ფეხბურთის ასოციაციამ რუნის ქცევაში ვერ დაინახა განსაკუთრებული უხეშობა და მის დასჯაზე უარი განაცხადა
აი, ნახავთ, ერთი ამბავი თუ არ ატყდებაო, თქვა "უიგანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის შემდეგ მანჩესტერელთა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა და ისე ყველაფერი აგიხდეთ - გაზეთები წერენ, რომ უეინ რუნი შესაძლოა ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელებმა 4:0 მოიგეს მათმა ვარსკვლავმა მოწინააღმდეგის ნახევარმცველ ჯეიმს მაკკარტის სახეში იდაყვი მიარტყა. მსაჯმა მარკ კლეტენბერგმა ჯარიმა დანიშნა, მაგრამ რუნი მოედნიდან არ გააძევა. ტელეჩანაწერში ჩანს, რომ იმ მომენტში კლეტენბერგი გვერდით იყურება. მან უკვე აღიარა შეცდომა და ფეხბურთის ასოციაციას რუნის დასჯა ურჩია.

არადა, ასეთ შემთხვევაში, მას არც მეტი არც ნაკლები, დღევანდელი მატჩის გამოტოვება უწევდა, დღეს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრეფორდზე" "ჩელსის" ხვდება - სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რა თქვა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე "უიგანის" თავკაცმა რობერტო მარტინესმა. "რად უნდა ლაპარაკი, რომ მსაჯს წითელი ბარათი უნდა ამოეღო, - თქვა მან, - მან ჯეიმს მაკკარტის იდაყვი სახეში მიარტყა. ასეთი რამ ჩემს ფეხბურთელს რომ გაეკეთებინა, აუცილებლად გააძევებდნენ".

ახლა კი გავეცნოთ, რას წერს ამ ინციდენტის შესახებ ფიფას ყოფილი მსაჯი გრემ პოლი:

"ვინაიდან მარკ კლეტენბერგმა ჯარიმა დანიშნა და ეს მცირე დაყოვნების შემდეგ გააკეთა, ესე იგი მას მომხდარის შესახებ რომელიღაც ასისტენტმა უკარნახა. უპირველეს ყოვლისა სწორედ ეს არის გასარკვევი. რუნის მაკკარტისთვის არც ფეხი გამოუდია, არც ხელი უკრავს და ის არც მაისურით დაუჭერია. არადა, ჯარიმა დაინიშნა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მან წესი მკლავით დაარღვია.

ვინაიდან რუნისთვის ამ დარღვევის გამო ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებიათ, ესე იგი ინციდენტი კლეტენბერგის პატაკში ვერ მოხვდებოდა. ყველა მსაჯი ვალდებულია პატაკი ფეხბურთის ასოციაციას ტელეფონით ჩააბაროს და ხშირად ამას სახლისკენ გზაზე აკეკეთებენ. ხალხი ფიქრობს, რომ მსაჯები BBC-ს გადაცემას "დღის მატჩს" უყურებენ და იქ ნანახის მიხედვით პატაკის შეცვლის საშუალება აქვთ, მაგრამ ასე არ არის - ამდენს არავინ დაუცდის.

რასაკვირველია, თუკი კლეტენბერგმა დაინახა რაც ჩაიდინა რუნიმ - ტელეგამეორებაზე კი ცხადად ჩანს, რომ მან მაკკარტის იდაყვი მიარტყა - ის ვალდებული იყო მანჩესტერელი მოედნიდან გაეგდო. ასეთ შემთხვევაში ის რუნის ვეღარ გაუღიმებდა და მხარზე ხელს ვეღარ გადახვევდა, რითაც მასთან კარგ ურთიერთობას გაუსვა ხაზი".

გუშინ, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ასოციაციამ რუნის ქცევაში ვერ დაინახა განსაკუთრებული უხეშობა და მის დასჯაზე უარი განაცხადა. ასე რომ, დღეს უეინი "ჩელსის" კარს შეუტევს.

უეინ რუნი

24 წლის, სიმაღლე: 178 სმ.

ოსტატობა:

შეტევა: 85

დაცვა: 55

ტექნიკა: 87

დატყმის ძალა: 97

თავით თამაში: 83

სიზუსტე: 76

აგრესია: 90

გუნდური თამაში: 87

PEშ შტატს Dატაბასე

რუნი და დისციპლინა

2002/03: 6 გაფრთხილება, 1 გაძევება

2003/04: 11 გაფრთხილება

2004/05: 7 გაფრთხილება

2005/06: 8 გაფრთხილება

2006/07: 5 გაფრთხილება

2007/08: 8 გაფრთხილება

2008/09: 8 გაფრთხილება, 1 გაძევება

2009/10: 6 გაფრთხილება

2010/11: 3 გაფრთხილება

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა