ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უცხოეთში მცხოვრები ქართველის ტკივილი

უცხოეთში მცხოვრები ქართველის ტკივილი

უცხოეთში მცხოვრები ქართველის ტკივილი

სამტრედიას სტადიონი რკინიგზამ დაუნგრია და ვალდებულია, აუშენოს

ახლა ქართული ფეხბურთის განვითარება თითოეული ჩვენგანის საფიქრალია. პოტენციალი არის, მაგრამ მის გამოყენებას ბევრი ფაქტორი აბრკოლებს. ამ კუთხით ფიქრობენ როგორც სპეციალისტები, ასევე კლუბების ხელმძღვანელები, ფეხბურთელები, სფფ-ის თავკაცები თუ მათდამი ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები, მედიის წარმომადგენლები. ჩვენ, ყველას, ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს...

ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიცემული ერთ-ერთი უმთავრესი დაპირების შესრულება და 2017 წლის სეზონისთვის სატელევიზიო არხის ამოქმედდება სურთ, რომელიც მხოლოდ ქართულ ფეხბურთს გააშუქებს - იქნება მატჩების ტელეტრანსლირება, სხვადასხვა გადაცემები, ანალიზი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრია და საბოლოო ფორმატზე ცნობილი არაფერია...

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ითხოვენ. ამ ყველაფერს ირიბად ეხმაურება უკრაინაში მცხოვრები ანალიტიკოსის, მერაბ სტურუას წერილი, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსა და სფფ-ის პრეზიდენტს გაუგზავნა. უკვე 30 წელია, რაც სტურუა სამშობლოდან წავიდა, მაგრამ დღემდე ქართული ფეხბურთი სტკივა და მის ქომაგად რჩება...

"მსურს, ქართული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით ჩემი მოკრძალებული მოსაზრებები გაგაცნოთ: სასურველი იქნება, 2017 წლის სეზონის დასაწყისისთვის, უმაღლესი და პირველ ლიგის კლუბების აქციათა მინიმუმ 50%+1% კერძო საკუთრებაში გადავიდეს და ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლუბი მეორე ლიგაში დაქვეითდეს. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ კლუბებმა, რომელთაც ექნებათ მინიმუმ 3 წლით გარანტირებული ყოველწლიური ბიუჯეტი - 2 მილიონი ლარი, პლუს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დამატებული 1 მილიონი ლარი. ეს ჯამში 3 მილიონია. პირველ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად კლუბს უნდა მოსთხოვონ იგივე პირობები და გარანტიები, როგორც უმაღლეს ლიგაში, მაგრამ შემცირებული პარამეტრებით - მინიმუმ 1,6-მილიონლარიანი ბიუჯეტი - 600 ათასი სახელმწიფოსგან, ხოლო საკლუბო სახსრები - 1 მილიონი. მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ კლუბს, რომლებიც ფინანსურ და სალიცენზიო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - ამბობს სტურუა.

მისი თქმით, ჩვენი კლუბების მიმართ ინვესტორების ინტერესის გასაზრდელად ჩემპიონატის ფორმულის შეცვლა აჯობებს:

"საამისოდ, აუცილებელია, რომ ევროსაგზურისთვის მეტმა გუნდმა იბრძოლოს. ამისთვის, სფფ-მ II-VII ადგილების მფლობელები, ისევე როგორც ჰოლანდიაში, ერთმანეთში უნდა ათამაშოს. ეს ევროსაგზურისთვის ბრძოლაში კლუბების იმედებსა და შანსებს ზრდის და, შესაბამისად, კლუბებში ინვესტორების მოზიდვა უფრო ადვილი გახდება - ფულის დაბანდება ხომ ყველას მხოლოდ ევროპულ ტურნირებში მოხვედრის იმედით სურს".

სტურუა პრემიალურ სისტემაზეც ლაპარაკობს:

"მიმაჩნია, რომ 2, 3 და მეტბურთიანი სხვაობით გამარჯვებისთვის კლუბებს დიფერენცირებული პრემიური თანხა უნდა დაერიცხოთ. აქვე, ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხები: 2015 წელს, სფფ-მ დადგენილება გამოსცა, რომ კლუბმა მოთამაშესთან კონტრაქტი მინიმუმ 1-წლიანი ვადით უნდა გააფორმოს. თუმცა, მინიმალური საკონტრაქტო ხელფასის ზღვარის დაწესებაც აუცილებელია - უმაღლეს ლიგაში 1300 ლარი, ხოლო პირველში - 800. ამას გარდა, კლუბის უმთავრესი დანიშნულება ქართველი ფეხბურთელების აღზრდაა, ამიტომ, ლეგიონერთა ოდენობა უნდა შეიზღუდოს და არა უმეტეს 20%-ს შეადგენდეს".

სტურუა ინფასტრუქტურისა და მოედნის საფრის როლზეც წერს:

"თამაშების ხარისხის გასაზრდელად აუცილებელია, ყველა ხელოვნური საფარი სასწრაფოდ ბუნებრივით ჩანაცვლდეს, თუკი მისი ასაკი 3 წელიწადზე მეტია და მისი მდგომარეობა უკანასკნელ მკაცრ მოთხოვნებს არ შეესაბამება. ჩვენი სტადიონები არც კომფორტულია და შესახედავადაც უფერულია. მისი, თუნდაც მსუბუქი, თანამედროვე ევროსტანდარტის მქონე რკინის კონსტრუქციებით ჩანაცვლებით კი თანამედროვე არენებს მივიღებთ. უმაღლესი ლიგის კლუბის სტადიონის მინიმალური ტევადობა 5 ათასი უნდა იყოს. რეგიონებში ასეთი დასწრება სრულიად მოსალოდნელია. მაგალითისთვის, სამტრედიაში ყოველ, მეტ-ნაკლებად საინტერესო მატჩზე ტევადობის პრობლემა იქმნება... 2017 წლიდან უმაღლეს ლიგაში დასავლეთ საქართველოდან 6 კლუბი ითამაშებს, აღმოსავლეთიდან - 4 და მაყურებელი, თბილისის გარდა, სტადიონს ყველგან შეავსებს. სხვათა შორის, სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის სტადიონი საქართველოს რკინიგზამ გაანადგურა. სსრკ-ის დროს, მაშინდელი "ლოკომოტივი", თავის სტადიონიანად, სწორედ რკინიგზის ბალანსზე იყო. გადარჩა მხოლოდ დასავლეთის ტრიბუნის ნაწილი და 14-ათასიანი ტევადობის კონსტრუქციიდან მხოლოდ 1500-ადგილიანი ტრიბუნა დარჩა. ალბათ, დროა, რკინიგზამ სრულიად აღადგინოს ის, რაც დაჭრა და ჯართად აქცია, ან "სამტრედიას" მისი საფასური გაადაუხადოს და ტრიბუნებს თავად აღადგენენ".

სტურუა ხაზს უსვამს რეგიონული ტურნირების მნიშვნელობასაც:

"სასურველია, სასწრაფოდ გამართოთ მოლაპარაკებები გაერთიანება სუამ-ის წევრ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, მოლდოვასა და უკრაინასთან: კარგი იქნება, სუამ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშება ყოველწლიურად რომ ჩატარდეს, სადაც იასპარეზებენ I-II ადგილებზე გასული კლუბები (სულ - 8). ქართული ფეხბურთისთვის ეს დამატებითი სტიმული იქნება, ჩვენზე წინ წასულ აზერბაიჯანსა და უკრაინის საკლუბო ფეხბურთს რომ დავეწიოთ, ფეხბურთელებმა საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მიიღონ, რათა შემდეგ ევროპალიგის პირველივე რაუნდში წაგებული მატჩის გამო თავი "გამოცდილების არქონით" არ იმართლონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა