30 წლის შემტევს პოლონეთის ჩემპიონატზე, პლოცკის "ვისლასა" და საქართველოს ნაკრებზე ვესაუბრეთ
30 წლის ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი პლოცკის "ვისლაში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლევადიაკოსიდან" გადაბარგდა და შეიძლება ითქვას, რომ გუნდს კარგად მოერგო. გარდა იმისა, რომ მის ანგარიშზე 4 გოლია, მერებაშვილი სტაბილურად ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

გიორგი მერებაშვილს პოლონეთის ჩემპიონატზე, ახალ კლუბსა და საქართველოს ნაკრებზე ვესაუბრეთ.

პოლონეთის ჩემპიონატი და პლოცკის "ვისლა"

საკმაოდ კარგი და ძლიერია ჩემპიონატია. ფეხბურთელისთვის ყველანაირი პირობაა აქ შექმნილი. უბრალოდ გული მწყდება, რომ აქ უფრო ადრე არ გადმოვედი. მართალია, არც ახლაა გვიან, მაგრამ დაახლოებით 2 წელი დავკარგე და სულ ვამბობ, რომ ეს წლები აქ რომ ვყოფილიყავი, ახლა გაცილებით ძლიერ გუნდში ვიქნებოდი.

კვირიდან კვირამდე ყველა კომპონენტში ვუმატებ. მწვრთნელები თითოეულ ფეხბურთელზე მუშაობენ და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. მართალია, მთლად სახარბიელო შედეგი არ გვაქვს, მაგრამ კარგი გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, ექსტრაკლასაში ადგილს შევინარჩუნებთ, მომავალ წელს კი გუნდის გაძლიერება და ახალი სტადიონის აშენება იგეგმება.

მედია ძალიან კარგად აშუქებს ჩემპიონატს. დაახლოებით, 3-4 არხზე გადის ჩემპიონატი და პრემიერლიგაზე, ბუნდესლიგაზე არანაკლები გაშუქებაა.

ცალკე უნდა ითქვას გულშემატკივარზე - იდეალურ ატმოსფეროს ქმნიან! მიხარია აქ ყოფნა...

"ვისლა" ჩემი მეხუთე უცხოური გუნდია და ყველაზე მარტივად ადაპტაცია აქ გავიარე. ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გაცნობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წლებია აქ ვარ. ძალიან მეგობრული გუნდია - ჩამოსვლისთანავე შევიძინე მეგობრები და ეს ადაპტაციის გავლაში დამეხმარა. ეს დამეხმარა იმ გოლებში, რომლებიც გავიტანე და იმედი მაქვს, გულშემატკივრის გახარებას უფრო მეტად შევძლებ.

საქართველოს ნაკრები

ნაკრების თამაშებს ვუყურებ - კარგი გუნდი გვყავს. უბრალოდ, ყოველთვის რაღაც გვაკლდება, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს.

ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ადრე თუ გვიან, ნაკრები მიაღწევს წარმატებას და ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს.

რაც შემეხება მე, ვიტყვი, რომ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და დანარჩენი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ფეხბურთელებს ის იძახებს. მართალია, "ვისლასთან" ერთად შეკრება არ გამივლია, რის გამოც პირველი 2-3 კვირა ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა მომატებული მაქვს. მე მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი წყვეტს. ჯერ ნაკრებიდან არავინ დამკავშირებია.

თამამად შემიძლია ვთქვა და ჩემი სიტყვების სიმართლეს ნებისმიერს განვუმარტავ - ნაკრებში შანსი არასოდეს მომცემია! სტატისტიკის მიხედვით, ნაკრებში 18 მატჩი ჩავატარე, მაგრამ მათგან მხოლოდ 3-ში ვითამაშე - დანარჩენ შეხვერებში 5-10 წუთით შევდიოდი მოედანზე. ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ 5-10 წუთში რაიმეს დამტკიცება ძალზედ რთულია. ხდება ხოლმე, როცა 10 წუთში კი არა, შემოსვლიდან 1 წუთში იტანენ ფეხბურთელები გოლს და ამით ყველაფერს ამბობენ, თუმცა ეს უფრო გამართლებაა...

იმ სამიდან ერთ-ერთი მატჩი ალბანეთთან გასვლაზე იყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა და საგოლე გადაცემა მივითვალე.

მეორე მატჩი მალტასთან იყო, სადაც დავიდ სირაძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოვიგეთ. იმ შეხვედრაში ძალიან მტკიოდა ფეხი, რის შესახებ მთავარმა მწვრთნელმაც (რედ. თემურ ქეცბაია) იცოდა - მას თამაშის წინ ვესაუბრე და ვაცნობე ჩემი პრობლემის შესახებ. ვარჯიშებზე ვერც დავრბოდი და რატომღაც ამას ცუდი საუბრები მოყვა: ამბობდნენ, თუ ნაკრებში არ გსურს თამაში, რაღას ჩამოხვედიო... ახალგაზრდა ვიყავი და ამან ჩემზე ცუდად იმოქმედა. ვაღიარებ, რომ მალტასთან შეხვედრა ძალიან ცუდად ჩავატარე, თუმცა ვინც მოედანზე შემიშვა, იცოდა, რომ სათამაშოდ მზად არ ვიყავი.

მონტენეგროს წინააღმდეგ მწვრთნელმა გამოკვეთილ ფორვარდად დამაყენა, ამ პოზიციაზე კი ჩემი გამოყენება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

საერთოდ, ნაკრებში 90 წუთის განმავლობაში ჩემს პოზიციაზე არასოდეს მითამაშია და სურვილიც კი არავის გასჩენია, რომ თუნდაც ამხანაგურ თამაშებში მოეცა შანსი.

რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის მწვრთნელის დავალებას ვასრულებ. ნაკრებში მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე მაყენებდნენ, იმ პოზიციაზე, სადაც ყველაზე ცუდად ვთამაშობ, მაგრამ რადგან ეს ნაკრებია და მისი ინტერესები ჩემსაზე მაღლა დგას, ვთამაშობდი.

ნაკრებში ჩამოსვლის დროს თავს საჭირო ფეხბურთელად ვერასდროს ვგრძნობდი. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს, მისთვის თამაში რთულია. თუკი სადმე თამაშის დროს მცირე წარმატება მაინც მქონია, ეს მწვრთნელის ნდობიდან მოდიოდა...

კარგ სეზონს ვატარებ, ყოველდღიურად ვცდილობ მომატებას და თუ ნაკრებში გამომიძახებენ, მზად ვარ, ჩამოვიდე და ვითამაშო.

ვაკო ყაზაიშვილზე

ვაკო ძალიან მომწონს, კარგი ფეხბურთელია... მწვრთნელის ნდობა ვახსენე და ზუსტად ეგ აკლია ვარშავის "ლეგიაში". ფეხბურთელისთვის მძიმეა, როცა მწვრთნელი არ ენდობა.

ვფიქრობ, ვაკო იმსახურებს "ლეგიას" ძირითად შემადგენლობაში თამაშს და როცა შანსს მისცემენ, ამას აუცილებლად დაამტკიცებს.

თხოვნა გულშემატკივარს

მსურს გულშემატკივარს მივმართო... ხშირად ვკითხულობ და მესმის ცუდი საუბარი ფეხბურთელების მიმართ. კრიტიკა მისაღები და აუცილებელია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის ნაწილი კრიტიკასა და ლანძღვას ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს და ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ ეს გულთან ახლოს მიგვაქვს, ჩვენც გვყავს ოჯახები, დები, ძმები და ა.შ.....

გააკრიტიკეთ ფეხბურთელები, მაგრამ ნუ გალანძღავთ. გამონაკლისი არც მე ვარ - გიორგი მერებაშვილის პირველი კრიტიკოსი თავად ვარ.

gizog
გიორგი მაინტერესებს პოლონეთშიც მსაჯების გაუთავებელ აპელაციას აგრძელებ,როგორც ამას დინამოში აკეთებდი, თუ ახალგაზრდული წიკი იყო და მოიშორე??? კოშმარად მახსენდება შენი თამაში გიორგი ასტანასთან თბილისში. გთხოვ მეგობრულ კრიტიკაში ჩამითვალე, ლანძღვა არც ფეხბურთელის და საერთოდ სპორტცმენის არ უნდა იკადროს კაცმა, თუ ის კაცია.
giorgi
5 ჯერ რომ შევხვდეთ შოტლანდიას 3 ჯერ მოუგებტ დარწმუნებული ვარ.
lo
გული არ გაიტეხო ჯერ პატარა ხარ. გაიზრდები და ყველაფერი კარგად იქნება.
Irakli
შესაძლოა მართალია რასაც ამბობს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელები უფრო უნოვერსალ ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას, აქ თამაში არ შემოძლიაო და მაინც და მაინც იქ დამაყენეო ხშირად არ გამოდის, ქინქლაძის კარიერა შეეწირა აიაქსში ამას თუ ჰახსოვთ.
Eric cantona
ჩვენს ნაკრებშ ეხლა უყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ ნახევარდაცვაშია და გიორგის გამოძახებით კიდევ უფრო გაიზრდება, მითუმეტეს წელს მშვენიერ სეზონს ატარებს კლუბში, სათამაშო პრაქტიკაც აქვს. იმედია ვაისი უახლოეს შეკრებაზე გამოიძახებს კვლავ ასეთ და უკეთეს ფორმაში თუ იქნება. წარმატებების გიორგის
kika
მართალია ეს კაცი რას ერჩით.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გიორგი მერებაშვილის დუბლით "ვისლამ" "პიასტი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გიორგი მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში მოხვდა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორგი მერებაშვილმა აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა