ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორშაბათი

ორშაბათი

ორშაბათი

0000000000000000

ახალი ციკლის ახალი გუნდი

ამ შაბათ-კვირას ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელმაც ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი გუნდის კონტურები გამოაჩინა - რამდენიმე წონაში ახალი თაობის ფალავნებმა იმძლავრეს და ძველი ლიდერები ჩაანაცვლეს, მთლიანად ჩემპიონატში კი საგრძნობი იყო ამ ახალი თაობის დომინირება.

60 და 73-ში ისეთი ჩემპიონები გვყავს, ადრეც რომ გაუმარჯვიათ ამ ტურნირზე - ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ფრიდონ გიგანი (73), თუმცა საბოლოოდ ლიდერები სხვები იყვნენ. ფავორიტობა ულაპარაკოდ და უპირობოდ მხოლოდ ევროპის ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა (66) შეინარჩუნა. პირველობა არც ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილისთვისაა უცხო, თუმცა აქამდე თუ 81-ში ვხედავდით მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, ახლა 90-შიც მოგვევლინა. აი, დანარჩენ წონებში კი ყველგან ახალი ჩემპიონები არიან. ამათგან თამაზ კირაკოზაშვილი (81) წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობდა, გურამ თუშიშვილი (+100) შარშან გამოდიოდა იქ, ლაშა ტაველური (100) - შარშანწინ. გიგანზე ვიტყვით, რომ ის მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა წინა ორ შემთხვევაში ტურნირში ლიდერები არ ჭიდაობდნენ, ახლა კი ფავორიტის ტახტისთვის ბრძოლამ ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილთან მოუწია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტატალაშვილი ფინალში ტრავმირებული ჭიდაობდა.

სწორედ ტრავმების გამო არ გაიმართა ორი ფინალი დამარცხებული ძველი ლიდერების მონაწილეობით - ჯანმრთელობის პრობლემის გამო ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს, ხოლო ძიგორო კანოს ტურნირის ფინალისტი ლევან მატიაშვილი თუშიშვილს არ გამოუცხადდნენ.

ტურნირმა ბოლო წლებში დამკვიდრებულ ორგანიზებულობის ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და კვლავაც მოწესრიგებულად ჩატარდა - ჩხუბის, აყალმაყალის, ტატამზე გადასვლების, დებოშისა და არეულობის გარეშე. მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა - გუშინ, შეხვედრის მიმდინარეობით, უფრო სწორად კი, მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ერთმა მწვრთნელმა მისთვის განკუთვნილი ადგილის შემომსაზღვრავი ფირნიშები დაამტვრია, რისთვისაც დარბაზი დაატოვებინეს. ამ მცირე ინციდენტის გარდა, სხვა არაფერი ყოფილა, რაც ჩემპიონატს ჩრდილს მიაყენებდა.

წესრიგი და სიახლე

ჩემპიონატში

ძიუდოს ფედერაციამ ამჯერადაც შესთავაზა სიახლე ქომაგს და მეტად სერიოზულიც - მოეწყო ჩემპიონატის პირდაპირი ჩვენება ინტერნეტით, რაც უთუოდ მისასალმებელი ფაქტია. ამგვარი სერვისით ჩვენში თითო-ოროლა ფედერაცია თუ დაიკვეხნის. არადა, ძიუდოს, ხელბურთის და იმ ერთი-ორი ფედერაციის მაგალითი ამტკიცებს, რომ თუ ხელმძღვანელები მოინდომებენ, ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება.

ცხადია, ჩემპიონატს ოლიმპიადაზე ნამყოფი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძეც ესწრებოდა, მაგრამ ფედერაციას დამატებით ესპანელი კომისარი მაინც ჰყავდა ჩამოყვანილი - ჩვენში ხომ "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს" და უცხოელს უფრო მეტად ენდობიან თუ იმდენს ვერ უბედავენ, როგორც - ადგილობრივს.

ლიდერთა

გარეშეც მაღალი

ჩემპიონატის სპორტული მხარე საკმაოდ მაღალი იყო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ სეზონის მიწურულია, ძიუდოისტებმა პიკი საოლიმპიადოდ გადაიარეს, ახალი სეზონისთვის მზადება კი ჯერ არ დაუწყიათ. არადა, ჩემპიონატში არ მონაწილეობდა რამდენიმე ლიდერი, რომელთა გამოსვლაც კიდევ უფრო აამაღლებდა საერთო დონეს: ოლიმპიური ჩემპიონი და ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) საგანგებო პროგრამით ვარჯიშობენ, ბექა ღვინიაშვილი (90) ტრავმის გამო დაასვენეს, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100) კი ოჯახური პრობლემების გამო არ ჭიდაობდა. ცხადია, მათი დაბრუნება ბევრ რამეს შეცვლის; ცხადია, იგივე პაპინაშვილი, ტატალაშვილი თუ სხვებიც მომავალში სხვანაირად იჭიდავებენ, თუმცა რაც ამ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა გვაჩვენეს, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მათ დაამტკიცეს, რომ ფედერაციის მესვეურთა არაერთგზის ნათქვამი, მომდევნო ოლიმპიურ ციკლში სულ სხვა ნაკრები გვეყოლებაო, რეალობაა. შესაძლოა, უმეტეს მათგანს 1-2 სეზონი კიდევ დასჭირდეს ფეხის მყარად მოსაკიდებლად, მაგრამ ბევრ საკადრო ცვლილებას რომ ვიხილავთ, ფაქტია. ახალგაზრდებს აქვთ არა მარტო ჯანსაღი ამბიცია, არამედ - შესაძლებლობაც, რომ იქცნენ ლიდერებად. თან კონკურენციაც დიდია, რაც შედეგებს აუცილებლად დაეტყობა.

კირაკოზაშვილის

"მოგზაურობა"

მთავრდება?

ახალი თაობიდან, უდავოდ, გამოსარჩევია 81-ში გამარჯვებული კირაკოზაშვილი. ამ ბიჭს კარგა ხანს გაუჭირდა ოპტიმალური წონის მოძებნა და დიდხანს "იმოგზაურა" 73-სა და 81-ს შორის, თუმცა გუშინ ისე იჭიდავა ძიუდოს აკადემიაში, ეტყობა, ეს მოგზაურობა მთავრდება და საბოლოოდ 81-ში იპოვის თავის ადგილს. ზრდილი, მშრომელი, თავაზიანი ბიჭი ფიზიკური მომზადებით ადრეც გამოირჩეოდა, თუმცა, ვგონებთ, სწორედ ბევრი ფიზიკური ვარჯიში (მან რამდენიმე სპეციალური შეკრება გაიარა უცხოეთში) უშლიდა ხელს ორგანიზმის "გახსნაში", თითქოს რაღაც ვერ იყო იშტაზე, ამჯერად კი ბოლომდე გაიხსნა და ძალიან ლაღად, დამაჯერებლად გაიმარჯვა. ნიჭი და ტექნიკა მას ბუნებრივად მოსდგამს, რისი დემონსტრირებაც ფინალში მოახდინა, როცა წამის მეასედებში გაერკვა ვითარებაში და ამბაკო ავალიანი მშვენივრად გამოცერა. მან სხვა შეხვედრებიც ფრიად დამაჯერებლად ჩაატარა - გოჩა ზაქრაძესთან, ვანო ჩურჩხელაშვილთან, ბექა დონღვანთან და ნახევარფინალში ჯგუფის ფავორიტ გიორგი პაპუნაშვილთან.

უბერებელი ავალიანი

არ შეიძლება, არ შევეხოთ ამბაკო ავალიანის გამოსვლას, რომელიც 30 წლის ასაკშიც კი ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. ბუნებრივია, ეს ასაკი არაა გარდამტეხი, მაგრამ მას კარიერაში რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა, როცა საჯარო სამსახურში გადაინაცვლა ("ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გარდაბნის გამგებლად მუშაობდა), მერე დაბრუნდა, თან წონა შეიცვალა, მაგრამ ფორმა მაინც აღიდგინა. შეგშურდებოდათ მისი მოქმედება, იმდენად დახვეწილად და გონივრულად ირჯებოდა ტატამზე, ისე კარგად ამზადებდა ილეთს და ისე უნაკლოდ ასრულებდა გდებებს.

ჭრიკიშვილი

ახალ წონაში

ცალკე სალაპარაკოა 90 კილოგრამი, სადაც ძველი ლიდერების ფინალი ვიხილეთ - ავთანდილ ჭრიკიშვილი უშანგი მარგიანის წინააღმდეგ, ოღონდ ადრინდელი ფინალები 81-ში იმართებოდა, თუმცა მათი მეტოქეობა ახალ წონაშიც გაგრძელდა. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა უილეთოდ წარიმართა. გამარჯვებულის ბედი მარგიანის ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, თუმცა აშკარაა - ამ წონაში ბექა ღვინიაშვილის დაბრუნება სამომავლოდ ბევრ რამეს შეცვლის.

ეს ჭრიკიშვილის პირველი გამოსვლა იყო 90 კილოგრამში და საინტერესო გახლდათ, რამდენად მოერგებოდა ის ახალ წონას. შედეგიდან გამომდინარე, არ უნდა გაუჭირდეს აქ დამკვიდრება, და საჭიდაო სურათიდან გამომდინარეც თუ ვიმსჯელებთ, არც გასჭირვებია გამარჯვება. თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე მაინც ამბობს, რომ მისთვის წონის შეცვლის საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი და ეს ამბავი მუშაობის პროცესში გაირკვევა. ისე კი პირველი შთაბეჭდილება დადებითია, ოღონდ ისიც აშკარაა, რომ ჭრიკიშვილს უცხოეთში ბევრად ძლიერი კონკურენტები ეყოლება. უბრალოდ, მან აჩვენა ის დონე, რაც სადღეისოდ მოეთხოვებოდა.

კვარლცხბეკი

60 კგ. 1. ლუხუმ ჩხვიმიანი; 2. ამირან პაპინაშვილი; 3. რობიზონ ბეგლარაშვილი, გიორგი ბროლაშვილი.

66 კგ. 1. ვაჟა მარგველაშვილი; 2. ლაშა გიუნაშვილი; 3. თორნიკე თათარაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი.

73 კგ. 1. ფრიდონ გიგანი; 2. ნუგზარ ტატალაშვილი; 3. ომარ ნიაზაშვილი, გიგა გიგაური.

81 კგ. 1. თამაზ კირაკოზაშვილი; 2. ამბაკო ავალიანი; 3. კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.

90 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი; 2. უშანგი მარგიანი; 3. ნოდარ ბერიანი, არჩილ გოგოლაშვილი.

100 კგ. 1. ლაშა ტაველური; 2. იასონ ნემსაძე; 3. დავით ოზბეთელაშვილი, ალექსანდრე ზაალიშვილი.

+100 კგ. 1. გურამ თუშიშვილი; 2. ლევან მატიაშვილი; 3. გუგა კიბორძალიძე, ონისე ბუღაძე.

ირაკლი თავაძე

00000000000000

დერბი აიამ მოიგო

აია-ბაგრატი 12:9

აია (15-9) მოდებაძე, მანაგაძე (ი.კიკვაძე 48), ძნელაძე, ჩხიკვაძე (ირემაძე 64), არაბიძე, გ.ბაბუნაშვილი (აბჟანდაძე 54.), თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, ცქიფურიშვილი (გ.ტორაძე 41.), წაქაძე (ხარებავა 50), მ.ბაბუნაშვილი, შალამბერიძე, რევიშვილი, დანგაძე (ვარდანიძე 54), მაჩალაძე (გ.ჩიტეიშვილი 41)

4ს: ბაბუნაშვილი (2), აბჟანდაძე (2)

ბაგრატი: (15-9) ოდიშარია, გ.ფრუიძე (საკანდელიძე 55), კუხიანიძე (ბ.ტორაძე 38), ჯ.ბალანჩივაძე (ლომინაძე 83), ბ.ფრუიძე, კვერნაძე, ლოსაბერიძე; (1-8) ასათიანი (ნ.ბალანჩივაძე 70), კობახიძე, გ.ტორაძე (დ.ჭელიძე 48), არჩვაძე (შაშიაშვილი 56),შ.კიკვაძე (ლ.ჭელიძე 62), ცირეკიძე, გუდაძე (ჩიქვინაძე 17), თხელიძე

3ს: ოდიშარია (3)

მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ქუთაისური დერბი "აიას" რთული გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნებული იყო. შეხვედრამ ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მატჩის სანახავად "აია არენაზე" 3500-მდე ქომაგი მივიდა.

ქუთაისური დერბის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თავიდან "ბაგრატი" უკეთ თამაშობდა, მეტოქის ორი დერეფანიც მოიგო და ხელდახელაც ცდილობდა შეტევას, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი ვერ შექმნა. შემდეგ ბურთს "აია" აკონტროლებდა, მაგრამ ლელოს დადება ვერც მათ მოახერხეს. 34-ე წუთისთვის ანგარიში ისევ 0:0 იყო.

ამის შემდეგ, გიორგი ბაბუნაშვილმა და ზვიად ოდიშარიამ ორ-ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა გაცვალეს და პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით 6:6 დასრულდა. ვერც მატჩის მეორე ნახევარი გამოდგა უკეთესი სანახავი. ბექა ყურაშვილის შეგირდები შეცვლაზე შესული თედო აბჟაანდაძის საჯარიმო დარტყმებით 12:6 დაწინაურდნენ, თუმცა, ოდიშარიმ მატჩის ბოლოს 3 ქულამდე შეამცირა სხვაობა. "ბაგრატი" თამაშის მოგებას შეეცადა, მაგრამ აიელებმა თავი კარგად დაიცვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

IX ტური

ბათუმი-აკადემია 13:7

ყოჩები-არმია 14:25

ლოკომოტივი-ლელო 25:25

ჯიქი-არმაზი 42:17

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ პ

1. აია 9 7 0 2 +48 31 3

2. ლოკომოტივი 9 6 1 2 +45 28 2

3. ჯიქი 9 5 1 3 +67 28 6

4. ლელო 9 5 2 2 +23 27 3

5. ბათუმი 9 6 0 3 +124 26 2

6. არმია 9 5 0 4 +5 22 2

7. ბაგრატი 9 3 0 6 -12 17 5

8. აკადემია 9 3 0 6 -17 16 4

9. არმაზი 9 2 0 7 -95 9 1

10. ყოჩები 9 1 0 8 -99 7 3

დავით კოხრეიძე

0000000000000

9000000000000000000000000000000

000000000000000000000000000

9000000000000000000000000000000000

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია