ფინალში ერთმანეთს N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ
2016 წლის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხელბურთის დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები.

გუნდებს თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისთვის. I ადგილი დაიკავა და "მხიარული სტარტების" თბილისის ჩემპიონი გახდა N130-ე საჯარო სკოლა 35 ქულით, II ადგილი 26 ქულით N153-ე სკოლამ დაიკავა, III ადგილზე კი 21 ქულით N166-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

გამარჯვებული (N130-ე საჯარო სკოლის) გუნდი თბილისის სახელით მონაწილეობას მიიღებს მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ თამაშებში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებდა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

"საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ვულოცავ N130-ე საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველა გუნდს მონაწილეობისთვის და ასევე, ორგანიზატორებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ჩემპიონატები სტიმულია ბავშვებისთვის, თვითონაც უფრო მეტად მონდომებულები არიან, ძალიან მოწონთ მსგავსი ღონისძიებები და გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით, პროექტმა გაამართლა და წარმატებით ხორციელდება " - აცხადებს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ილურიძე.

"მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, რომლის მიზანიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ჯანსაღი თაობის აღზრდა. აღნიშნულ ღონისძიებას მომავალშიც დააფინანსებს თბილისის მერია ვინაიდან ეს მაშტაბურ ხასიათს იძენს და მომავალშიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდება აღნიშნული ღონისძიებები და რა თქმა უნდა, თბილისიც მონაწილელობას მიიღებს " - აღნიშნა თბილისის მერიის წარმომადგენელმა ზაზა კვიციანმა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა