პირველ შეხვედრაში 2:1 მოუგო.

"ტვიტერზე" ფაბრეგასმა ასე დაწერა: "მინდა "ბირმინგემს" მთელი გულით მოვულოცო გამარჯვება. დიდებული გუნდია, ჩვენ კი წინ კიდევ გველის გამარჯვებები. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს".

"ტვიტერის" საშუალებით გულშემატკივარს "არსენალის" ერთადერთი გოლის ავტორმა ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმაც მოუხადა: "ძალიან ვწუხვარ "ქარლინგის" თასი კვლავ რომ ვერ მოვიპოვეთ. დიდ ბოდიშს ვიხდი და მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ".

ხოლო 19 წლის ჯეკ უილშირმა იმავე სოციალური ქსელის მეშვეობით ფანებს ასე მიმართა:

"ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ბოდიშია. ვიცი, ყველას ძალიან დაგვწყდა გული, მაგრამ ახლა ერთმანეთის მხარში დგომა გვმართებს. ჩვენ კიდევ ორ თასზე გამოვდივართ და ორივეგან შეგვიძლია გამარჯვება".

ყველაზე ლაკონური კი ბაკარი სანია იყო: "მეცხვენია. ბოდიში".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა