"მუსიკოსები" გავარდნისგან 18 წლის ყმაწვილმა უნდა იხსნას?
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს, ძნელი წარმოსადგენია, ბრემენის "ვერდერის" შეფმა კლაუს ალოფსმა ტორსტენ ფრინგსს ზაფხულში კარიერის დამთავრება გადააფიქრებინოს. თანაც, ფრინგსმა რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, რაც დრო გადის, "ვერდერის" ფანებსაც ნაკლებად აღელვებთ, რადგან მათ ახალი იმედი გაუჩნდათ: 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ტრინკსი.

ამ უკანასკნელს კვირას, "ლევერკუზენთან" შეხვედრაში "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და როგორც ამბობს, მერე ღამით დაძინება ძალიან გაუჭირდა. ტრინკსმა "ლევერკუზენთან" ძალიან კარგად ითამაშა: მისი მშვენიერი პასებით ტიმ ბოროვსკის ორჯერ შეეძლო გოლის გატანა და გარდა ამისა, "ლევერკუზენის" თავდამსხმელმა შტეფან კისლინგმა 83-ე წუთზე ავტოგოლი სწორედ ტრინკსის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. ესეც რომ არ იყოს, ახალგაზრდა ნახევარმცველმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

შესაბამისად, გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ მატჩის შემდეგ ბრემენული კლუბის ტანჯულმა მწვრთნელმა თომას შააფმა 18 წლის შეგირდი დიდხანს აქო: "ფლორიანმა ისე კარგად ითამაშა, რომ ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია და კვირას ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი," - შეგახსენებთ, რომ შააფი სიტყვებს ჰაერზე არასდროს ისვრის.

ბრემენელ ქომაგებს კი ახლა იმის იმედი აქვთ, რომ 18 წლის ტრინკსი "ვერდერს" კატასტროფისგან, ანუ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნის. ყოველ შემთხვევაში, ფლომ კვირას დაამტკიცა, რომ გამთამაშებლობის მშვენიერი ნიჭი აქვს, "ვერდერს" კი სწორედ კარგი ფლეიმეიქერი აკლია. ფაქტია ისიც, რომ ფლორიანი ძალიან მონდომებულია, ამბობს, ჩემი მიზანი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელობააო და კერპად ზინედინ ზიდანს ასახელებს. ახლა საკითხავი და საინტერესოა, გაამწესებს თუ არა შააფი მას სასტარტო შემადგენლობაში "ფრაიბურგთანაც". ფაქტი ისაა, რომ ფლორიან ტრინკსს ალოფსიც უდიდეს ტალანტს უწოდებს.

შააფს ძალიან უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა - დიეგო თუ მესუთ იოზილი სწორედ მის ხელში "დაღვინდნენ", უფრო ადრე კი თომასმა ტიმ ბოროვსკიც აღმოაჩინა. იქნება შემდეგი ფლორიან ტრინკსი? ამას დრო გვიჩვენებს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა