22 ნოემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა
22 ნოემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც ტორპედოელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

აქვე გეტყვით, რომ თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ მარტვილელთა კარში თავური დარტყმით ბურთი გიორგი გურულმა გადაგზავნა - 0:1.

36-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. "მერანმა" სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე მოახერხა. გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა, რომელმაც ასევე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"

მერანი-ტორპედო 1:2

გოლები: 0:1 გიორგი გურული (16), 0:2 ბექა ტუღუში (36), 1:2 ნიკოლოზ საბანაძე (53)

ძირითადი შემადგენლობები

მერანი: 99. დავით კუპატაძე, 3. სერგი ორბელაძე (კ), 4. გიორგი ციმაკურიძე, 6. ბენჯამინ ტეიდი, 7. შოთა ჯიქია (ზვიად ქანთარია 46), 9. ნიკოლოზ საბანძე, 11. აკაკი შულაია, 13. აკაკი წყაროზია (გიორგი გეგია 61), 23. კიჭი მელიავა, 30. ანდრო გიორგაძე, 44. ლაშა ჩალაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 5. გუგუა ფალავანდიშვილი, 6. ოლეგ მამასახლისი, 8. შოთა ბაბუნაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი), 9. თორნიკე კაპანაძე (გიორგი ნერგაძე 71), 22. გრიგოლ დოლიძე (ალექსი ბენაშვილი 86), 23. გიორგი ქიმაძე, 27. გიორგი გურული, 88. ბექა ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი

მერანი: 22. ზურაბ მამალაძე, 5. გიორგი გეგია, 8. ლევან წოწონავა, 14. ზვიად ქანთარია, 15. თორნიკე ჩუბითიძე, 70. რევაზ გეწაძე, 77. გიორგი ჯიჯელავა

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 10. ვანო წილოსანი, 18. გიორგი ნერგაძე, 25. შალვა ბურჯანაძე, 45. ოთარ კვერნაძე, 77. ალექსი ბენაშვილი

მსაჯები

გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე

kaci
როდის წავა ეგ სუბიექტი მერანიდან? ჯერ იყო და უმახლესიდან გააგდო გუნდი,მერე გარიგებული ტამასი,ეხლა კი ტასის ვერ ახება,,გუნდს ხელს უსლის,,უნდა წავიდეს სასწრაფოდ,
გარინჩა
George -ს ძმავ წესიერი კაცი სჩანხარ მაგრამ რატომ გინდა თავი გამოიდო სსვისი უმსგავსობის გასამართებლად? თქვი რომ ეს უმსგავსობა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა ხტუნავდეს პლასტიკის სკამზე ქომაგი,ამას არ აკეთებდნენ მარტვილელები და არც არაფერი დაემსხვრათ,1 სკამიც კი არ აღმოჩნდა გატეხილი,გსურს დაგვარწმუნო რომ მარტვილელთა მხარეს ნაკლებად აქტიური იყო გულშემატკივარი,მათ მხარეს რიგებს შორის მეტია სიგანე და მათ მხარეს უმსხვრევი,ანტივანდალური სკამები იდგა? ხომ ვიცით რომ ეს ასე არ არის?
George
გარინჩა და 1 მინდა ამ ორ ადამიანს გამოვეხმაურო პირველ რიგში მეც ვიყავი სტადიონზე და ზუსტად ხსენებულ ტრიბუნაზე ვიჯექი მაინტერესებს სად დაინახეთ ჩხუბი და აუყზაური? ერთად ერთი რაც ჯუნგლებმა გააკეთეს იყო 90წუთის განმავლობაში საკუთარი გუნდის გულშემატკიბრობა არც ერთი ინციდენტი და მით უფრო ჩჰუბი და გაწევ გამოწევა არ ყოფილა რაც შეეხება სკამებს დიახ ალბათ 100 სლამამდე ნამდვილად გატყდა ამაში თავს ნამდვილად ვერ ვიმართლებთ თუმცა სკამები აშკარად სუსტი და ძველი იყო თანას საკმაოდ ახლოსააა და ელემენტალურად ერთმანეთს ვერ აუვლი გვერდს მით უფრო როცა მთელი სამ სააათნახევრის განმავლობაში ფეხზე დგას ყველა. ყოველ თამაშზე ასეა ქუთაისში და არც ერთი სკამი არ ტყდება ეგრე იყო თბილისში არანალლებ პრინციპულ თამაშზე და არაფერი გაფუდებულა იქაც. კიდევ ერთხელ ცუდია რომ ის სკამები გატყდა თუმცა ძალით და განძრახულად ეს არავის ჩაუდენია
გარინჩა
ქუთაისელ პატიოსან გულშემატკივრებს ჩემი უღრმესი პატივისცემა, მაგრამ გასვლით მატჩებზე ასეთები უკიდურესი უმცირესობა ხართ სამწუხაროდ, რადგან უმრავლესობა არის ვანდალები და ბარბაროსები,ასეთების ადგილი არც ტყეში და არც ზოოპარკში არაა,ესენი ცალკე რეზერვაციაში უნდა გაასახლო 30 მეტრიანი ბეტონის ღობით. მართლა ჯუნგლები და ხონის ფსიქიატრიულიდან გამოქცეულებივით ხომ არ უნდა იქცეოდეთ? მთლად დაუკარგეს ხიბლი და სილამაზე ამ ლამაზ მატჩს. მე რომ ტორპედოს ფეხბურთელი ვიყო,ასეთი ვანდალი "გულშემატკივარ-ფანის" გამო კლუბს დავტოვებდი. ფედერაციას კი ვურჩევ რომ ტორპედოელთა გასვლით მატჩებზე მათ სექტორში სპეციალურად 5-8 ვიდეოთვალი მიმართოს მაღალი გარჩევადობის რომ ყოველი ვანდალი იქნეს დაფიქსირებული და დაჭერილი.
1
რაც არ უნდა მოიგონ უკვე ამ გუნდის მიმართ პატივისცემა იკარგება. საფეხბურთო კულტურა ვერ დამკვიდრდა სამწუხაროდ ამ უძველესი ცივილიზაციის ქალაქში. ყველგან ჩხუბი და სკამების მტვრევა შეიძლება? იგებ თუ აგებ სულერთია. ვანდალიზმია ის რაც ზესტაფონის სტადიონზე გუშინ მოხდა. განადგურებულია სექტორი სადავ ტორპედოს "გულშემატკივარი" იჯდა
romandros
მთავარი გამოგჩა დინამო რაც ძალიან არ მოგწონს და არ გინდა რო აღნიშნო გეტყობა :D
haha
ვულოცავ!!! ნახევარფინალში ტორპედომ დინამოსაც მოუგო. თუ სხვა გუნდებს პრეტენზია ქონდათ, ეთამაშათ. მაგრამ romandro ფედერაციის ბოსტანში ისვრის კენჭებს.
გორის დილა
დარწმუნებული ვარ რომელიმე თბილისური გუნდი ან ცხინვალი რო გასულიყო ფინალში სტადიონი ნახევრად ცარიელი იქნებოდა,ასე რომ დიდი ძალა აქვს რეგიონებში ფეხბურთს და მოუფრთხილდით ფედერაცია რეგიონებს და ნუ გადააქცევთ უმაღლეს ლიგას თბილისის ჩემპიონატად.ტორპედოს კიდე ვულოცავ თასის მოგებას და მერანს ვერცხლის მედლებს ქების მეტი ამ გუნდზე სხვა რაღა უნდა ვთქვათ.
kote
კარგით რა ხალხნო სირცხვილია თამაშის მერე სხვადასხვა მიზეზების გამოგონება. გაიმარჯვა უძლიერესმა, თასია, თუ ვინმეს რამე სხვა პრეტენზია ქონდა, გასულიყო ფინალში და მოეგო. დღეს ტორპედოა გამარჯვებულია და მივულოცოთ!!!
romandro
ისე წელს მაგარი რთული გზა გაიარა ტორპედომ ამ თასის მოსაპოვებლად. სამგურალი,ოდიში1991,სულორი, და ბოლოს ფინალში მერანის სახით კიდევ უფრო ძლიერ გუნდს ფადაეყარა, და ურთულეს დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება...ასეთი თასის გათამაშება დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს არახსოვს..DDDD ვულოცავ.
aleqa
მერანის წაგება კლუბის ხელმცხვანელობის ბრალია,ვინმე ბაკურიას და რა ტქმა უნდა მწვრტნელის,,ფეხბურტელებს წარმატებები სულ,,
alexandre
გილოცავთ, ტორპედოელებო, ქუთაისო! წარმატებები ევროპის ლიგაზე!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]