ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროუქმეების წინ: "სტემფორდ ბრიჯი" ევროპის ცენტრია

ევროუქმეების წინ: "სტემფორდ ბრიჯი" ევროპის ცენტრია

ევროპული შტილი შტორმის წინ
ევროპაში საინტერესო მატჩებს რა გამოლევს, მაგრამ ამ უქმეებზე ისეთ სუპერჯახებს ვერ ვნახავთ, როგორც ეს წინა კვირაში იყო (მადრიდისა და მილანის დერბები, გერმანული კლასიკი). ეს ტური თითქოს, შტილია შტორმის წინ, ერთ კვირაში მართლაც დიდებული დაპირისპირება გველის, ყველაზე საინტერესო საკლუბო ფეხბურთში - "ელ კლასიკო"!

პრემიერლიგა: "დეზები" და ნავსი

ზედიზედ 6 მოგება, თანაც გოლგაუშვებლად და პირველ ადგილზე დამსახურებულად გადასვლა ნიშნავს იმას, რომ "ჩელსის" საქმე ძალიან კარგად მიდის და ანტონიო კონტე ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ჩვეულად დაფარფატებს ედენ აზარი, თავისებურად ჟინიანი და პროდუქტიულია დიეგო კოშტა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ბევრს შრომობენ და სასარგებლონი არიან ვიქტორ მოზესი და ნემანია მატიჩი.

ძალიან მოუმატა პედრომ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, "ლურჯები" დიდებულ ფორმაში არიან და ახლა მათი შეჩერება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, "სტემფორდ ბრიჯზე". იქ "ტოტენჰემს" შორეული 1990 წლის მერე არ მოუგია და საერთოდაც, 2010 წლის მერე "ჩელსი" არ დაუმარცხებია - 3 წაგება, 4 ფრე. მაურისიო პოჩეტინო ისურვებს, რომ ნავსი გატეხოს, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. თანაც გუნდი ახლა ხასიათზე ვერ არის ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს გამო.

"ტოტენჰემი" პრემიერლიგაში ისევ წაუგებელია, მაგრამ ზედმეტად მეტი ფრე კლუბს ამ წუთისთვის ოთხეულს მიღმა ტოვებს. შესაძლოა, "დეზებისთვის" კარგიც იყოს, რომ ბოლოს და ბოლოს, დამარცხდნენ, ეს ტვირთი და ერთგვარი "კომპლექსი", რომელსაც "არ წავაგოთ" ეწოდება, მოიხსნან და უფრო თამამად, ლაღად, რისკიანად ათამაშდნენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად პოჩეტინოს, ალბათ, ის სურს, რომ ეს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან და პირველადგილოსან "ჩელსისთან" მოხდეს.

თანაც ლიგაზე წარუმატებლობის მერე დერბიში მარცხი ორმაგი დარტყმა იქნება, ხოლო პოჩეტინო ის კაცია, ფსიქოლოგიურ მომენტებს დიდ ყურადღებას რომ ანიჭებს. მან მისვლის დღიდან იმაზე დაიწყო ლაპარაკი, "ტოტენჰემს" კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "გამარჯვებულის მენტალიტეტი" არ აქვს და ის უნდა დავამკვიდროთო და ახლაც ამას გაუსვა ხაზი, ჯერ ეს მენტალიტეტი ბოლომდე ვერ დავამკვიდრეთ, თავდაჯერება გვაკლიაო.

ერიკ ლამელა ჯერჯერობით, ლაზარეთში რჩება და იგი გუნდს ძალიან აკლია. შეტევაში ერთფეროვანი და ცოტა უფანტაზიო თამაში აშკარად გვხვდება თვალში. კონტეს შემადგენლობა კი საბრძოლოა. იტალიელი ჯერჯერობით, ისევ ერიდება ჩემპიონობაზე საუბარს და თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებს. "კონტისიმე" გაიძახის, იანვარს დაველოდოთ და მერე ვნახოთ, სად ვიქნებითო.

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ "ტოტენჰემი" ევროპალიგაზე გადასვლის შემთხვევაში, საშინაო მატჩებს ალბათ, "უემბლიზე" აღარ ჩაატარებს. ამ წამოწყებამ გუნდს კარგი არაფერი მოუტანა და "დეზები" ჯგუფში ჩარჩნენ. როგორც ამბობენ, თავად ფეხბურთელებმა მოითხოვეს, რომ ევროსარბიელზე კლუბი მშობლიურ "უაით ჰართ ლეინს" დაუბრუნდეს.

ტურის დანარჩენი მატჩებიდან კი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირება შეგვიძლია გამოვარჩიოთ. ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, სლავენ ბილიჩი მოხსნის პირასაა, "ჩაქუჩები" გასავარდნი ზონის მიჯნაზე არიან, ჟოზე მოურინიო კი ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

აღსანიშნავია "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" დაპირისპირებაც, რონალდ კუმანი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ "სენტ მერიზე" ბრუნდება. ამასობაში "არსენალი" "ბორნმუთთან" საშინაო მატჩში ეცდება 3 ქულის ჩაჯიბვას, ხოლო "სიტის" "ბარნლისთან" აქვს გასვლა.

ლა ლიგა: ბეილის გარეშე უნდა ისწავლონ

როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთში მთავარი მატჩი ერთი კვირის მერეა, ახლა კი გამოვყოფდით "სევილიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირებას, რომ არა ერთი დეტალი - "ღამურები" საშინელ დღეში არიან და ისედაც უხერხულ მეტოქესთან აშკარად აუტსაიდერად მოჩანან. მით უმეტეს, რომ "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" დაამარცხეს და ამის გამო ხორხე სამპაოლის გუნდი ძალიან გამწარებულია.

ლიდერი "რეალი" ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში შესაძლოა, ზინედინ ზიდანის გუნდს არ გაუჭირდეს გარეთ ბეილის გარეშე ფონს გასვლა, მაგრამ მომდევნო 4 თვის განმავლობაში ფრანგმა თავკაცმა რაღაც უნდა მოიფიქროს, თანაც, ბეილის გარეშე თამაშის ფორმულა სასწრაფოდ არის საჭირო - დეკემბრის დასაწყისში "სამეფო კლუბი" "კამპ ნოუს" სტუმრობს.

რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ვარანი, დანილო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო - ვასკესი, ბენზემა, რონალდო.

ლეო მესი და კომპანია "ანოეტას" სტუმრობს, სადაც თამაში მუდამ ჭირს, მით უფრო, როცა "რეალ სოსიედადი" ფორმაშია.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია - მესი, სუარესი, ნეიმარი.

ბუნდესლიგა: არის თუ არა ეს კრიზისი

როსტოვში დაუგეგმავი მარცხის შემდეგ (2:3) კარლო ანჩელოტის გუნდი ბუნდესლიგას უბრუნდება, სადაც უჩვეულო როლშია - ლიდერის მდევრის. მედიაში აქა-იქ გაისმის ხმები, ხომ არ არის "რეკორდმაისტერის" ბოლოდროინდელ თამაშში კრიზისის ნიშნები?

ამის გასაგებად "ლევერკუზენთან" დაპირისპირება არ იქნება ურიგო ვარიანტი. "ბაიერნს" მეკარე ნოიერი უბრუნდება, რომლის ტრავმაც არ იყო სერიოზული, მაგრამ იგი როსტოვის ყინვას აარიდეს. ანჩელოტის მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება დაცვაში: ბოატენგი და წინ კომანი. "ლევერკუზენის" რიგებში გამოვარჩევთ ბელარაბის არყოფნას.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - "ბაიერნს" სამი მატჩია, ვერ მოუგია. ამიტომაც იტალიელი თავკაცისთვის "ლევერკუზენთანაც" ვერმოგება დიდი დარტყმა იქნება. ამის მერე ყოველი კრიტიკა და ყოველი სიტყვა მიუნხენელთა კრიზისზე "ლეგალიზებული" იქნება.

"ლევერკუზენი" მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, თუმცა გუნდს აშკარად აქვს მეტის პოტენციალი. რაც მთავარია, ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე ამოცანა გადაწყვიტა, მერვედფინალში გავიდა და თებერვლამდე მთლიანად ბუნდესლიგაზეა კონცენტრირებული. ეს ამ გუნდების 78-ე დაპირისპირება იქნება, "ბაიერნმა" "ფარმაცევტებს" 45-ჯერ მოუგო და 17-ჯერ დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი (4-1-2-2-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო - კიმიხი, ალკანტარა - მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი

ლევერკუზენი (4-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თა, თოფრაქი, ვენდელი - კამპლი, არანგისი - ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - ხ. ერნანდესი, ფოლანდი.

მოულოდნელი ლიდერი "ლაიპციგი" "ფრაიბურგს" სტუმრობს, ხოლო თომას ტუხელის "დორტმუნდი" ფრანკფურტში ჩადის "აინტრახტთან" სათამაშოდ.

სერია A: ვიზიტი გენუაში

სერია A-ს მე-14 ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გენუაში შედგება, სადაც "ჯენოას" "იუვენტუსი" ესტუმრება. ტურინული გრანდი 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს და შეეცდება, რომ პოზიცია კიდევ უფრო გაიმყაროს. მოახლოებულ პაექრობას "იუვე" შესანიშნავ განწყობაზე ხვდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, პლეი ოფის საგზური გაინაღდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიკავებს.

გენუაში "იუვე" დიდი დანაკლისით ჩადის - გუნდს კვლავ აკლია არგენტინული ტანდემი გონსალო იგუაინის და პაულო დიბალას შემადგენლობით. დაშავებულია კიდევ ერთი ფორვარდი, მარკო პიაცა. შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ორი თავდამსხმელი იქნება: მარიო მანჯუკიჩი და 16 წლის მოიზე კინი. ეს უკანასკნელი ალბათ თადარიგში დარჩება, მანჯუკიჩს კი შეტევაში ხუან კუადრადო შეუწყვილდება. კოლუმბიელს უფრო ფლანგიდან ან სიღრმიდან უყვარს თამაში, მაგრამ ამჯერად, მწვრთნელს ის ფორვარდის პოზიციაზე სჭირდება.

"სევილიასთან" ალეგრიმ 4-3-3 სქემა გამოიყენა, ამჯერად კი 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება. თავდამსხმელებზე უკვე გითხარით, ნახევარდაცვა კი, სავარაუდოდ, შემდეგი ხუთეულით დაკომპლექტდება: შტეფან ლიხტშტაინერი, ერნანესი, მირალემ პიანიჩი, სამი ხედირა და ალექს სანდრო, დაცვაში კი დანიელე რუგანის, ლეონარდო ბონუჩის და გამოჯანმრთელებულ ჯორჯო კიელინის ვიხილავთ.

დანაკლისი "ჯენოასაც" აქვს: პავოლეტის და ბრივიოს ტრავმა აქვთ, ორბანი და ველოზო კი დისკვალიფიცირებულნი არიან. გენუური გუნდი ცხრილის შუაგულშია გაჭედილი, დასაკარგი არაფერი აქვს და შეეცდება, რომ ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართოს.

"სევილიასთან" მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ "ჯენოასთან" პაექრობაზეც ისაუბრა: "ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავედით და ჩვენთვის მთავარი ეს იყო. სერია A-ში კონკურენტებს შვიდი ქულით გავუსწარით, მაგრამ წინ კიდევ უამრავი ტურია და მოდუნების უფლება არ გვაქვს.

თითოეულ შეხვედრაში სამი ქულა გვჭირდება და ეს ფეხბურთელებს კარგად აქვთ გააზრებული. რთულია იგუაინის და დიბალას გარეშე თამაში, მაგრამ "იუვენტუსი" დიდი გუნდია და ჩვენ არასდროს უნდა ჩავვარდეთ გამოუვალ მდგომარეობაში".

"მილანს" და "ტორინოს" წამყვანი თავდამსხმელები დააკლდებათ. ანდრეა ბელოტის გრიპი აქვს და ბოლო ინფორმაციით, "ტორინოს" "კიევოსთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, 22 წლის ფორვარდის ადგილს მაქსი ლოპესი დაიკავებს. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ბელოტი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ არა შეუცვლელი.

"მილანს" კარლოს ბაკა ვერ დაეხმარება, რომელმაც "ინტერთან" პაექრობაში კუნთი გაიჭიმა და ერთი კვირით უქმობა მოუწევს. ტრავმა მსუბუქია, მაგრამ არა იმდენად, რომ "ემპოლისთან" მოახლოებულ პაექრობაში ითამაშოს. 30 წლის კოლუმბიელის ადგილს თავდასხმაში ჯანლუკა ლაპადულა დაიკავებს.

ლიგა 1: საინტერესო ტური

ვფიქრობთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უქმეები სწორედ საფრანგეთში იქნება. კრიზისიდან გამოსული "ლიონი", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსიც გაუჩნდა, "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს. დღეისათვის ასეა - ეს მეოთხე და მესამე გუნდების დაპირისპირებაა საფრანგეთში, მაგრამ "ნიცასა" და "მონაკოს" ფანები არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ კვირა საღამოს ერთმანეთის წინაშე საფრანგეთის ორი უძლიერესი გუნდი წარდგება.

"ლიონის" წაუგებელი სერია (ყველა შეჯიბრში) უკვე 5 თამაშია გრძელდება, პსჟ-ის კი - 10. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს აგვისტოს შეხვდნენ, პარიზელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. გოლები პასტორემ, ლუკასმა, ბენ არფამ და კურზავამ გაიტანეს, წაგებულთაგან კი თავი ტოლისომ გამოიჩინა.

საფრანგეთში საინტერესო მატჩების სია ამით არ ამოიწურება, შაბათს სამხრეთული დერბია "ლუი მეორეზე", "მონაკო" "მარსელს" მასპინძლობს. მართალია, დღეს "მარსელი" მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირებას ეს ვერაფერს დააკლებს. "მონაკოს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ყველა შეჯიბრში), თანაც, გუნდმა ბოლო 5 შეხვედრა მოიგო, ბოლოს "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩატოვა, თავად კი მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

ლიდერზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, "ნიცა" კორსიკულ "ბასტიას" იღებს და კარგი შანსი აქვს, სულ მცირე, არ დაკარგოს პირველობა ჩემპიონატში.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

შაბათი. 26 ნოემბერი

ბარნლი-სიტი 16:30

ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ლესტერი-მიდლსბრო 19:00

ლივერპული-სანდერლენდი 19:00

სუონსი-კრისტალ პალასი 19:00

ჩელსი-ტოტენჰემი 21:30

კვირა. 27 ნოემბერი

უოტფორდი-სტოკი 16:00

არსენალი-ბორნმუთი 18:15

მანჩესტერი-ვესტ ჰემი 20:30

საუთჰემპტონი-ევერტონი 20:30

ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი); 7- რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

დისკვალიფიკაცია: ჯა ჯეჯე, პარედესი, არლაუსკისი (უოტფორდი), დრინკვოტერი (ლესტერი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური

პარასკევი. 25 ნოემბერი

ეიბარი-ბეტისი 23:45

შაბათი. 26 ნოემბერი

მალაგა-დეპორტივო 16:00

რეალი-სპორტინგი 19:15

ესპანიოლი-ლეგანესი 21:30

სევილია-ვალენსია 23:45

კვირა. 27 ნოემბერი

ვილიარეალი-ალავესი 15:00

ოსასუნა-ატლეტიკო 19:15

სელტა-გრანადა 21:30

სოსიედადი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი. 28 ნოემბერი

ლას პალმასი-ბილბაო 23:45

ბომბარდირები: 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

დისკვალიფიკაცია: პერესი (ესპანიოლი), ლ. კასტელიანო (სპორტინგი), პ. ერნანდესი, ს. ალვარესი, მალიო (სელტა), ალექსისი (ალავესი), ხუან კარლოსი, დ. ლორენტე (მალაგა).

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური

პარასკევი. 25 ნოემბერი

ფრაიბურგი-ლაიპციგი 23:30

შაბათი. 26 ნოემბერი

გლადბახი-ჰოფენჰაიმი 18:30

კიოლნი-აუგსბურგი 18:30

ჰამბურგი-ვერდერი 18:30

ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 18:30

აინტრახტი-დორტმუნდი 18:30

ბაიერნი-ლევერკუზენი 21:30

კვირა. 27 ნოემბერი

შალკე-დარმშტადტი 18:30

ჰერტა-მაინცი 20:30

ბომბარდირები: 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

დისკვალიფიკაცია: ლეველსი (ინგოლშტადტი), ვუდი (ჰამბურგი), ბელი (მაინცი).

იტალია. სერია A. XIV ტური

შაბათი. 26 ნოემბერი

ტორინო-კიევო 21:00

ემპოლი-მილანი 23:45

კვირა. 27 ნოემბერი

პალერმო-ლაციო 15:30

ბოლონია-ატალანტა 18:00

კალიარი-უდინეზე 18:00

კროტონე-სამპდორია 18:00

ჯენოა-იუვენტუსი 18:00

რომა-პესკარა 23:45

ორშაბათი. 28 ნოემბერი

ნაპოლი-სასუოლო 22:00

ინტერი-ფიორენტინა 00:00

ბომბარდირები: 10 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 9 - ჩირო იმობილე (ტორინო); 8 - მოჰამედ სალაჰი (რომა); 7 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ილია ნესტეროვსკი (პალერმო).

დისკვალიფიკაცია: დესენა (კალიარი), მილიჩევიჩი (პესკარა), ველოზო, ორბანი (ჯენოა).

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური

პარასკევი. 25 ნოემბერი

რენი-ტულუზი 23:45

შაბათი. 26 ნოემბერი

მონაკო-მარსელი 20:10

ბორდო-დიჟონი 23:00

მონპელიე-ნანსი 23:00

ნანტი-ლილი 23:00

კაენი-გენგამი 23:00

მეცი-ლორიანი 23:00

კვირა. 27 ნოემბერი

ანჟერი-სენტ ეტიენი 18:00

ნიცა-ბასტია 20:00

ლიონი-პსჟ 23:45

ბომბარდირები: 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), ალესან პლეა (ნიცა).

დისკვალიფიკაცია: ტომასი, ნ'დოი (ანჟერი), სანკჰარე (ლილი), მესლუბი (ლორიანი), ლეკა (ბასტია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება

გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება

ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა

"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა

გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს

როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო

[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის

"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია

სალიბას გრანდების რიგი დაუდგა - "სიტის" ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია

ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

"სიტი" ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება

"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა

სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს