ზე რაგბის გათამაშების მეორე ტური B ჯგუფის ბინადრების, დანიდინის "ჰაილენდერზისა" და ჰემილთონის "ჩიფსის" მატჩით გაიხსნა
ზე რაგბის გათამაშების მეორე ტური B ჯგუფის ბინადრების, დანიდინის "ჰაილენდერზისა" და ჰემილთონის "ჩიფსის" მატჩით გაიხსნა. ჰემილთონელებმა შეხვედრის პირველი ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა მასპინძლები გონს შესვენების შემდეგ მოეგნენ და მაქსიმალურად სწრაფად და მძალვრად ამოქმედდნენ.

დანიდინელთა მესამეხაზელმა ნასი მანუმ და გარემარბმა პოკი კადემ თითო ლელო გაიტანეს, რომლებიც მგეზავმა ლიმა სოპოაგამ გარდასახა. მანვე მატჩის მიწურულს ერთი საჯარიმოც მიითვალა. "ჩიფსმა" კი მეორე ტამში საკუთარი მონაგრის გაზრდა ვერ მოახერხა და 13:23 წააგო. ჰემილთონელთაგან გამორჩეული იყო მგეზავი მაიკ დელანი, რომელმაც გუნდს 13 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

25 თებერვალი რომ ისტორიული დღე გამოდგა ზე რაგბის გათამაშების ახალი გუნდისთვის, A ჯგუფში მოასპარზე "მელბურნ რებლზისთვის", ამაზე უკვე ვწერდით. მელბურნელებმა შინ კანბერას "ბრამბიზთან" მატჩში ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპვეს - 25:24. მასპინძლეთა მგეზავმა დენი სიპრიანიმ გუნდს 20 ქულა შესძინა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

ამავე ჯგუფში ფავორიტობაზე პრეტრენზიას სიდნეის "ვორათაზი" აცხადებს, რომელმაც საშინაო მატჩში შანსი არ დაუტოვა ბრისბენის "რდესს" - 30:6. მასპინძლები მე-8 წუთისთვის უკვე 11:0-ს იგებდნენ. საბოლოოდ კი სტუმრებს ოთხი ლელო გუატნეს. თავი გამოიჩინეს, დრიუ მიტჩელმა, დევიდ დენისმა, ლეკლენ თერნერმა და ბენ რობინსონმა. ყოველივე ამაზე ბრისბენელთა ვრსკვლავმა, მგეზავმა ქუადე კუპერმა მხოლოდ ორი საჯარიმოთი უპასუხა.

B ჯგუფში მიწისძვრით დაზარალებული ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ველინგთონის "ჰარიკენზის" მატჩში არ შედგა. ზე რაგბის ორგანიზატორებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე გუნდს ფრე ჩაუთვალეს და ქულები თანაბრად გაუყვეს. სატურნირო ცხრილში ორივე გუნდს ორ-ორი ქულა მიემატა.

საინტერსო გამოდგა მატჩები C ჯგუფის ბინადართა მონაწილეობით. ბლუმფონტეინში "ჩიტაზმა" შარშანდელ გამარჯვებულ პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 23:25 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მხოლოდ სამი ქულის სხვაობით მოიგეს 11:8. თუმცა შესვენების შემდეგ მრისხანე მეტოეს ორი ლელო გაუტანეს და 23:8 დაწინაურდნენ. "ლურჯმა ხარებმა" მატჩში გარდატეხის შეტანა ბოლო 15 წუთში მოახერხა.

65-ე წუთზე ჯერ შეცვლაზე შესულმა დენი როსუმ დაამწუხრა ჩიტაზელები, ხოლო თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე გამარჯვების ლელო ცხრა ნომერმა ფური დუ პრიმ გაიტანა. ორივე ლელო მორნი სტეინმა გრდასახა და შუალედში მონაგარს ერთი საჯარიმოც მიუმატა.

ამ ჯგუფშუ "ბლუ ბულზთან" ერთად წაუგებლად ლიდერობს დურბანის "ნათალ შარქსიც", რომელმაც მეორე ტურში შინ მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 26:12. ზვიგენები თავიდანვე დაუფლენ უპირატესობას და ახალზელანდიელ სტუმრებს მატჩის გადარჩენის იოტისოდენა იმედიც კი არ დაუტოვეს.

დურბანელთა რიგებში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა სამხრეთაფრიკული რაგბის ამომავალმა ვასრკვლავმა, მგეზავმა პატრიკ ლამბიემ. მან ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო გაუტანა (21 ქულა).

გაცილებით დიდი ძალისხმევა დასჭირდა კეიპთაუნის "სტორმერზს" შინ იოჰანსებურგის "ლაიონზის" დასამარცხებლად - 19:16. მასპინძლები 74-ე წუთზამდე 12:16 აგებდნენ, როცა გამარჯვების მომტანი ლელო შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა პიტერ ლოუმ გაიტანა.

ზე რაგბი. IIტური

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-ბრამბიზი 25:24, ვორათაზი-რედსი 30:6

1. ვორათაზი - 10 ქულა, 2. ბრამბიზი - 5, 3. რედსი - 4, 4. მელბურნ რებლზი - 4, 5. ფორსი - 1,

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ჩიფსი 23:13, ჰარიკენზი-კრუსეიდერზი (ტექნიკური ფრე)

1. ჰაილენდერზი - 8 ქულა, 2. ბლუზი - 4, 3. კრუსეიდერზი - 3, 4. ჰარიკენზი - 3, 5. ჩიფსი - 0.

C ჯგუფი

ჩიტაზი-ბლუ ბულზი 23:25, ნატალ შარქსი-ბლუზი 26:12, სტორმერზი-ლაიონზი 19:16

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 8 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 8, 4. სტორმერზი - 4, 3. ლაიონზი - 2, 5. ჩიტაზი - 1.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა