საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ gbf.ge-სთან ევრობასკეტი 2017-ის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ gbf.ge-სთან ევრობასკეტი 2017-ის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, ისრაელში რომ მოვხვდით. ამას არა სპორტული, არამედ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებიდან გამომდინარე ვამბობ. ისრაელთან საქართველოს საუკუნოვანი, მოძმე და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ეს ნამდვილად დიდი პლუსია. ჩვენი გუნდის წევრები ისრაელში თავს კარგად იგრძნობენ და ცხადია, ეს დადებითი მომენტი იქნება პრინციპული თამაშებისას.

ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქ ჩვენი დიასპორა ძალიან ძლიერია და ისინი უკვე ემზადებიან საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. რაც შეეხება მეტოქეებს, ვერ ვიტყვი, რომ ისრაელის ჯგუფი რომელიმეზე სუსტი ან ძლიერია. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ ჩვენი ჯგუფი არის ყველაზე თანაბარი, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა.

ნებისმიერ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, მაქსიმალური მობილიზება გვმართებდა და ასეა ისრაელის ჯგუფშიც. თანამედროვე კალათბურთში დონე თანაბრდება. გუნდს რომ აუტსაიდერად თვლი, სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ასე რომ, პროგნოზებს არ გავაკეთებ...

ახლა მთავარი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი კარგად დავგეგმოთ და ცხადია, ტურნირს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. მუშაობა უკვე დაწყებულია, არის მოსამზადებელი გეგმის მონახაზი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს და მას მალე გამოვაქვეყნებთ.

აქ, სტამბოლში, სადაც ევრობასკეტის მონაწილე ყველა ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება, საინტერესო შეხვედრებს ვმართავთ და იმედს ვიტოვებ, საქართველოს ნაკრებისთვის კარგ სპარინგ-პარტნიორებს შევარჩევთ", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

- საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტი 2017-ზე

- საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფში ცნობილია

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს