სპორტის სხვა პროფესიული სახეობებისგან განსხვავებით, ველოსპორტში მიღებული არ არის გუნდების ბიუჯეტისა და მრბოლელთა ხელფასების გამომზეურება. თუმცა გამონაკლისიც არსებობს.

სპორტის სხვა პროფესიული სახეობებისგან განსხვავებით, ველოსპორტში მიღებული არ არის გუნდების ბიუჯეტისა და მრბოლელთა ხელფასების გამომზეურება. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. "ტურ დე ფრანსის" წინ, გუნდები ვალდებულნი არიან ფრანგული გრანდ-ტურის საორგანიზაციო კომიტეტს საკუთარი მონაცემები წარუდგინონ, მათ შორის, ველოჯგუფის ბიუჯეტი. ამის შემდეგ ინფორმაცია ტურის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ სეზონში ყველაზე მდიდარი გუნდი რუსული "კატიუშა" იყო - მისი ბიუჯეტი 18 მილიონი ევრო იყო. 15 მილიონი ევროთი მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკული "კოლამბია", მესამეზე - ყაზახური "ასტანა", რომლის რიგებს შარშან ლეგენდარული ლენს არმსტრონგი და ტურის მოქმედი ჩემპიონი ალბერტო კონტადორი იცავდნენ. ესპანელი ახლაც "ასტანას" წევრი გახლავთ.

პლანეტის საუკეთესო მრბოლელების ხელფასი მილიონ ევროს აჭარბებს, ამიტომაც მათ გუნდებს შესაბამისი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეთ. 2009 წელს ტურში მონაწილე 22 გუნდიდან ყველაზე ღარიბი იყო ფრანგული "აგრიტუბელი" (ბიუჯეტი 3.7 მილიონი ევრო). შესაბამისად, 6.5 და 6 მილიონით "იწონებდნენ" თავს ასევე ფრანგული გუნდები - "ბუიგ ტელეკომი" და "ფრასეზ დე ჟე". თუმცა ეს მოკრძალებული რიცხვები ორი მიზეზით აიხსნება. ჯერერთი, ფინანსურად ყველაზე მძლავრი ფრანგული გუნდები აქცენტს ტურ დე ფრანსზე აკეთებენ და სხვა სტარტები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომაც ამ საჯინიბოების ხელმძღვანელებს გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და რბოლების კალენდრის შედგენის მხრივ ეკონომიის საშუალება აქვთ. მაგრამ მთავარი მიზეზი სხვაა - გუნდები ტურ დე ფრანსის საორგანიზაციო კომიტეტში იმ ბიუჯეტს წარადგენენ, რომელიც მათ აწყობთ, სინამდვილეში კი ის შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს. მაგალითად, ბელგიურმა "საილენს-ლოტომ" გასულ წელს 6 მილიონი ევრო აჩვენა, სინამდვილეში კი ბიუჯეტი 4-5 მილიონით მეტი იყო.

თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დიდი ბიუჯეტი ყოველთვის არ არის წარმატების გარანტია. ფაქტი ისაა, რომ ტურ დე ფრანსი - ყველაზე სარფიანი სტარტია მრბოლელებისთვისა და საჯინიბოებისთვის. ბევრი მსხვილი კომპანია სპონსორობას გუნდების ტურში მონაწილეობის გამო თანხმდება. მრბოლელებისთვის საფრანგეთის გზებზე წარმატებული გამოსვლა - მომავალი წლისთვის კარგი კონტრაქტის გაფორმების დამატებითი გარანტიაა. ველომრბოლებს თავიანთი შრომის ბაზარი აქვთ. ცნობილია, რომ ტურის გამარჯვებულს მომდევნო სეზონისთვის გარანტირებული აქვს 2.5-მილიონიანი კონტრაქტი. სხვა ორი გრანდ-ტურის - ჯირო დ'იტალიასა და ვუელტას გამარჯვებულებისთვის ეს თანხა დაახლოების მილიონს უდრის. ასეთივე კონტრაქტის იმედი უნდა ჰქონდეთ იმ მრბოლელებს, რომლებიც ტურ დე ფრანსის საერთო ჩათვლის პირველ ხუთეულში მოხვდებიან ან მოიგებენ საუკეთესო სპრინტერისა და "მთის მეფის" მაისურებს.

ტურის წინ ყოველ მრბოლელს ურიგდება ლამაზად გაფორმებული ბროშურა. იქ მითითებულია რბოლის დეტალური მარშრუტი, სასტუმროები, სადაც მონაწილეები გაჩერდებიან და რაც მთავარია, ზუსტად არის გაწერილი გრანდ-ტურის ჰონორარები. შარშანდელი ბროშურა ხელში ჩაუვარდა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს". აი რა წერია მასში:

ტურის საერთო ფონდი 3 177 200 ევროს შეადგენს. აქედან ჰონორარებზე და ბონუსებზე 2 033 500 ევროა გათვალისწინებული. ერთი ეტაპის საპრიზო ფონდია - 472 500 ევრო: პირველი ადგილი 8000, მეორე - 4000, მესამე - 2000. გენერალური კლასიფიკაციის საპრიზო ფონდია - 1 005 000 ევრო: პირველი ადგილი - 450 000, მეორე - 200 000, მესამე - 100 000, მეოთხე - 70 000, მეხუთე - 50 000. ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელი ყოველ ეტაპზე 350 ევროს გამოიმუშავებს. საუკეთესო სპრინტერს (ნომინაცია "მწვანე მაისურა") ეტაპზე გამარჯვებისთვის 800 ევრო ერიცხება, მეორე ადგილი 400 ევროთი ფასდება, მესამე - 300-ით. ტურის ბოლოს "მწვანე მაისურის" მფლობელს 25 ათასი ევრო ეკუთვნის, მეორეადგილოსანს - 15 000, მესამეს - 10 000. ამ ნომინაციის საერთო ფონდი 65 ათასი ევროა. გენერალურ კლასიფიკაციაში თანხა რვა საუკეთესო სპრინტერისთვის არის გათვალისწინებული. ანალოგიური ჰონორარები ეკუთვნით "სამთო მეფის" კლასიფიკაციის ლაურეატებს.

რაც შეეხება გუნდურ ჰონორარებს, ეტაპზე თანხას მხოლოდ გამარჯვებული საჯინიბო იღებს - 2800 ევრო. გენერალურ კლასიფიკაციაში ტრიუმფატორი გუნდი 50 ათას ევროს მიითვლის, მეორე ადგილი 30 ათასი ევროთი ფასდება, მესამე - 20 ათასით. საპრიზო თანხას მხოლოდ ხუთი საუკეთესო გუნდი იღებს. ამ ნომინაციაში საერთო საპრიზო ფონდია - 120 000 ევრო.

ტურში მონაწილე ყოველ გუნდს ეკუთვნის ჰონორარი - 42 350 ევრო. ამ მხრივ საერთო ფონდი 931 700 ევროს შეადგენს. ასევე ორგანიზატორები გუნდს თითო მრბოლელისთვის 1600 ევროს უხდიან, ოღონდ აქ ერთი პირობა არსებობს - საჯინიბო თანხას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პარიზში ჩასვლამდე ორზე მეტ მრბოლელს არ დაკარგავს. კომპენსაციის საერთო თანხა 212 ათასი ევროა.

არსებობს კიდევ ერთი ნომინაცია - "თეთრი მაისურა", რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლს გადაეცემა. ამ მაისურის მფლობელი პოდიუმზე ყოველი ასვლისთვის 300 ევროს იღებს, გენერალურ კლასიფიკაციაში პირველობა კი 20 ათასს უდრის, მეორე ადგილი - 15 ათასს, მესამე - 10 ათასს.

აღსანიშნავია, რომ ჰონორარები არა მრბოლელების, არამედ გუნდების ანგარიშზე ირიცხება. თავიდან ამ საპრიზო თანხებიდან გადასახადებს იხდიან, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, აწ უკვე არარსებულმა ამერიკულმა გუნდმა "დისკავერი ჩენელმა", რომელშიც არმსტრონგი გამოდიოდა, 2005 წელს თავის წევრებს ფული საერთოდ არ გადაუხადა. საქმე ისაა, რომ წინა ექვს ტურზე, რომელიც არმსტრონგმა მოიგო, ამერიკელი ჰონორარები ველომრბოლის მოთხოვნით გუნდის ანგარიშზე ჩაირიცხა. იქიდან გადასახადები არ გადაიხადეს და 2005 წელს, "დისკავერი ჩენელის" მიერ გამომუშავებული სრული თანხა სწორედ ამ გადასახადების დაფარვაზე წავიდა.

როგორც წესი, მოპოვებული ჰონორარი მთელს გუნდზე ნაწილდება - ყველა ველომრბოლს საერთო წარმატებაში შეტანილი წვლილის მიხედვით უხდიან ფულს. არ ავიწყდებათ მასაჟისტები და ტექნიკური პერსონალი - საერთო თანხიდან მათაც ეკუთვნით წილი.

შედარებისთვის: ბოლო ასი წლის განმავლობაში ტურ დე ფრანსის საპრიზო ფონდი ასჯერ გაიზარდა. ტურის პირველმა გამარჯვებულმა (სადებიუტო რბოლა 1903 წელს გაიმართა) - მილების მწენდავმა მორი გარენმა 3000 ფრანკი გამოიმუშავა. ამისთვის მას 19 დღის განმავლობაში 2428 კილომეტრის გავლა მოუწია. 1903 წლის რბოლის საპრიზო ფონდი 20 ათას ფრანკს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 3 მილიონ ევროს აჭარბებს.

რამდენიმე ათწლეულის წინ ტურ დე ფრანსზე ერთი არაოფიციალური ნომინაცია არსებობდა - Lanterne rouge. მისი გამარჯვებული ხვდებოდა მრბოლელი, რომელიც ბოლო ადგილს იკავებდა გენერალურ კლასიფიკაციაში. Lanterne rouge ფულად პრემიას იღებდა - ეს იყო ერთგვარი პრიზი მაყურებელთა სიმპატიისთვის. აუთსაიდერებმა ეშმაკობას მიმართეს - ხელოვნურად ცდილობდნენ ბოლო ადგილის დაკავებას. საბოლოოდ, რბოლის საორგანიზაციო კომიტეტმა დროის ლიმიტი შემოიღო - ვინც მას ვერ გადალახავდა, უბრალოდ მოიხსნებოდა გრანდ-ტურიდან.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება