ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პრემიერლიგა. XII ტური: აი, იაია! [VIDEO]

პრემიერლიგა. XII ტური: აი, იაია! [VIDEO]

დღეიდან "ჩელსი" ერთპიროვნული ლიდერია
* "ჩელსიმ" ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა...

* 1992 წლის აპრილის მერე პირველად მოხდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 3 ფრე ითამაშა საკუთარ მოედანზე...

* "მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში 6 საგარეო მატჩიდან 5 მოიგო...

* ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ პირველი ქულები დაკარგა "ლივერპულმა"...

* "კრისტალ პალასმა" ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო...

* "ბორნმუთმა" მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ მოიგო უქმეების მთავარი ინგლისური მატჩი, რომელშიც ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. ეს კი იმ ოლივიე ჟირუს "ბრალია", რომელმაც ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ჩაწოდების შემდეგ მძლავრი თავური დასცხო და წონასწორობა აღადგინა. სხვათა შორის, გოლის ავტორიცა და ასისტენტიც შეცვლაზე შევიდნენ და ეს უკვე არსენ ვენგერს უნდა ჩავუთვალოთ აქტივში.

მანამდე კი ჟოზე მოურინიოს კრებულს, რომელსაც დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლდა, მყარად ეპყრა ხელთ თამაშის სადავეები და ადრეც უნდა დაწინაურებულიყო, მაგრამ 69-ე წუთამდე პეტრ ჩეხი კარს "მშრალად" ინახავდა, მის მეგობრებს კი ერთხელაც არ დაურტყამთ კარში მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში...

იყო საკამათო ეპიზოდიც, როცა აღშფოთებული მოურინიო ანდრე მარინერისგან პენალტს ითხოვდა - აქაოდა, ნაჩო მონრეალმა აშკარად იუხეშა ანტონიო ვალენსიას წინააღმდეგო. თუმცა არბიტრმა "იუნაიტედის" თავკაცს ყური არ ათხოვა და თამაშის გაგრძელება ბრძანა...

ამასობაში კი დადგა სწორედ ის 69-ე წუთი, როცა ლოგიკურად დაგვირგვინდა "იუნაიტედის" დომინაცია - მარჯვენა ფლანგზე გაჭრილმა ანდერ ერერამ გამოზომილად დაუგორა ბურთი ხუან მატას, ვინც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ერთი შეხებით დაურტყა ჩეხს დაბალ კუთხეში და შანსი არ დაუტოვა.

მატჩი მნიშვნელოვანი იყო მოურინიოსა და ვენგერს შორის ოდინდელი ქიშპობის პრიზმაშიც. შაბათის ფრემ ჟოზეს დაუმარცხებელი სერია (პრემიერლიგის ეგიდით) 15 მატჩამდე გაზარდა, მაშინ, როცა მოსიე არსენს მტერზე ერთადერთ საამაყო გამარჯვებად შარშანდელი სუპერთასი რჩება.

"ბუნებრივია, საბოლოო შედეგი პოზიტიურია ჩვენთვის, რადგან ვაგებდით და გათანაბრება შევძელით. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ძირეული განსხვავება შექმნეს იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. დღეს აშკარად გვაკლდა სიმწვავე და რომ არა ეს პრობლემა, უფრო მეტზეც შეიძლებოდა გვეფიქრა", - თქვა ვენგერმა.

"დღეს თუ ვინმემ ქულები დაკარგა, ეს ჩვენ ვართ, რადგან გაცილებით ძლიერად ვითამაშეთ, მეტოქეს კი თითქმის არ ჰქონია შანსი. ფენომენალურად ვმოქმედებდით დაცვითი ოპერაციებისას, კარგად გამოგვდიოდა პრესინგიც... როცა ასეთ დროს გუნდი ვერ იგებს, მიჩნდება საფუძველი, ვთქვა, რომ "მანჩესტერი" დღეს ყველაზე უიღბლო გუნდია პრემიერლიგაში", - ეს უკვე მოურინიოს სიტყვებია.

რაც შეეხება 11-მეტრიანს, ამაზე მან ორაზროვანი კომენტარი გააკეთა: "მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი და, ცხადია, არც იმას ვიტყვი, შეცდომა იყო ეს თუ არა. არ მინდა იმიტომ, რომ ვნახე ვიდეო... მაგრამ არაფერს ვიტყვი, რადგან მარინერი კარგი არბიტრია".

იხილეთ ვიდეო

უცნაურია, რომ "მანჩესტერ სიტის" იმ კაცის დუბლმა მოაგებინა, ვინც პეპ გვარდიოლას "შავ" სიაში ჰყავდა მონიშნული და აპრილის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

ეს კაცი იაია ტურეა, რომელმაც ჯერ ნოლიტოსთან გათამაშებული კომბინაციის შედეგად დააწინაურა "სიტი", თამაშის ბოლოს კი კევინ დე ბრუინის (მე-7 საგოლე პასი ამ სეზონში, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია) კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან გამარჯვებისაც შეაგდო.

ტურეს ოვაციები მოუწყვეს როგორც ტრიბუნებიდან, ისე თანაგუნდელებმა - სათადარიგო სკამიდან. გვარდიოლამ კი ეს თქვა:

"ის დღეს ბრწყვინვალე იყო, ისევე, როგორც ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, როცა ძალიან ბევრს შრომობდა, წონაშიც დაიკლო და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იაია ჩვენი ოჯახის ნაწილია. "მანჩესტერ სიტი" ბევრ ფრონტზე იბრძვის და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ტურეს დონის მოთამაშე არ გამოიყენოს".

ერთი ფეხბურთელი კი დაბრუნდა ტრიუმფით, მაგრამ მეორე შეიძლება კვლავ დიდხანს ამოვარდეს შემადგენლობიდან - დაშავდა "სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი და თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ (ჯერ ექიმების დასკვნა არ გვაქვს), ეს იმ ძველი ტრავმის რეციდივი უნდა იყოს, რომელსაც თვეობით მკურნალობდა და ახლახან დაბრუნდა მწყობრში.

იხილეთ ვიდეო

"ლივერპული", რომელიც სანაკრებო პაუზამდე ქვას ქვაზე არ ტოვებდა, უგოლო ფრეს დასჯერდა საუთჰემპტონში. არადა, მშვენიერი შანსები ჰქონდათ რობერტო ფირმინოს, ფილიპე კოუტინიოს, სადიო მანეს...

მეორე მხრივ კი, ეს იყო პირველი შემთხვევა "ლივერპულის" ბოლო 12 საგარეო მატჩში (პრემიერლიგის ეგიდით), როცა "წითლებმა" გოლი არ გაუშვეს და ამაზე იურგენ კლოპმაც გაამახვილა ყურადღება:

"ჩვენ შეგვეძლო ამ მატჩის მოგება, მაგრამ ბოლოს მაინც კმაყოფილი დავრჩი თუნდაც იმ ფაქტით, რომ გოლი არ გავუშვით. რას ვიზამთ, როცა მოედანზე ბევრს შრომობ, ბოლოს მინიმუმს მაინც იმსახურებ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ არც უარესი ყოფილა".

იხილეთ ვიდეო

ცოტა და "ტოტენჰემი" თავის სარეკორდო დაუმარცხებელ სერიას შეწყვეტდა დრამატულ ლონდონურ დერბიში, მაგრამ ამ უსიამოვნებისგან ჰარი კეინის დუბლმა იხსნა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდზე ალალი იქნებოდა 3 ქულა. სლავენ ბილიჩის ბიჭებმა შესაშური ორგანიზებითა და თავდადებით ითამაშეს, მაგრამ მათ არ ჰყავდათ კეინის დარი ფიგურა და, ზოგადად, "მამლებთან" კლასითაც ვერ მივლენ ახლოს.

შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა 72-ე წუთი, როცა მოედანზე ჰიუნ-მინ სონი გამოჩნდა. სწორედ "ლევერკუზენის" ყოფილი ფორვარდი იყო კეინის გოლების წყარო - ჯერ მას მერე, რაც მწვავედ ჩააწოდა მეკარის საჯარიმოსთან, ხოლო თამაშის მიწურულს პენალტიც გამოიმუშავა.

კვირას "ჩელსიმ" მიჯრით მე-6 მატჩი მოიგო "რივერსაიდის" თვალსასეირო დაპირისპირებაში და ინგლისური ელიტის სათავეში მოექცა.

ანტონიო კონტეს გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს დიეგო კოშტას გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ძირითადად კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და ამ ვითარებაშიც შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. მარტო ის მომენტი რად ღირს, პედრომ ხარიხა რომ შეაზანზარა.

რაღაც შანსები "მიდლსბროსაც" ჰქონდა, თუმცა "ჩელსი" ზედიზედ მე-6 მატჩში გამოძვრა "მშრალად".

იხილეთ ვიდეო

შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "სანდერლენდის" ზედიზედ მეორე გამარჯვება, რაც დევიდ მოიესს უკეთესი მომავლის იმედს აძლევს. მოგებას სათავე დაუდო ჯერმეინ დეფოს გოლმა, რომელიც ამ 34 წლის შემტევისთვის 150-ე იყო პრემიერლიგის მასშტაბით ჩატარებულ 443 მატჩში.

XII ტური

მანჩესტერი-არსენალი 1:1

გოლები: 1:0 მატა (69), 1:1 ჟირუ (89)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი (64. ბლინდი) - ქერიკი, ერერა - მატა (85. შნეიდერლინი), პოგბა, მარსიალი (63. რუნი) - რაშფორდი.

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ჯენკინსონი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი (80. ჯაკა), ელნენი (73. ჟირუ) - უოლკოტი, იოზილი, რემზი - სანჩესი.

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-5 (5-1); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 75 264

კრ. პალასი-მან. სიტი 1:2

გოლები: 0:1 ი. ტურე (39), 1:1 უიქჰემი (66), 1:2 ი. ტურე (83)

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, დანი, ტომკინსი, კელი (86. საკო) - კაბაი, მაკარტური - თაუნსენდი (46. უიქჰემი), პუნჩეონი, ზაჰა - კ. ბენტეკე (81. ლი).

მან. სიტი (4-1-4-1): ბრავო - სანია, კომპანი (37. საბალეტა), ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო - სტერლინგი, დე ბრუინი, ი. ტურე, ნოლიტო (67. დავიდ სილვა) - აგუერო (86. ფერნანდო).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-10 (2-4); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 25 529

ევერტონი-სუონსი 1:1

გოლები: 0:1 სიგურდსონი (41-პენ), 1:1 კოულმენი (89)

ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა (83. ე. ვალენსია), ე. უილიამსი, ბეინსი - გუეიე, მაკკარტი (72. მირალასი) - ლენონი (66. დეულოფეუ), ბარკლი, ბოლასი - ლუკაკუ.

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, ამატი, ტეილორი - ფულტონი (87. კი), კორკი, ფერი - ბეროუ (81. დაიერი), რუტლიჯი, სიგურდსონი.

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-5 (6-3); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 38 773

საუთჰემპტონი-ლივერპული 0:0

საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - ჰოიბერგი (78. რიდი), რომეუ, ს. დევისი - რედმონდი, ოსტინი (75. როდრიგესი), ბუფალი (66. ლონგი).

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ვინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი (78. სტარიჯი) - მანე (90. ორიგი), კოუტინიო, ფირმინო.

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 3-15 (0-2); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 31 848

სტოკი-ბორნმუთი 0:1

გოლი: 0:1 აკე (26)

სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი (57. ჯონსონი), შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - ადამი, ალენი - შაქირი, კრკიჩი (73. უოლტერსი), არნაუტოვიჩი - ბონი (69. კრაუჩი).

ბორნმუთი (4-2-3-1): ფედერიჩი - ფრენსისი, კუკი, აკე, დენიელსი - გოსლინგი, არტერი - ჯ. კინგი (81. პაფი), უილშირი, სტანისლასი - უილსონი (69. აფობე).

გამოუყენებელი პენალტი: კრკიჩი (49. სტოკი)

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-9 (6-2); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 27 815

სანდერლენდი-ჰალი 3:0

გოლები: 1:0 დეფო (34), 2:0 ანიჩებე (62), 3:0 ანიჩებე (84)

სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - მაკნეირი (88. ლავი), დენაიერი (83. ოში) - უოტმორი, ნდონგი, ანიჩებე - დეფო.

ჰალი (4-4-1-1): მარშალი - ელმოჰამადი, მ. დოუსონი, კ. დევისი, ტაიმონი (68. ბოუენი) - სნოდგრასი, ლივერმორი, კლუკასი, მეისონი (78. მეილერი) - ჰენრიკსენი - მბოკანი.

გაძევება: ჯილობოჯი (89. სანდერლენდი)

გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-17 (4-7); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 34 127

უოტფორდი-ლესტერი 2:1

გოლები: 1:0 კაპუ (1), 2:0 პერეირა (12), 2:1 მაჰრეზი (15-პენ)

უოტფორდი (3-4-3): გომეში - პრიოდლი, ქაბული, ბრიტოსი - იანმაატი, ბეჰრამი, კაპუ, სუნიგა - ამრაბატი (87. გედიურა), პერეირა, დინი (90. ოკაკა).

ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი (68. შლუპი) - მაჰრეზი, დრინკუოტერი, ემეტრი, ოლბრაიტონი (78. მუსა) - ოკაზაკი (68. დ. გრეი), ვარდი.

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-10 (3-2); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 20 640

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 3:2

გოლები: 0:1 ანტონიო (24), 1:1 უინქსი (51), 1:2 ლანძინი (68-პენ), 2:2 კეინი (89), 3:2 კეინი (90-პენ)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი (89. ტრიპიერი), დაიერი, ვერტონგენი, როუზი - უინქსი, ვანიამა - დემბელე (72. სონი), კეინი, ერიქსენი - იანსენი (68. ალი).

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - კუიატე, რიდი, ოგბონა - ანტონიო, ლანძინი, ობიანგი, კრისუელი - აიუ (61. ფერნანდესი), პაიე (85. ნორდტვეიტი) - სახო (61. ძაძა).

გაძევება: რიდი (90+6. ვესტ ჰემი)

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14-11 (6-3); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 31 212

მიდლსბრო-ჩელსი 0:1

გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (41)

მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო (71. დაუნინგი) - ტრაორე, დე როონი, კლეიტონი (73. ფიშერი), ფორშოუ (90. ლედბიტერი), რამირესი - ნეგრედო.

ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (89. ივანოვიჩი), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (80. ჩალობა), აზარი (90. ოსკარი), დიეგო კოშტა.

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-13 (1-3); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 33 746

21 ნოემბერი, ორშაბათი

ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 23:59

ბომბარდირები

10 დიეგო კოშტა (ჩელსი)

8 სერხიო აგუერო (სიტი)

7 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)

ედენ აზარი (ჩელსი)

ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)

6 ალექსის სანჩესი (არსენალი)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)

სადიო მანე (ლივერპული)

მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)

მომდევნო ტური

26 ნოემბერი:

ბარნლი-მანჩესტერ სიტი, ჰალი-ვესტ ბრომვიჩი, ლესტერი-მიდლსბრო, ლივერპული-სანდერლენდი, სუონსი-კრისტალ პალასი, ჩელსი-ტოტენჰემი;

27 ნოემბერი:

უოტფორდი-სტოკი, არსენალი-ბორნმუთი, მანჩესტერ იუნ-ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი-ევერტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება

ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა

"ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა" - The Athletic-ი მარესკას "ჩელსიდან" გაშვების მიზეზებს ასახელებს

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

თუ "სიტისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - "რეალს" როდრის გაფორმების გეგმა აქვს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს

[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო

იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ

"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა

"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს

"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია