მარკ ჰიუზმა და რობერტო მანჩინიმ თამაშის დამთავრების შემდეგ ხელის ჩამორთმევის გამო წაიჩხუბეს
გაგდებიდან თოთხმეტი თვის შემდეგ მარკ ჰიუზი ისტლენდზე ჩავიდა. ფეხბურთის თამაშის გარდა მას უნდოდა შეემოწმებინა, ვის ეყოფოდა სინდის-ნამუსი და ვინ გაუსწორებდა თვალს, მაგრამ რა მოხდა, არ გაინტერესებთ? უელსელს, რატომღაც, წაეჩხუბა კაცი, რომელსაც ის "სიტიდან" ნამდვილად არ გაუგდია - მისი კოლეგა და მანჩესტერული გუნდის ახლანდელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი. მოკლედ, "ფულჰემის" ბოსს სულ სხვა რამ აინტერესებდა და სულ სხვა რამ გადახდა.

ჰიუზი იმან გააბრაზა, რომ იტალიელმა მას თამაშის დამთავრების შემდეგ, ხელის ჩამორთმევის დროს მზერა აარიდა, მანჩინიმ კი თავის მხრივ ძველი გაუხსენა - ნოემბერში, ლონდონში 4:1 რომ მოგიგეთ, ხელი თავად უგულოდ ჩამომართვიო. ამჯერად შეხვედრა ისე დასრულდა უელსელს რომ გაეხარდებოდა - 1:1. ეს ერთგვარი შურისძიებაც იყო, რადგან, როგორც ზემოთ გითხარით, მას მერე, რაც "სიტიდან" გააგდეს ის ისტლენდზე არ ყოფილა. მისი გაგდების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კლუბის ახალ მეპატრონეებს დახარჯული მილიონების შესაბამისი შედეგები უნდოდათ, რასაც ჰიუზის ხელმძღვანელობით გუნდი ვერ აღწევდა. კერძოდ, "მანჩესტერ სიტის" შეფებს ჩემპიონთა ლიგაში სურდათ თამაში.

და აი, კვირას, "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე", ჰიუზის გულის გასახარად, მარიო ბალოტელის მიერ გატანილ გოლს დემიენ დაფმა გოლითვე უპასუხა და "ფულჰემის" თავკაცის ყოფილ გუნდს ოთხეულში შესვლა გაურთულა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჰიუზმა და მანჩინიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ, უცბად, უელსელი გაბრაზდა და იტალიელს რაღაც უკმეხად უთხრა. კონფლიქტი შემდეგ, გასახდელებთანაც გაგრძელებულა.

ჰიუზმა თქვა: "შესაძლოა ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია, მაგრამ ცოტა ძველმოდური კაცი გახლავართ და ასე მგონია, როდესაც ხელს გიწვდიან, კაცურად უნდა ჩამოართვა. ვიცი, ხანდახან ეს ძნელია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მაინც უნდა გააკეთო. როდესაც რობერტოს გუნდმა ჩემი 4:1 დაამარცხა, მივედი და მივულოცე. რა თქმა უნდა, ცუდ გუნებაზე ვიყავი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ "სიტიმ" "ფულჰემზე" უკეთ ითამაშა. დღეს კი მან ისე გამომიწოდა ხელი, რომ მგონი ვერც მიხვდა, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად რომ ითამაშა".

ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ ვის როგორ ჩამოართვა ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ მარკ ჰიუზი ასეთ რამეს პირველად არ აკეთებს. 2009 წლის დეკემბერში მას არსენ ვენგერთან ჰქონდა პრობლემა. უელსელი იმხანად სწორედ "სიტის" ედგა სათავეში. "არსენალის" ბოსმა მაშინ მისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა და დაპირისპირება მაშინაც გასახდელებთან გაგრძელდა. ამ სეზონში კი ჰიუზს ორჯერ ჰქონდა კონფლიქტი "სტოკის" თავკაც ტონი პულისთან.

მანჩინიმ კი ასე თქვა: "მან ლონდონშიც იგივე გააკეთა, ოღონდ ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. რასაკვირველია, მახსოვდა, მაგრამ აბა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ყოველთვის შედეგია. ვფიქრობ, დღეს ის გახარებული უნდა იყოს, რადგან ჩვენთან ფრედ თამაში შეძლო".

სხვათა შორის, ჰიუზმა არც კოლეგის ეს ნათქვამი დასტოვა უპასუხოდ:

"რაღაც ვერ ვიხსენებ ლონდონშიც იგივე რომ გამეკეთებინოს. მგონი რაღაც ეშლება. ყველას აქვს თავისი თავმოყვარეობა და ყველას სიამოვნებს როდესაც კარგ ნაშრომს უქებენ. აქ იმდენად ჩემზე არ ვლაპარაკობ, რამდენადაც "ფულჰემის" ყველა მოთამაშესა და თამანშრომელზე. მათთვის მანჩესტერში "სიტისთან" ფრედ თამაში მართლა დიდი შედეგი იყო".

"მანჩესტერ სიტისთვის" კი ეს ცუდი შედეგი გახლდათ. მეტიც, სტატისტიკა მეტყველებს, რომ 2011 წელს ისტლენდელებმა თამაში გააუარესეს. კერძოდ, 2010 წლის ნოემბერსა და დეკემბერში "სიტიმ" პრემიერლიგის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 10 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, 2011-ში კი 8 მატჩში მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეძლო.

mentalitet
ეს იმენა მაგარი კაცია, უმაგრესი ტიპია!!))) არსენ ვენგერის ნაირ ყლინჯებს რა უნდათ ამასთან.. ეს აფერისტი მანჩინი, ეხლა საერთოდ "გადამეკეტა" მაგაზე! მარკ ჰიუზი დააბრუნეთ ფარჩაკებო!.. :D
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა