ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

შეხვედრა ჰოლიფილდთან
ოქტომბერში ოპრა უინფრიმ თავის შოუში მონაწილეობა შემომთავაზა.

აგვისტოში DVD-ზე გამოვიდა ჩემი დოკუმენტური ფილმი და ყველა ამბობდა, რომ მისი რეკლამისთვის ოპრას შოუ შესანიშნავი შანსი იყო, მაგრამ მე ჯერ ისევ ვეჩვეოდი ჩემს დიეტას და სპილოსავით მსუქანი ვიყავი. თუმცა, ადრე არასოდეს ვყოფილვარ ოპრას შოუში. ამიტომაც მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ყველაფერი განვიხილეთ: ეკსოდუსის სიკვდილი და ჩემი რთული ურთიერთობები რობინთან. ოპრამ შოუში კიკი და მილანიც კი მოიყვანა, მაგრამ წამყვანი ყველაზე მეტად მაშინ გამოცოცხლდა, როცა საუბარი შეეხო ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურზე კბენის ინციდენტს.

- ბოდიშის მოხდისას გულწრფელი იყავით? - მკითხა მან.

- არა, არ ვყოფილვარ გულწრფელი. ეს პირფერობა იყო და მეტი არაფერი.

- მადლობა აღიარებისთვის. მეც ასე ვფიქრობდი, - თქვა მან. - რატომ მოიქეცით ასე? მიგაჩნდათ, რომ მოვალეობა უნდა მოგეხადათ?

- ალბათ, ასეა. საკუთარ გუნდში ყველას ზეწოლა ჰქონდა ჩემზე. და მე ვთქვი: "კარგით, ბოდიშს ვიხდი".

სინამდვილეში, მეც მაწუხებდა ჩემი არაგულწრფელი ბოდიში. ყოველთვის მინდოდა, უბრალოდ, ევანდერთან ერთად დავმჯდარიყავი, მესაუბრა, ხელი ჩამომერთმია, გული გამეხსნა მისთვის.

- ელაპარაკეთ მას? - დაინტერესდა ოპრა.

- არა. როცა მას სადმე გადავეყრები, ყოველთვის გარკვეული ეჭვის თვალით მიყურებს.

შოუს შემდეგ ოპრამ უამრავი წერილი და სატელეფონო ზარი მიიღო. ვიღაც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ შოუში მონაწილეობდა გასამართლებული დამნაშავე, მაგრამ ელექტრონული წერილების უმეტესი ნაწილი კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას გამოხატავდა. ხალხმა გაიგო ჩემი გრძნობები და ისიც, რატომ მოვიქეცი ასე. ოპრას დაურეკა ევანდერმა და სთხოვა, მოეწყო შოუ, რომელშიც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით. ოპრა ჩაეჭიდა ამ იდეას და ერთი კვირის შემდეგ ჩიკაგოში დაბრუნება მომიწია.

შესანიშნავი იყო ევანდერის კიდევ ერთხელ ხილვა. ორივენი ღარიბი უბნებიდან მოვდიოდით და შემდეგ ავტორიტეტული და პატივსაცემი მოკრივეები გავხდით. მივიღე შესაძლებლობა, ყველას წინაშე გულწრფელად მომეხადა მისთვის ბოდიში. ჩვენი შერიგება მაგალითი უნდა გამხდარიყო ახალგაზრდა ბიჭებისთვის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი შეეშვებიან უაზრო სისასტიკით ერთმანეთის ხოცვას.

ოპრამ კიდევ ერთი კავშირის უზრუნველყოფა შეძლო. რობინი გარკვეული ხანი გაქრა საზოგადოების თვალთახედვიდან. ამიტომაც დარეკა და პროტესტი გამოხატა შოუში ჩემი პირველი ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომელშიც მის შესახებ ვსაუბრობდით. მაშინ ოპრამ აჩვენა ნაწყვეტი გადაცემიდან - "20/20", როცა რობინი მიწასთან მასწორებდა, მე კი ამ დროს ჩუმად ვიყავი.

- რატომ იყავით ჩუმად? - მკითხა ოპრამ.

- არ ვიცი. უბრალოდ, განცვიფრებული ვიყავი, - ვუპასუხე მე.

- გაოცებული იყავით იმით, რომ ასეთ რამეებს ლაპარაკობდა?

- დიახ. მართლა მინდოდა, მისთვის იმ მომენტში თავში წამომერტყა, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება.

მთელ დარბაზს გაეცინა ამ სიტყვების შემდეგ.

რობინი გაცოფებული იყო. მან ოპრა აიძულა, შოუში მიეწვია, რათა ჩემი სიტყვების უარყოფის საშუალება ჰქონოდა და თავიდან დაეწყო თავისი კარიერა.

გვირეკავდნენ ჩვენი მეგობრები იმის სათქმელად, რამდენად წარმატებული გამოვიდა ოპრას შოუ ჩემი მონაწილეობით. თუმცა, ვერ ვბედავდი ჩანაწერის ნახვას. მრცხვენოდა ჩემი სიმსუქნის. ეს ამბავი ძალიან მთრგუნავდა.

ვაგრძელებდი ვეგანობას, ჯიუტად ვმუშაობდი ამაზე და ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ზედმეტი წონა ქრებოდა. 2010 წლის იანვრის ბოლოს, ლას ვეგასის გეტოს ერთ-ერთ ბარში გავემგზავრე. იქ იყო ჩემი მეგობარი და ისე გამოვიდა, რომ ისევ მივიღე კოკაინი. იმ დროისთვის, ექვსი თვე ნარკოტიკებს არ მივკარებივარ. არ ვიცი, უცებ რატომ მოვდუნდი და რატომ გადავწყვიტე ბოთლიდან ჯინის გამოშვება, მაგრამ ეს მოხდა. სულ ცოტა მივიღე, მაგრამ ეს ხომ კოკაინი იყო. იმ საღამოს, სახლში საკმაოდ ადრე დავბრუნდი, კიკის არ ეძინა და მაშინვე მიხვდა, რომ კაიფში ვიყავი. არ დაუწყია ჩხუბი, ყვირილი, ლანძღვა და სახლიდან წასვლის მუქარა, როგორც ამას ადრე აკეთებდა. უბრალოდ, მილანთან დასაძინებლად წავიდა. მივედი მასთან დასალაპარაკებლად, თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი. არ მინდოდა მისი წყენინება, განსაკუთრებით კი, არ მინდოდა, მილანს ოდესმე კაიფში ვენახე.

- მაშ ასე, დღეს საღამოს შენ კოკაინი მიიღე? - მკითხა კიკიმ.

- ჰო, - ვუპასუხე მე.

- ჯანდაბა! წყეულიმც იყოს! მაიკ, მიდი! უნდა დაბრუნდე სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ მკურნალობის კურსი დაასრულო. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ.

- არა, ძალიან გთხოვ, კიდევ ერთი შანსი მომეცი, - ვთქვი მე. არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება.

- შენ იქ ხვალ დილითვე უნდა გაემგზავრო, - თავისას არ იშლიდა კიკი.

- ყველაფერი წესრიგში მექნება. ყველაფერი კარგად აეწყობა. უბრალოდ, კიდევ ერთი შანსი მომეცი.

დამეთანხმა. მას შემდეგ დღემდე არ მიმიღია ალკოჰოლი და კოკაინი.

ისევ გვქონდა ფინანსური პრობლემები. თებერვალში ევროპაში გავემგზავრე, სადაც საჯარო გამოსვლა მქონდა ინგლისში, აგრეთვე, საზოგადოებასთან და პრესასთან შეხვედრა საფრანგეთში. შვეიცარიაში გადამიხადეს იმის გამო, რომ ერთ მსხვილ კლუბში მივედი და უბრალოდ, იქ დრო გავატარე.

თუმცა, თავდაპირველად, იტალიაში გავემგზავრეთ, სადაც იქაურ "ვარსკვლავების ცეკვებში" გამოვჩნდი. თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ მათ ჰონორარი გაზარდეს, ჩვენ კი ფული გვჭირდებოდა. როცა კიკიმ ჩემი პარტნიორი დაინახა, მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა. ეს იყო მომხიბვლელი იტალიელი გოგონა, რომელიც მაქსიმალურად მეპრანჭებოდა. ერთხელ ჯიბიდან სიგარეტის ამოღებას ვცდილობდი და მითხრა: "ნება მომეცით, დაგეხმაროთ". და ავნერვიულდი, როცა ის ჩემს სხეულს შეეხო.

კიკის საშუალება ჰქონდა, თვალი ედევნებინა ჩვენი რეპეტიციებისთვის მეორე ოთახიდან და ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა შუშის მეორე მხრიდან. ოფლი მასხამდა და გოგონა თავისი ხელით ცდილობდა მოწმენდას. ეს სრული შოკი იყო. ეს ახალგაზრდა ლედი საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ წარმოვიდგინე, რა აზრები უტრიალებდა თავში კიკის - მან ხომ იცოდა ჩემი წარსულის შესახებ. თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა: ჩვენი ნომერი კარგად შევასრულეთ.

შტატებში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მივიღე ტელესერიალ "ლამაზმანების" გადაღებებში - მიწვეული ვარსკვლავის სტატუსით. მანამდე, გარკვეული ხნით ადრე, ლას ვეგასის ერთ-ერთ კლუბში ჯეიმი ფოქსს (ამერიკელი მსახიობი და მომღერალი) ვხვდებოდი და იქ ჯერემი პივენი (ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი; ტელესერიალ "ლამაზმანებში" ითამაშა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, არი გოლდის როლი) დავინახე, თუმცა, მაშინ ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი, რომ მასთან მივსულიყავი და მივსალმებოდი.

მოგვიანებით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი მიწვევა სურდათ გადაღებაზე არი გოლდის ერთ-ერთი კლიენტის როლზე, რომელიც წუწუნებს იმის გამო, რომ არასაკმარისი სამუშაო აქვს. ეს იყო სასაცილო ეპიზოდური როლი, თან კადრში უნდა გამოჩენილიყო ჩემი ორი შვილი. ასე რომ, ეს მათთვისაც შესანიშნავი იყო.

ყველა მსახიობი, მთელი გადამღები ჯგუფი შესანიშნავი იყო. და ძალიან დავუახლოვდი სერიალის შემქმნელს, დაგ ელინს. კიკისა და მის ძმას ტელესერიალის იდეა დაებადათ. ის ეფუძნებოდა ჩემი მსგავსი მოკრივის ისტორიას. კიკიმ ეს იდეა დაგს გაუზიარა და მას მოეწონა. სერიალი "ლამაზმანები" სრულდებოდა და ის სხვა პროექტს ეძებდა. დაგმა დაიქირავა გამოცდილი სცენარისტი, მათ მოამზადეს საცდელი გადაღება ტელეკომპანია HBO-თვის და რეჟისორად მოიწვიეს სპაიკ ლი. სერიალს ერქვა "და ბრიკი". მან დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, HBO-მ უარი თქვა მასზე.

გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ივლისში ყაზახეთში კინოფესტივალზე მიმიწვიეს. ამის შემდეგ მექაში მოსალოცად წასვლას ვგეგმავდით. ჩვენი გამგზავრების წინ კიკიმ შეიტყო, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო. განვიხილეთ მეორე ბავშვის საკითხი და გავიფიქრე, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მთელი ფეხმძიმობის პერიოდში მის გვერდით ვიქნებოდი. ბოლო ჯერზე ეს არ გამომივიდა, რადგან კიკი ციხეში იყო.

მაგრამ ფესტივალზე ყველაფერი აირია. ყაზახეთში დავესწარით ძმები ვაინშტაინების ფილმის პრემიერას. იქ რამდენიმე ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა. სანამ წითელ ხალიჩაზე გავიდოდით, მე და კიკიმ სერიოზულად ვიჩხუბეთ, შემდეგ კიდევ ერთი ჩხუბი გვქონდა ფილმის წინ, კოქტეილზე. ამიტომაც ფილმის ჩვენებისთანავე, კიკი სასტუმროში დაბრუნდა და დედამისის ნომერში შევიდა.

მე ნომერში რამდენიმე წუთის შემდეგ შევედი.

- უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. გასაგებია? - ვუთხარი მას.

- კარგი, თანახმა ვარ, - მიპასუხა მან.

კიკი ეძებდა შტატებში დასაბრუნებელ რეისებს და იპოვა ერთი - ფრენა რამდენიმე საათის შემდეგ იყო. იქ ერთი დღეც არ ვყოფილვარ, მან კი ხელი მოკიდა მილანსა და დედამისს და სახლში გაფრინდა. მაშინ მართლა მიმაჩნდა, რომ ჩვენი ქორწინება დასრულებული იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონთან ბრძოლის წინ ყურებს დააზღვევს

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ჩენ ვუს წარბი გაუხეთქა და WBC-ის ვერცხლის ქამარი მოიპოვა

დღის სენსაცია: კრივს ჰოლიფილდიც უბრუნდება

ლეგენდარული მოკრივეების მესამე ბრძოლა შედგება? ტაისონი და ჰოლიფილდი თითქმის შეთანხმდნენ...

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

და მაინც, რატომ მოაჭამა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური? გავერკვიეთ მიზეზში

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი