მითი, თითქოს საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპულ კლუბებში გადასულ ფეხბურთელებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, დანგრეულია
ახლოვდება სატრანსფერო პერიოდი და კითხვა, რომელიც ჩვენი წერილის სათაურში დავსვით, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. ვერ ვიტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელებზე ტაციაობაა, მაგრამ ჩვენი რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე მაინც გემრიელი ლუკმაა ევროპული კლუბებისთვის...

მითი იმის თაობაზე, რომ საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატიდან ევროპულ კლუბებში გადასულ ჩვენებურებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, დანგრეულია. გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" მივიდა ვენის "რაპიდში" და საშუალოევროპული კლუბის ძირითადში თანდათან მკვიდრდება, თან გოლებიც გააქვს.

იხილეთ ვიდეო

ეს უკვე კარგი ამბავია მთლიანად საქართველოს ჩემპიონატისთვის, თუმცა ისიცაა, რომ ქვილითაიამ უნგრეთში თამაშიც მოასწრო და ევროპული წესრიგი იმთავითვე დააჭაშნიკა.

...თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უმცროსი ნოდარ ახალკაცი რომ ხელმძღვანელობდა, ფეხბურთის ფედერაციის შეფობამ უცხოეთში წასვლის მოსურნეთათვის ასაკობრივი ცენზის შემოღებაზე დაიწყო ფიქრი.

საერთო განწყობა დღეს ჩვენში ისეთია, რომ მაშინდელმა ფედერაციამ მეტი დააშავა, ვიდრე გააკეთა. რა თქმა უნდა, იმ ფედერაციას თავისი შეცდომები ეყოფა, მაგრამ არ იყო და არ არის ის ხალხი მთლად ხაზგადასასმელი. ეს სულ სხვა წერილის თემაა, მაგრამ იმ ფორმაციის ფედერაციის რამდენიმე პლუსის ჩამოთვლა ახლავე შეიძლება. დღეს ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრების მაისურა რომ აცვია, სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ჯანოსთან და მის მშობლებთან ერთად...

კალამი რომ არ გაგვექცეს, ისევ პირველთქმულს მივხედოთ. მაშინ, ეს აზრი რომ მომწიფდა, პირადულ საუბრებში ჩვენი მოსაზრებითაც დაინტერესდნენ და მე ჩემი ვთქვი - კი, შესაძლოა, ზედმეტი სიხისტეა, მთლად ჰუმანურიც ვერ არის, დაუშალო ადამიანს ის, რისი გაკეთებაც სურს, მაგრამ მაშინ მომხრე ვიყავი ასაკობრივი ცენზის დაწესების.

ჩემი არგუმენტებიც მქონდა. ქართული საკლუბო ფეხბურთი მთლად ასე დაქცეულ-დაჩაჩანაკებული არ იყო. ევროთასებზე მთებს ვერ ვდგამდით, მაგრამ არა გვიშავდა და უკეთესობის იმედიც გვქონდა. თამაში ერთი იყო და, რატომ ათ ვაიმენეჯერს არ ნახავდით ჩვენი სტადიონების ტრიბუნებზე, როგორც მშიერი მგლები, ისე კბილებაკაწკაწებულები რომ დაძრწოდნენ იოლი საშოვრის იმედით და მოლოდინით.

ახალგაზრდა ფეხბურთელს, საქართველოს ჩემპიონატში ჯერ პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, მიადგებოდნენ, დაჰპირდებოდნენ "ოქროს მთებს", ჭკუას აურევდნენ და გაუყენებდნენ სომხეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთ-რუსეთის (თან პირველი და მეორე ლიგა) გზას.

მაშინ შიდა ქართულ ბაზარზეც სხვა რეალობა იყო. რამდენიმე ინვესტორი ფულს გვარიანად ხარჯავდა და ყველანაირად ცდილობდა კლუბის შენება-შენარჩუნებას. ეს ხალხი კი ამ მეცენატების ჩანაფიქრს ძირშივე სპობდა.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანურ მოვალეობად მიმაჩნდა იმ ხალხის გვერდით დგომა, რომელიც მაშინ ქართული ფეხბურთისთვის ბლომად ფულს ხარჯავდა, ხელში კი თითქმის არაფერი რჩებოდა. აქსიომაა: ქართული კლუბი რიგიანად ვერ იარსებებს, თუ მან თავისი აღზრდილი ფეხბურთელი დროულად არ გაასხვისა.

ასე იყო მაშინ და ახლა სხვა დროა. ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ ვუყურებ, ცალკე უიმედობის განცდა მიპყრობს და ცალკე - სურვილი, რომ კერძო ინვესტორები, ქართულ ფეხბურთს ერთად რომ გაეცალნენ, დაბრუნდნენ და ამ ახალ რეალობაში საქმე აკეთონ. ცალკე კიდევ, ეს ვაიმენეჯერებიც აღარ არიან. მათ ფეხბურთი ერთჯერადი ქალივით გამოიყენეს და ბევრი თბილ ადგილზეც მოეწყო მას შემდეგ, რაც ახალი ნაცნობები გაიჩინა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ის მილიონები, ქართული საკლუბო ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს რომ ხმარდება, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამ დროში ძველი, მხარჯველი ხალხი არ მობრუნდა ქართული ფეხბურთისკენ, ან არა და, ახალი კასტა არ "გამოიჩეკა", ისე ხელოვნური ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს.

მე რომ ვუყურებ, დღეს ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხის უმრავლესობამ კარგად შეირგო ეს მილიონები, მოირგო კომფორტი, გაჩნდა ახალი კასტა კერძო ინვესტორებისა, ძველი სახეები კი ჯერაც არ ჩანან. ხელოვნური ელფერი დაჰკრავს-მეთქი ყველაფერს - მორჩება ეს პროგრამა, მოსწყინდება სახელმწიფოს მეწველი ძროხის როლში ყოფნა და დაინახავს რა, რომ ამ პროგრამამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემპიონატი შენარჩუნდა, დაიხურავს ქუდს და წავა. ვინმე დაუშლის თუ რა?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ხალხი მოაბრუნოს ქართული ფეხბურთისკენ. ზემოთ ნათქვამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ზესტაფონია.

ამ ფედერაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზადად ის მიმაჩნია, რომ ჯერაც არ დაფიქსირებულა პოზიცია "ზესტაფონთან" დაკავშირებით. თავის დროზე, სამართლიანად მოიხსნა თუ არა გუნდი საქართველოს ჩემპიონატიდან? ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს, ყველაზე მეტად კი - გუნდის გულშემატკივარს.

სანამ "ზესტაფონის" ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზე მიდგება საქმე, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

აფერუმ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებს და "მარგვეთს". ამ ქალაქში ფეხბურთს ისინი აცოცხლებენ, მაგრამ ჩვენ საქმე ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან გვაქვს. საქმე გვაქვს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონთან და ბაზასთან, რომელიც დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი. და ვინ თქვა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს აქვს ამის ფუფუნება?

რა თქმა უნდა, კარგია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებისა და თასის ფინალის მატჩებს რომ ატარებს ზესტაფონში, მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივარს თავისი გუნდის ნახვა ურჩევნია ყველაფერს. ვის სიამოვნებს, მხოლოდ შირმა იყოს, თუნდაც დიდი ზეიმისა?!

კიდევ ერთი: დასავლეთ საქართველოში აუცილებელია, არსებობდეს ძლიერი საფეხბურთო ცენტრი. ანომალიაა, როცა 7-8 წლის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი თბილისურ კლუბებში მიდის და ეს კარგად უნდა ესმოდეთ თვით ამ კლუბების მესვეურებს...

მაგალითი შემთხვევით როდი მოვიყვანეთ. სწორედ ძლიერი კლუბები აკავებდნენ ფეხბურთელს საქართველოში. დღეს ჩვენ აღარ გვყავს ასეთი კლუბები. ერთი თბილისის "დინამო" და... მორჩა, ისიც - ეულად დარჩენილი. გადის ევროთასებზე და კონკურენციას რომ აწყდება, მარცხდება.

სხვისი არ ვიცი და, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში პირადად მე ქართული საკლუბო ფეხბურთის განსაკუთრებული პროგრესის იმედს და საფუძველს ვერ ვხედავ. სხვა თუ არაფერი, ეს დრო მარტო ჩვენი ფეხბურთის გაწმენდას მოუნდება იმ ელემენტებისგან, წლების განმავლობაში რომ ჭამენ მას.

ყველაფრის გათვალისწინებით, მე ასე მგონია: თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ ტალანტთან, ის რაც შეიძლება ადრე უნდა წავიდეს საქართველოდან. ამით ასცდება ჩვენს საშინელ მოედნებს, ათას საეჭვო მატჩს და ხალხს, მწვრთნელის ხუშტურებს, "გამატარე-გაგატარებ"-ს და მილიონ ქართულ საფეხბურთო სიმახინჯეს.

ეგაა, ტრანსფერის შემთხვევაში ბოლომდე უნდა იყოს დაცული ფეხბურთელის აღმზრდელი კლუბის ინტერესები. ეს უკვე ჩვენი საერთო საქმე და საკეთებელია. არ უნდა მოხდეს ისე, რომ დიდი კლუბის ინტერესმა პატარის მიერ გაწეული შრომა ჩაყლაპოს.

ჩვენი ჩემპიონატისთვის ცუდი ნამდვილად არ გვინდა. იკითხავთ, მაშ, ჩვენში დონე ვინ უნდა ასწიოსო? ჯერ გავსუფთავდეთ და დონეზე მერე ვიფიქროთ.

და კიდევ: ფულის გასათეთრებლად ჩამოყვანილ ლეგიონერებს კარგი ლეგიონერები ჯობიან. კვიპროსსა და აზერბაიჯანს არ ჰყავთ ტალანტები, მაგრამ ლეგიონერებს იქაური გუნდები ევროთასების ჯგუფურ ეტაპებზე გაჰყავთ.

სათაურში დასმულ კითხვაზე კი ჩემი პასუხია: რაც ადრე, მით უკეთესი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ზესტაფონი ქართულ ფეხბურთს,კლუბს აქვს სტადიონი და პლიუს 2 ბაზა 1 მაგივრად,ასეთი ინფრასტრუქტურის კლუბი აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან წინ წაწევს,კონკურენცია აუცილებელია ჩემპიონატში,ახლანდელი მდგომარეობით კი არცერთ ქართულ კლუბს სამწუხაროდ არა აქვს შანსი ევრო ტურნირებზე.
ledi
ზესტაპონი დაბრუნეტ ქარტულ პეხბურტსი ტუ გინდატ პეხბურტის განვიტარება ბავსვი უნდა ოცნებობდეს ნეტა ისე ბკარგად მატამასა პეხბურტი რომ ზესტაპონის გუნდსი მოვხვდეტო იპიქრეტ დროზე ამაზე
ოღონდაცა რაააააა
ქართული ფეხბურთი? ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არი? ქართული ფეხბურთის ქელეხში თამადა ვიყავი. ჩვენმა ენერგეტიკის მინისტრმა 2 გოლი რომ გაგვიტანა აი მაგ დღეს
zura
კახეტსაც მიხედეტ, ბავშვტა ფეხბურტი რომ მოკვდა, არ დჯობდა პირველ ლიგას ცოტა ფული მოაჯრან და კახეტში ერტი აკადემია გახსნან.
sake
გეთანხმები.დღევანდელ სიტუაციას,რომ ვუყურებ,რაც მალე მით უკეთესი (13-14წწ),მაგრამ ილიკო და ილარიონისა არ იყოს,ამ საქმეს ფარა ხომ უნდა საწყის ეტაპზე მაინც,ფეხბურთი მდიდრების სპორტი არ ყოფილა არსად და არასოდეს,საქართველოში ტალანტებს რა დალევს, ბავშვების ფეხბურთს,რომ ვუყურებ ეზოებში, ზოგი ბავშვი ისეთს გააკეთებს მოედანზე სუნთქვა შეგეკვრება კაცს და სიამოვნებისაგან ხელებს აგასროლინებს ცაში,მერე კითხავ;სად დადიხარ ბიძიკო ფეხბურთზე და მის სევდიან თვალებს,რომ შეხედავ მაშინვე მიხვდები ......ოჯახს ამის ფული არ აქვს.
ოკრიბელი
არავითარი ცენზი და არავითარი დაბრკოლებები. ადამიანი, ფეხბურთის ნიჭით, ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე და ისიც ქართულ ფეხბურთში უნდა გახარჯოს!? პატრიოტიზმი კი მოითხოვეთ პარლამენტში და ქვეყნის საომარ მდგომარეობაში... არც ერთი ზედმეტი დღეც არ უნდა დარჩეს აქ, თუ მას მოწვევა ექნება, იმ უცხოეთის, კლუბებიდან, სადაც, საქართველოზე მაღალ დონეზე დგას, იქაური ფეხბურთი. ხოლო რაც შეეხება ინვესტორებს და ინვესტიციებს, თუ ბევრი ფული გაწუხებთ, ჩადეთ ქართულ ფეხბურთში. და თუ მაინდამაინც გინდათ ინვესტიციამ გაამართლოს, მაშინ იყოლიეთ გუნდი, პირველ, ან რეგიონალურ ლიგებში და ტოტალიზატორზე დადეთ სხვადასხვა დაუჯერებელი, ბუნებაში არ არსებული სახის ფსონები...
elguja
ჩემი აზრით სათაური მთლად სწორი არ არის. საქართველოდან ფეხბურთელი ვერ წახვალ, შეიძლება წახვიდე, როგორც პერსპექტიული სპორტის მაგ სახეობაში, მარა არა და არამც როგორც შემდგარი ფეხბურთელი. არა რა, ვერა... ნახევარფაბრიკატსაც კი ვერ "აწარმოებს" კაი ხანია ქართული საკლუბო ფეხბურთი. ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო კლუბებზე უარის თქმა. იყო 7 გუნდი, მარა ყველა კერძო...
;leqso
საღოლ ავტოროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა