სუმო. კიუშუს ბაშო. 13-27 ნოემბერი
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდებულად ასპარეზობს კუნძულ კიუშუს ბაშოზე. მან ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო - ამჯერად, იჩინოჯო დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე სამი დღით ადრე დაიბევა დადებითი ბალანსი.

8 გამარჯვებით ჩვენებურმა უკვე დაიბევა წინსვლა რეიტინგში, მაგრამ ამ სამ დღეში მას მეტის მიღწევა შეუძლია. ოღონდ ამოცანა უფრო გართულდა - მისი მომდევნო მეტოქე იმპერატორის თასისთვის იბრძვის, ოძეკი კისენოსატო 12-დან 10 ორთაბრძოლის მოგებით იწონებს თავს. ურთიერთშეხვედრებში 16:7-ია იაპონელის სასარგებლოდ.

ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მან ჩიოშომა დაამარცხა და ბალანსი 6-6 გაუხდა. დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან ქართველმა ორი უნდა მოიგოს. შემდეგი მეტოქე ტაკანოივაა.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტერუნოფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), გოეიდო-ენდო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (იორიკირი), გაგამარუ-ჩიოშომა (იორიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

11-1: კაკურიუ (იოკოძუნა)

10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), იშიურა (მაეგაშირა 15)... 8-4: ტოჩინოშინი (მ 6)... 6-6: გაგამარუ (მ 16).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-ტამავაში, გაგამარუ-ტაკანოივა.

ვეტერანი
ყოველდღე გიყურებთ და ძალიან მახარებს თქვენი თითოეული გამარჯვება. ერთი ქართული გამამხნევებელი შეძახილი მაინც თუ გაგიგონიათ როდისმე ბიჭებო? რამდენჯერ მინატრია. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, გაიხარეთ!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა