სამი ერის გათამაშების მესამე ტურში ინგლისელებს კარგი შანსი მიეცათ, დიდი სლემს მიახლოვებოდნენ და გამოიყენეს კიდეც
სამი ერის გათამაშების მესამე ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ლიდერების, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება იწვევდა. "პომებმს" თვიქნემზე კარგი შანსი მიეცათ დიდ სლემს ერთი ნაბიჯით დაახლოვებოდნენ და გამოიყენეს კიდეც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ორ შეხვედრაშიც საკმაოდ დაძაბული, საინტერესო ბრძოლები გაიმართა.

ამჟამინდელი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული გუნდი ლონდონში სათამაშოდ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა. "ლე ბლეს" მთავარმა მწვთნელმა მარკ ლივერმონმა შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობით თამაში არჩია და შეცდა.

აღსანიშნავია, რომ ლივერმონმა ამ მეტად მნიშვნელოვან, თითქმის გადამწყვეტ მატჩში, ცხრა ნომრის პოზიცია ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილს ანდო. არ შემცდარა. იაშვილმა სამი საჯარიმო გაიტანა (9 ქულა). მის გარდა ფრანგთა მონაგარისთვის არავის გაუზრდია.

იაშვილმა და კომპანიამ "პომებს" წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია. ტაიმი ფრედ 9:9 დასრულდა. "იაშის" სამ საჯარიმოს ინგლისელთა მგეზავმა ამდენივეთი უპასუხა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის ტემპს უმატეს და თამაშის განახლებიდან სამ წუთში მრავალფაზიანი, შესანიშნავი შეტევა ფულბეკმა ბენ ფოდენმა ლელოთი დაასრულა. ფლუდმა ვერ გარდასხა - 14:9.

მალე მოედანზე ჯონი ვილკინსონიც გამოჩნდა, რომელმაც ერთი საჯარიმო გაიტანა და გუნდებმა, დარჩენილ 25 წუთში ისე ითამაშეს, რომ მონაგარს ვერაფერი შემატეს - 17:9.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა შინ, "მერიფილდზე" წააგო ირლანდიასთან - 18:21. "სკოტებმა" სტუმართა ჩათვლის მოედანში ვერაფრით შეაღწიეს. მასპინძლებმა თვრამეტი ქულა კრის პატერსონისა და დენ პარქსისი ფეხჩუბინობის წყალობით მოიპოვეს.

"სამყურებმა" კი სამი ლელო მიითვალეს. მათ რიგებში გამორჩეული იყო ვეტერანი მგეზავი რონან ოგარა, რომელმაც გუნდს 11 ქულა შესძინა (ერთი ლელო და სამი გარდასახვა).

იტალიის ნაკრებმა შინ ფიცხელი ბრძილა გაუმართა უელსის ეროვნულ გუნდს, თუმცა მაინც წააგო - 16:24. "სკუადრა აძურამ" პირველ ათ წუთში სტუმრებს არაგერი დაუთმო და ანგარიშშიც დაწინაურდა, თუმცა უელსელებმა მაინც იძალეს და მაღალი კლასის წყალობით უპირატსეობას დაეუფლნენ.

გუნდებმა ორ-ორი ლელო მიითვალეს. გადამწყვეტი უელსელი მგეზავის სტივენ ჯოუნზის ფეხჩუბინობა გამოდგა, რომელმაც სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. მატჩის 77-ე წუთზე შუამარბმა ჯეიმზ ჰუკმა არეკნით იტალიელებს იმედი, ეხსნათ მატჩი, საბოლოოდ გადაუწურა.

სამი ერი

III ტური

იტალია-უელსი 16:24

იტალია: 2ლ - კანალე, პარისე. 2ს - ბერგამასკო

უელსი: 2ლ - სტოდარტი, ვერბარტონი. 3ს,გ: ს.ჯოუნზი. ა: ჰუკი.

ინგლისი-საფრანგეთი 17:9

ინგლისი: ლ - ფოდენი. 4ს - ფლუდი (3), ვილკინსონი.

საფრანგეთი: 3ს - იაშვილი

შოტლანდია-ირლანდია 18:21

შოტლანიდა: 5ს - პატერსონი (4), პარქსი. ა: პარქსი

ირლანიდა: 3ლ - ჰისლიპი, რედანი, ოგარა. 3გ: ოგარა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.ინგლისი 3 3 0 0 +61 6

2.უელსი 3 2 0 1 +19 4

3.საფრანგეთი 3 2 0 1 +8 4

4.ირლანდია 3 2 0 1 +2 4

5.შოტლანდია 3 0 0 3 -34 0

6.იტალია 3 0 0 3 -56 0

IV ტური

იტალია-საფრანგეთი, უელსი-ირლანდია, ინგლისი-შოტლანდია

Giorgi
კარგი სტატიაა აშკარად, ერთი ნაკლი აქვს ბევრი შეცდომებია :) მექანიკური :)
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა