როდის შეიცვალა მარეის კარიერა
2009 წლის 2 აგვისტოს, ახალგაზრდა და თმახუჭუჭა ენდი მარეი მსოფლიოს რეიტინგის მეორე ადგილზე გადავიდა. ამის შემდეგ მას შვიდი წელი და 82 დღე დასჭირდა როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქის დასამხობად.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ენდი, რომელიც ტექნიკური არსენალით არ ჩამოუვარდებოდა კონკურენტებს, საკუთარ თავს ებრძოდა. ბრიტანელი იმდენად ემოციური, ფეთქებადი და უმართავი იყო, რომ შეეძლო პირველი სეტი 6:0 მოეგო, შემდეგ ერთი რიგითი გათამაშება წაეგო და მთელი თამაში იშლებოდა.

2012 წელს, ცოტათი შეშლილმა მარეიმ მწვრთნელად აიყვანა ადამიანი ნერვებისა და ღიმილის გარეშე, რომლისთვისაც უცხოა ნებისმიერი ემოცია - ივან ლენდლი. მან ძალიან სწრაფად მოახერხა, ენდისგან გამოედევნა ყველაფერი უარყოფითი და აიძულა ეკეთებინა ის, რასაც ოდესღაც თავად წარმატებით ნერგავდა - ივანი კი არ თამაშობდა, არამედ იბრძოდა კორტზე. მათი პირველი თანამშრომლობისას, მარეიმ მოიგო ოლიმპიური ოქრო და "დიდი სლემის" ორი ტურნირი, მაგრამ იმდენად დაიღალა ემოციურად, რომ დაშორდა ლენდლს და მწვრთნელად ქალი აიყვანა.

ამელი მორესმო დაეხმარა ბრიტანელს ბადესთან თამაშის გაუმჯობესებაში, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მარეის დემონებს. ამას თავად ბრიტანელიც მიხვდა, რომელმაც 2016 წელს დაიყოლია ლენდლი - ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. როცა ივლისში "რკინის ივანმა" განაცხადა, რომ ენდის უკვე წელს შეუძლია გახდეს პირველი ჩოგანი, მას არავინ დაუჯერა - ჯოკოვიჩი რეიტინგში 5 ათასი ქულით უსწრებდა მარეის.

ლენდმა თითქოს დააპროგრამა მარეი საბოლოო შედეგზე - უიმბლდონზე მოგების შემდეგ ბრიტანელი თითქმის ყოველ კვირა თამაშობდა, თითქოს ეს მისი ბოლო წელი იყო კარიერაში და ყველაფერი უნდა მოესწრო.

ეხმარებოდნენ კონკურენტებიც. ფედერერი ზურგს მკურნალობდა, ნადალი ჯოკოვიჩის კომპლექსს ებრძოდა, თავად ნოვაკი კი საკუთარ თავს ეძებდა. როლან გაროსის მოგების შემდეგ სერბმა სიცარიელე იგრძნო და სულიერ გურუს, პეპე იმაზს მიმართა. ესპანელი ნოლეს სამყაროს სიყვარულს ასწავლის, ისინი ერთად მედიტირებენ. იმაზი ჯოკოვიჩის გუნდში შევიდა და სხვა მწვრთნელებთან - ვაიდასთან და ბეკერთან ერთად თანაბარ უფლებებს ფლობს. ამის გამო დღეს ნოვაკს უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

მარეი 2016 წელს ახლოს იყო სრულყოფილებასთან. ქალიშვილის დაბადებამ მისი პასუხისმგებლობა აამაღლა, ლენდლი არ აძლევს მოდუნებისა და გრძნობებზე აყოლის საშუალებას, ხოლო მოცეკვავეებისთვის განკუთვნილმა იოგამ, რომელიც 70-იან წლებში შექმნა ყოფილმა მოცურავემ და ტანმოვარჯიშემ, იულია ჰორვატმა, ზურგის ქრონიკული ტრავმა მოურჩინა.

წელიწადნახევრის წინ, რეიტინგის მეორე საფეხურზე დაბრუნების შემდეგ, ენდი მომენტს დაელოდა, რომ მწვერვალზე ასულიყო - მან ეს გზა 76 კვირაში გაიარა. 29 წლის ბრიტანელი 26-ე პირველი ნომერია ისტორიაში და მეორე ყველაზე ასაკოვანი ლიდერი ჯონ ნიუკომბის შემდეგ - ამერიკელი ერთი წლით უფროსი იყო.

ენდისთვის თითოეული მატჩი - ომია და ის არასოდეს აკეთებს გამონაკლისებს. 2014 წელს, ვალენსიას ტურნირის ფინალში ის სამი საათი და 20 წუთი ებრძოდა ტომი რობრედოს, მოიგერია რამდენიმე მატჩბოლი და მოუგო ესპანელს, რომელიც კარიერაში თავის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს ატარებდა. ენდიმ და ტომიმ ძლივს მიაღწიეს ბადემდე, სადაც რობრედომ ორი შუათითი უჩვენა. ეს არ იყო შეურაცხყოფის მცდელობა (ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან), არამედ კომპლიმენტი ბრიტანელისთვის, რაღაც ამდაგვარი: "შენი დამარცხება შეუძლებელია, შენი დედაც!"

2016 წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დეჟავიუ შედგა. მარეი სამი საათი და 38 წუთი ებრძოდა მილოშ რაიონიჩს, ერთი მატჩბოლი მოიგერია და ფინალში გავიდა. ჯოკოვიჩმა თავის ნახევარფინალში კეი ნიშიკორისთან ერთი საათი დახარჯა. ამიტომაც გადამწყვეტ მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა.

უცნობია, რამდენი ხანი იწვა ყინულის აბაზანაში ენდი ან რამდენი ხანი იყო დაკავებული მოცეკვავეთა იოგით, მაგრამ ფინალში ნოვაკზე უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა. სერბმა 30 უნებლიე შეცდომა დააგროვა. ჯოკოვიჩმა თითქმის ყველა ხანგრძლივი გათამაშება წააგო, რაც მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. მარეი კი შემაჯამებელი ტურნირის მეორე გამარჯვებულია როჯერ ფედერერის შემდეგ, ვინც მატჩბოლი მოიგერია.

ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი ისევ წინ არის ენდის წინააღმდეგ - 24:11, მაგრამ ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა შოტლანდიელის მხარესაა. მისი მოგებათა სერია 24 მატჩს უდრის, მან დაამყარა ერთ სეზონში მოგებული ტიტულის რაოდენობის რეკორდი (9), კარიერაში 40 ტიტული მოიპოვა (მეექვსე მაჩვენებელი ისტორიაში) და საუკეთესო გახდა. როგორც ჩანს, ენდის კიდევ არაერთხელ დაანახებენ შუათითს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola*
ვაა დოპინგ ტესტი როდის აუღეთ ენდის ესე რომ ამტკიცებთ დოპინგისმისგან ხმარებას - დოპინგზე როცა ლაპარაკობთ ჯოკოვიჩი გაიხსენეთ როგორ ათამაშდა 2011 წლიდან - ენდი არის ერთერთი უჯენტლმენესი ჩოგბურთელი რომელიც არასდროს კადრულობს კორტზე უკადრებელს ჯოკოვიჩისგან განსხვავებით
შოდა
ფურთხია მარი საუკეთესოა? ეტყობა იმასაც ვერ ხედავთ (ან არ გინდათ დაინახოთ), რომ ეს ფურთხია კაცი უწყვეტად დოპინგით თამაშობს! -მარის მარის მოყვარულებს ვუსურვებდი: მარის სხვებისადმი კეთილგანწყობა და მისი სამართლიანობა ნუ მოგაკლოთ ღმერთმა!
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება