როგორი შეიძლება იყოს "ბარსა" მესის გარეშე
* კრიშტიანო რონალდომ მადრიდის დერბიში 18 გოლი გაიტანა. მან ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი (17) მოხსნა.

* 12 ტურის შემდეგ "რეალი" 4-ქულიანი უპირატესობით ბოლოს 25 წლის წინათ ლიდერობდა ლა ლიგაში.

* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 39-ე ჰეთ თრიკი შეასრულა.

* "მალაგასთან" მატჩი მე-400 იყო სერხიო ბუსკეტსისთვის "ბარსელონას" მაისურით.

* "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე პირველმა დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ "რეალმა" ისევ ისწავლა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში. კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკმა კარგად აჩვენა, რომ სიმეონეს გუნდი კრიზისშია. მესის და სუარესის გარეშე "ბარსას" კი არ შეეხედება...

ვიქტორი და ვიქტორია

ახალი ცოცხი კარგად გვისო - ეს გამონათქვამი თითქმის ყოველთვის ამართლებს ფეხბურთში - "ბეტისში" დებიუტი ჰქონდა გუსტავო პოიეტის ნაცვლად მისულ ვიქტორ სანჩესს და მან "ლას პალმასი" 2:0 დაამარცხა.

სანჩესმა სევილიურ გუნდში უმალვე შეცვალა სათამაშო სტილი, სასტარტო შემადგენლობა და ტაქტიკა. ამან სანახაობრივი მხარე კი დააზარალა, მაგრამ "ბეტისმა" სამი ქულა მოიპოვა და 35 ათასი ფანი გაახარა. გოლები კი პირველ ტაიმში თითქმის იდენტური გავიდა - ხოაკინის ორ ჩაწოდებას კუთხურიდან ცენტრალურ მცველთა (ბრუნო, მანდი) თავურები მოჰყვა კანარის კუნძულელთა კარში.

სასწაული "რიასორზე"

ამ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ნამდვილად არ იწვევდა მატჩი "რიასორზე", მაგრამ იქ "სევილიამ" ნამდვილად სასწაულებრივი "ქამ ბექი" შემოგვთავაზა.

ანდალუსიელები 0:2-ს აგებდნენ. ყველას ეგონა, რომ მათი შესრულებით მორიგი სუსტი საგარეო მატჩი უნდა გვეხილა, რომ დიდი შემოტრიალება სტივენ ნ'ზონზიმ დაიწყო. მატჩის მიწურულს "ნერვიონენსეს" ჯერ შეცვლაზე შესული ვიტოლოს გოლმა, შემდეგ კი მცველ გაბრიელ მერკადოს გასროლამ მოაგებინა - 3:2. ესპანეთის ნაკრებში დამკვიდრებულმა ვიტოლომ მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, მაგრამ შეუდარებელი იყო და გადაფარა მასპინძელთა რუმინელი ფორვარდის, ფლორინ ანდონეს შესანიშნავი თამაში.

"ბარსა" მესის და სუარესის გარეშე

"ბარსელონა" მესით და მესის გარეშე სულ სხვადასხვა გუნდებია - თამაშის დაწყებამდე არგენტინელი კუჭმა დააღალატა და მან თამაში ვერ შეძლო. დისკვალიფიკაციის გამო არ იყო ლუის სუარესიც. შედეგად, "ბარსას" აბსოლუტური უპირატესობაც კი (81% ბურთის ფლობაში) არ ეყო "მალაგას" დასამარცხებლად, რადგან მხოლოდ რაფინიასა და ნეიმარის კრეატიული თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. უბრალოდ, საოცარია პაკო ალკასერის რეგრესი, "ვალენსიას" ექსფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლფასია.

მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გამოჯანმრთელებული ჟერარდ პიკეს გამორჩევა შეიძლება. ბოლო წუთებში (მსაჯმა 4 წუთი დაამატა, თუმცა რეალურად გუნდები დამატებით 8 წუთი ათამაშა) რიცხვმცირე "მალაგა" თავგამოდებით იცავდა კარს შტურმისგან, მაგრამ რომ არა კარლოს კამენის სუპერრეაქცია, შინ ქულას ვერ წაიღებდა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან რთულია, ისეთ გუნდს შეუქმნა მომენტები, რომელიც მთელი შემადგენლობით იცავს თავს. მინდა გუნდი და მაყურებელი შევაქო, მათ ვერ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. დიახ, ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა მეტოქე ასე გვეთამაშება, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ გავიმარჯვებთ. საბოლოო ეპიზოდებში სიზუსტე გვაკლდა. აი, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ბიჭები გავაკრიტიკო".

იხილეთ ვიდეო

რონალდომ "კალდერონი" დახურა

"ვისენტე კალდერონი" მადრიდულ დერბის მინორულ ნოტზე დაემშვიდობა. ზინედინ ზიდანმა პირწმინდად მოუგო დიეგო სიმეონეს დუელი, თუმცა კი საკადრო პრობლემები სწორედ "რეალს" ჰქონდა და არა "ატლეტიკოს".

კრიშტიანო რონალდომ ცენტრფორვარდად ითამაშა და მატჩის გმირიც გახდა - ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა (რიკოშეტის დახმარებით), შემდეგ თავისივე მოპოვებული პენალტი გარდასახა გოლად, ბოლოს კი გარეთ ბეილის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულს ზუსტად დაუხვდა - 0:3. კარგად ითამაშეს დაცვაში ვარანმა და ნაჩომ, ნახევარდაცვაში კი - ისკომ. "ატლეტიკოს" რიგებში კი, კოკეს გარდა, არავის გამოყოფა არ შეიძლება.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "თავიდანვე კარგად ვთამაშობდით, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით - ბევრი ვერ დაიკვეხნის "ვისენტე კალდერონზე" 3:0 მოგებას. პირველ ტაიმში ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მეტი ზეწოლა იყო ჩვენზე, მაგრამ ამას თავი გავართვით. შევამჩნიე, რომ პირველ ტაიმში ისკომ ერთხელაც კი არ დაკარგა ბურთი, ის ფენომენალური იყო. რაც უნდა იყოს, ჩვენ ჯერ ტიტული კი არა, ერთი ჩვეულებრივი მატჩი მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც, წინ მძიმე თამაშებია. კრიშტიანო? მან ისევე ითამაშა, როგორც სხვა მატჩებში, მისი ჰეთ თრიკით ძალიან კმაყოფილი ვარ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პენალტის მერე ვეღარ შევძელით ბრძოლა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ პენალტის მერე ყველაფერი გართულდა. ეს წაგება ძალიან მტკივნეულია, ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ სწორ დასკვნებს აქედან. "ატლეტიკო" შეკრული გუნდია და ყველა ამ აზრზეა".

იხილეთ ვიდეო

კვირის მატჩები

ვიტორიაში სიტუაცია 79-ე წუთზე დაიძაბა, როცა მასპინძელმა ალექსისმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და "ალავესის" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჟერარდ მორენოს მეკარე პაჩეკომ აჯობა. ორ წუთში მორენომ მაინც დაჯაბნა გოლკიპერი, კუთხურს აუღებელი თავური შეაგება. მაგრამ "ესპანიოლი" ამ თამაშს მაინც ვერ მოიგებდა, რომ არა მეკარე დიეგო ლოპესი, რომელმაც ენით აუწერელი დარტყმული მოიგერია ბოლო წუთებზე - 0:1.

"ვალენსიას" ვერც ჩეზარე პრანდელის მისვლამ უშველა, გუნდმა "მესტალიაზე" ვერ შეძლო ლა ლიგის უსუსტესი გუნდის დამარცხება. ის კი არა, რომ არა ნანის გოლი, "გრანადა" მატჩს სულაც იგებდა - 1:1.

გუშინ ბასკური დღე იყო: "სოსიედადმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპორტინგი", ხოლო "ბილბაომ" რაულ გარსიას გოლით "ვილიარეალს" მოუგო - 1:0.

XII ტური

ბეტისი-ლას პალმასი 2:0

გოლები: 1:0 ბ. გონსალესი (6), 2:0 მანდი (45)

ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, მანდი, პეცელა, ა. მარტინესი - პეტროში, დონკი, სებალიოსი (83. ბრაშანაცი) - ხოაკინი (77. ხოაკინი), რ. კასტრო (70. სანაბრია)

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - მიჩელი, ლემოსი (77. სიმონი), ბიგასი, დ. კასტელიანო (29. დ. გარსია) - მესა - მომო (68. ვ. გომესი), კ. ბოატენგი, პლასერესი, ვიერა - არაუხო

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 22-10; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 10-9 (3-4); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 34 114

დეპორტივო-სევილია 2:3

გოლები: 1:0 ბაბელი (1), 2:0 ანდონე (42), 2:1 ნ'ზონზი (44), 2:2 ვიტოლო (87), 2:3 მერკადო (92)

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი (79. არიბასი), ალბენტოსა, სიდნეი, ლუიზინიო - გამა, მოსკერა - გილერმე, ჩოლაქი (62. ბორხესი), ბაბელი - ანდონე (87. მ. მორენო)

სევილია (3-4-2-1): ს. რიკო - მერკადო, კარიშო (46. ვიტოლო), პარეხა - მარიანო, კრანევიტერი, ნ'ზონზი, ესკუდერო - სარაბია (76. ბენ იედერი), განსო (79. ფ. ვასკესი) - ვიეტო

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-14; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-20 (3-7); ბურთის ფლობა: 27%-73%; მაყურებელი: 21 096

ბარსელონა-მალაგა 0:0

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, დინი (62. ალბა) - დ. სუარესი (68. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, რაფინია (77. რაკიტიჩი) - ადრა თურანი, პ. ალკასერი, ნეიმარი

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა, რიკა - ფორნალსი (96. დუდა), დ. ლორენტე - ონტივეროსი (69. მუნიოსი), ხუანპი, ხუან კარლოსი - ს. რამირესი (81. ენ ნესირი)

გაძევება: დ. ლორენტე (68), ხუან კარლოსი (97)

გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 14-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 26-4 (6-1); ბურთის ფლობა: 81%-19%; მაყურებელი: 83 439

ეიბარი-სელტა 1:0

გოლი: 1:0 ფ. რიკო (9)

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - არბილია, რამისი (83. გალვესი), ლეჟონი, ლუნა - ფ. რიკო, დ. გარსია - პედრო ლეონი (71. ესკალანტე), ადრიანი, ინუი (64. პენია) - ენრიჩი

სელტა (5-4-1): ბლანკო - მალიო, ს. გომესი, რონკალია, ფონტასი, პლანასი (74. გუიდეტი) - სენე (67. სისტო), რადოია, ვასი (53. პ. ერნანდესი), ბონგონდა - ჯ. როსი

გაძევება: ს. ალვარესი (90), მალიო (94)

გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 7-0; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-6 (5-2); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 5 503

ატლეტიკო-რეალი 0:3

გოლები: 0:1 რონალდო (23), 0:2 რონალდო (71-პენ), 0:3 რონალდო (77)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი (62. ა. კორეა), კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი (62. გამეირო)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო (79. ბენზემა) - ლ. ვასკესი (86. ასენსიო), რონალდო (83. ხ. როდრიგესი), ბეილი

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 8-6; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-12 (5-7); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 53 741

ალავესი-ესპანიოლი 0:1

გოლი: 0:1 ჟ. მორენო (81)

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ფედალი, რ. გარსია - მ. ლორენტე, კრსტიჩიჩი (76. დ. ტორესი) - ტ. ერნანდესი (70. ი. გომესი), კამარასა, ესპინოსა (83. სანტოსი) - დეივერსონი

ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ფუეგო, ხურადო - პიატი, ე. პერესი (63. მელენდო), ხ. რეიესი (69. დიოპი) - ჟ. მორენო (82. კაისედო)

გამოუყენებელი პენალტი: ჟ. მორენო (79)

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-10 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 19 550

ვალენსია-გრანადა 1:1

გოლები: 0:1 კარსელა-გონსალესი (45), 1:1 ნანი (47)

ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია (46. ელ ჰადადი), გარაი, მანგალა, გაია - ე. პერესი, მ. სუარესი - კანსელო, პარეხო, ნანი (64. ბაკალი) - როდრიგო

გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ლომბანი, სონიე, გ. სილვა - კარსელა-გონსალესი (87. ტორალი), ბოგა, აგბო, ა. პერეირა (64. სამპერი) - კრავეცი (78. ბარალი)

გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 14-9 (7-5); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 34 884

სპორტინგი-სოსიედადი 1:3

გოლები: 0:1 ჩაბი პრიეტო (19), 1:1 ჩოპი (28), 1:2 ზურუტუზა (51), 1:3 ი. მარტინესი (56)

სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - დ. პერეირა, მერე, ამორებიეტა, კანელია - ვ. როდრიგესი (60. კ. კასტრო), ს. ალვარესი (69. ხ. ტორესი), კასესი, მ. გომესი (60. ბურგუი) - ჩოპი, ვიგერა

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (83. კანალესი) - ველა (70. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (78. კონჩა)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 4-20 (1-9); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 23 439

ბილბაო-ვილიარეალი 1:0

გოლი: 1:0 რაულ გარსია (67)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - ვესგა (62. სან ხოსე), მ. რიკო - ვილიამსი, რაულ გარსია (86. ერასო), მუნიაინი (62. სუსაეტა) - ადურისი

ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხ. კოსტა - ბრუნო სორიანო, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, ტრიგეროსი (71. პატო), რ. სორიანო (64. ჯონ. დოს სანტოსი) - სანსონე (68. ბაკამბუ)

გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-6 (5-2); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 38 245

21 ნოემბერი

ლეგანესი-ოსასუნა 23:45

ბომბარდირები:

8 ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლუის სუარესი (ბარსელონა)

კრიშტიანო რონალდო (რეალი)

6 იაგო ასპასი (სელტა)

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

მომდევნო ტური

25 ნოემბერი:

ეიბარი-ბეტისი;

26 ნოემბერი:

მალაგა-დეპორტივო, რეალი-სპორტინგი, ესპანიოლი-ლეგანესი, სევილია-ვალენსია;

27 ნოემბერი:

ვილიარეალი-ალავესი, ოსასუნა-ატლეტიკო, სელტა-გრანადა, რეალ სოსიედადი-ბარსელონა;

28 ნოემბერი:

ლას პალმასი-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა