დღის მიღწევები და სტატისტიკა
"მილუოკის" ფორვარდმა იანის ანტენტოკუნმპომ "ორლანდოს" წინააღმდეგ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე იყო 21 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ "ორლანდოს" წინააღმდეგ შესრულებული ოთხი სამმაგი დუბლიდან ორი სწორედ ბერძენ ფორვარდს ეკუთვნის.

პირველად ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, "ფილადელფიამ" მოახერხა ზედიზედ ორ მატჩში გამარჯვების მოპოვება. "სიქსერზის" სერია ზედიზედ ორი მოგების გარეშე 108 მატჩი გრძელდებოდა, რაც ყველაზე გრძელია ლიგის ისტორიაში.

"მინესოტასა" და "ბოსტონის" მატჩის მესამე მეოთხედის შემდეგ, "მგლები" წინ იყვნენ - 81:68. თუმცა, "მინესოტელებმა" ჩააგდეს ბოლო 12-წუთეული და დამარცხდნენ - 12:31.

ასე რომ, "ბოსტონმა" 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო მატჩი, როცა მეოთხე მეოთხედში მინიმუმ 13 ქულით იყო ჩამორჩენილი.

რეგულარული ჩემპიონატის 15 მატჩის შემდეგ, "ლოს ანჯელეს კლიპერსს" 13 მოგება აქვს. ასეთი სტარტი კალიფორნიულ კლუბს თავის ისტორიაში არ ჰქონია.

"გოლდენ სტეიტმა" იოლად დაამარცხა "ინდიანა" - 120:83. 37 ქულით მოგება ყველაზე დიდია მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, უკვე სამი მეოთხედის შემდეგ, "მეომრებს" 100 ქულა ჰქონდათ. ეს მესამე შემთხვევაა ამ სეზონში, როცა "გოლდენ სტეიტი" 100 ქულას აგროვებს მეოთხე მეოთხედამდე. არადა, სხვა გუნდებმა ერთად ასეთი რამ ხუთჯერ მოახერხეს.

"გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი მიღწევა გახდა ის, რომ ამ გუნდმა რვამდე გააგრძელა მატჩების სერია, როცა 30-ზე მეტ შედეგიან გადაცემას ასრულებდა. ბოლო 30 წელიწადში ასეთი მიღწევით მხოლოდ ორი გუნდი დაიკვეხნიდა: შარშანდელი "გოლდენ სტეიტი" (8 მატჩი) და 1988-89 წლების სეზონის "ჰორნეტსი". აღვნიშნავთ, რომ ამ გუნდში თამაშობდა "უორიორზის" ლიდერის სტეფ კარის მამა - დელ კარი.

"ვაშინგტონის" შემტევმა მცველმა ბრედლი ბილმა "ფინიქსის" წინააღმდეგ 42 ქულა დააგროვა, რაც მისი კარიერული რეკორდია. გარდა ამისა, ბილმა პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ 30 ქულის აღება.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჩიკაგო ბულზის" შემტევი მცველი ჯიმი ბატლერი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა, როცა საშუალოდ თამაშში 27.3 ქულას (მეორე მაჩვენებელი აღმოსავლეთში), 9.3 მოხსნასა და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

"ნიუ ორლეან პელიკანსის" მძიმე ფორვარდი ენტონი დევისი დასავლეთ კონფერენციაში დასახელდა საუკეთესოდ. ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუთსაიდერმა გასულ კვირას სამივე მატჩი მოიგო, ხოლო დევისის წვლილი 33.7 ქულას, 13.7 მოხსნას (საუკეთესო დასავლეთში), 3.0 დაფარებასა და 2.0 ჩაჭრას შეადგენდა.

ფილადელფია-მაიამი 101:94

24:30, 22:15, 32:31, 23:18

ფ: ემბიდი (22), ჰენდერსონი (19), ოკაფორი (15), ილიასოვა (10+11 მოხსნა).

მ: უაიტსაიდი (32+13 მოხსნა), უეიტერსი (19), დრაგიჩი (10+7 პასი).

ვაშინგტონი-ფინიქსი 106:101

26:20, 24:26, 25:34, 31:21

ვ: ბილი (42), უოლი (18+15 პასი), გორტატი (10+13 მოხსნა).

ფ: ბუკერი (30), ბლედსოუ (29+9 მოხსნა+6 პასი), ლენი (11+10 მოხსნა).

შარლოტი-მემფისი 90:105

22:32, 23:37, 26:15, 19:21

შ: კამინსკი (23), უოკერი (17), ბელინელი (14), ჰოიესი (14+10 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (11+10 მოხსნა).

მ: კონლი (31), რენდოლფი (14+8 მოხსნა), მ. გასოლი (13+8 მოხსნა+9 პასი), ალენი (12), გრინი (12+8 მოხსნა), კარტერი (10).

ინდიანა-გ. სტეიტი 83:120

21:34, 21:27, 29:39, 12:20

ი: სტაკი (21), იანგი (14), ტიგი (11), სერაფინი (8+14 მოხსნა).

გ-ს: ტომპსონი (25), კარი (22+6 პასი), დურანტი (14+11 მოხსნა+6 პასი), გრინი (10+9 მოხსნა+7 პასი), კლარკი (10).

დეტროიტი-ჰიუსტონი 96:99

25:18, 21:33, 29:28, 21:20

დ: კოლდუელ-პოუპი (26), მორისი (13), დრამონდი (13+16 მოხსნა), ლოუერი (12+8 მოხსნა), სმიტი (10+8 პასი).

ჰ: ჰარდენი (28+8 მოხსნა+11 პასი), კაპელა (15+12 მოხსნა), არიზა (14), დეკერი (12), ანდერსონი (10).

მილუოკი-ორლანდო 93:89

20:27, 29:17, 20:30, 24:15

მ: პარკერი (22), ანტენტოკუნმპო (21+10 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), ბიზლი (14).

ო: იბაკა (21+8 მოხსნა), ფურნიე (18), ბიიომბო (13+10 მოხსნა), გრინი (11), ვუჩევიჩი (8+11 მოხსნა).

მინესოტა-ბოსტონი 93:99

21:23, 31:19, 29:26, 12:31

მ: თაუნსი (27+18 მოხსნა), ჯენგი (20+10 მოხსნა), უიგინსი (14), ლავინი (11), ბიელიცა (10).

ბ: ტომასი (29), ჰორფორდი (20), ბრედლი (13), როზიე (12).

სან ანტონიო-დალასი 96:91

24:28, 24:21, 25:24, 23:18

ს-ა: ლენარდი (24+9 მოხსნა), მილზი (17), პ. გასოლი (16+8 მოხსნა), ლი (12).

დ: სეტ კარი (23), მეტიუზი (20), ბარნსი (20+9 მოხსნა), მეჯრი (8+11 მოხსნა).

კლიპერსი-ტორონტო 123:115

23:19, 31:26, 34:34, 35:36

კ: პოლი (26+12 პასი), გრიფინი (26+7 მოხსნა+7 პასი), რედიკი (20), ჯორდანი (17+15 მოხსნა), მბა ა მუტე (10).

ტ: ლოური (27+7 პასი), დეროზანი (25+7 პასი), ვალანჩუნასი (15+9 მოხსნა), პაუელი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა