ეპიზოდის ექო

უეინ რუნის "უიგანის" ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტისთვის არაფერი დაუშავებიაო და, როგორც ნახეთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომისიამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს გუშინ "ჩელსისთან" თამაშის ნება დართო. ამ ამბავმა საშინლად გააბრაზა "უიგანის" მეპატრონე დეივ უილენი. მან საფეხბურთო თემიდის საქციელს კლოუნადა უწოდა. უილენი ვერ შეეგუა, რომ მიუხედავად ყოვლისმთქმელი, მკაფიო ტელეჩანაწერებისა, ასოციაციამ "იუნაიტედის" ვარსკვლავს მეტოქისთვის სახეში იდაყვის მირტყმა აპატია.

"ეს ძალიან ცუდ რამეზე მიუთითებს" — მრისხანებდა 74 წლის ბიზნესმენი, რომელიც ახალგაზრდობაში "ბლექბერნში", "ქრუსა" და "უიგანში" თამაშობდა — როდესაც ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეს სახეში იდაყვს ურტყამს ფეხბურთის ასოციაცია კი მას ამისთვის არ სჯის, ქვეყანაში რაღაც ვერ არის კარგად. რუნის საქციელი რომელიმე სხვა გუნდის ფეხბურთელს რომ ჩაედინა, ნიძლავად თვით სიცოცხლეს ჩამოვალ, დაუყოვნებლივ აუფრიალებდნენ წითელ ბარათს. როგორც ჩანს, ასოციაციის თანამშრომლები რუნისა და "იუნაიტედის" სიდიადეს ვერ უხერხებენ ვერაფერს. უბრალოდ, ეშინიათ მათი. ინგლისში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ნებადართულია ისეთი რაღაცები, რაც დანარჩენთათვის აკრძალულია. ეს დაუშვებელია. არ შეიძლება ერთი გუნდისთვის სხვა კანონები მოქმედებდეს, მეორესთვის კი სხვა. არ მაინტერესებს რით ახსნის თავის გადაწყვეტილებას ასოციაცია. ფაქტია, რომ ჩვენში სამართალს ვერ იპოვნი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ვიმეორებ, ასოციაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" დასჯის ეშინია და ალბათ, ძალიან ბედნიერია თავის წესებში რუნის გასამართლებლად რაღაც ჩასაბღაუჭებელი რომ აღმოაჩინა".

ასოციაცია კი რუნის გასამართლებლად მსაჯ მარკ კლეტენბერგის პატაკს დაეყრდნო. პატაკში კლეტენბერგს უწერია, რომ სადავო ეპიზოდში რუნის საქციელი მხოლოდ ჯარიმის დანიშვნას იმსახურებდა. მან მანჩესტერელი ყვითელი ბარათითაც კი არ დასაჯა.

"მარკ კლეტენბერგი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად მიმაჩნია, თუმცა, როგორც ჩანს მას რუნის ეპიზოდი არ დაუნახავს. კეთილი, მაგრამ, დანარჩენი მსაჯები რას აკეთებდნენ? ისინიც სხვაგან იყურებოდნენ? ერთი წამით წარმოიდგინეთ პირიქით, რომ მომხდარიყო — ჯეიმსს გაერტყა რუნისთვის. ხომ ფაქტია, რომ ასისტენტები მყისვე შეატყობინებდნენ მთავარს ასე და ასე მოხდაო და ჩვენს ფეხბურთელს მოედანზე წამით აღარ დასტოვებდნენ".

"უიგანის" პრეზიდენტმა ჯეიმს მაკარტის პატიოსნებაზეც გაამახვილა ყურადღება: "მაკარტი თეატრალურად რომ გაკოტრიალებულიყო, რასაც დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი აკეთებს, იქნებ მართლაც მიეპყრო კლეტენბერგის ყურადღება".

და მაინც, იმას თუ რატომ არ დასაჯეს უეინ რუნი თუკი ტელეგამეორებებზე აშკარად გამოჩნდა, რომ მან წესი დაარღვია, ინგლისში ბევრი კითხულობს. ამიტომაც გამოქვეყნდა პრესაში ასოციაციის გადაწყვეტილების განმარტება კითხვა პასუხის სახით, რაც ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

რატომ არ დასაჯეს რუნი?

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას წესებს დაუპირისპირდებოდა. ფიფა მკაფიოდ ამბობს, რომ თუკი მსაჯმა სადაო ეპიზოდი დაინახა და ადგილზევე შეაფასა, მისი ხელახალი შეფასება ნებადართული აღარ არის. ინგლისურმა ტაბლოიდებმა კულუარებში გაიგეს, რომ რუნის დანაშაული ჩანაწერში, ძალიან კარგადაც გამოჩნდა, მაგრამ ასოციაცია "ხელახალი განსჯის" პრეცედენტს მოერიდა.

რად უნდა ფიფას ასეთი წესი?

მას ეპიზოდების წარამარა "გადაფასებისა" ეშინია. გარდა ამისა, ფიფას სურს მსაჯებს მაქსიმალური ძალაუფლება მიანიჭოს. ციურიხში მიიჩნევენ, რომ არბიტრები ხეირიანად ვერ იმუშავებენ თუ ეცოდინებათ, რომ მათი ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და ვიდეოგანხილვის შემდეგ შეიცვალოს.

რუნის მსგავსად სხვებიც გამომძვრალან?

2008 წელს შეფილდ იუნაიტედის" კაპიტანმა კრის მორგანმა "ბარნსლის" თავდამსხმელ იან ჰიუმს ყბა გაუტეხა და ყვითელი ბარათით გადარჩა, ახლახან, 2010-ის ოქტომბერში კი "მანჩესტერ სიტის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნაიჯელ დე იონგმა ნიუკასლელ ჰატემ ბენ არფას ფეხი მოსტეხა.

გამონაკლისი ყოფილა?

ერთადერთი: 2006 წელს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა, ბენ თეტჩერმა "პორტსმუთის" პედრო მენდესი იდაყვის დარტყმით გათიშა. მენდესს ჟანგბადის ბალიში დასჭირდა. ფეხბურთის ასოციაციამ ეპიზოდი ვიდეოში ნახა და უელსელს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. მაშინ ასოციაციამ ფიფასთან თავი იმით იმართლა, რომ შემთხვევა მეტად სერიოზული იყო. თან, თეტჩერი მოედნიდან რომ გაეძევებინათ, სადისციპლინო კომიტეტი ეპიზოდს აღარ განიხილავდა.

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება