ქართველმა ათლეტებმა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სამივე სინჯის 22 მედლით დაასრულეს
სამივე სინჯის 22 მედალი - ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველმა ათლეტებმა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ეილატმა (ისრაელი) უმასპინძლა.

ასპარეზობის ბოლო დღეს მძიმე წონაში რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ 23-წლამდელებში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ამავე ასაკში კონტინენტის რეკორდები სამჯერ გააუმჯობესა: ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. მეორე მისვლისას 200-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და რუსი რუსლან ალბეგოვის 2011 წელს დამყარებული რეკორდი ერთბაშად 5 კილოთი გააუმჯობესა. მესამე ცდაზე კი უკვე საკუთარ მიღწევაზე მიიტანა იერიში და რამდენიმე წუთის წინ ნაჩვენებ შედეგს 5 კილოთი გადაამეტა. ცხადია, ოქროს მედალიც დაიმსახურა.

აკვრაში ტალახაძემ მეორე ცდაზე 235 კილო დაძლია (აქაც ოქრო ერგო) და, რადგანაც ორჭიდში ახალი ევროპული მიღწევით (ალბეგოვის რეკორდი (435) დაამხო) კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა, მესამე ცდა აღარ გამოუყენებია, თანაც მეორე ადგილზე გასული რუსი ანტონ სავჩუკი 42 კილოგრამით ჩამოიტოვა.

+105 კგ

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 440 (205+235)

2. ანტონ სავჩუკი (რუსეთი) - 398 (182+216)

3. ლეონიდ კუბიშკოვსკი (უკრაინა) - 392 (181+211)

სამი ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა 20-წლამდელ გოგონათა მძიმე წონაში (+75) უკრაინელმა ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც 2015 წლიდან შეჯიბრებებში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავს.

წლეულს, აპრილში ნორვეგიის ქალაქ ფორდეში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ორჭიდში მან 249 (113+136) კილოგრამი მოაგროვა და სომეხ რიფსიმე ხურშუდიანს (250=113+137) კილოგრამით ჩამორჩა, ამიტომაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსგავს წარმატებას მიაღწია წლეულს თბილისში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობაზე: მთავარ კონკურენტს - ტაილანდელ დუანგსკრონ ჩაიდეს, რომელიც ჩვენებურზე 23 კილოგრამით მძიმეა, ატაცში (116 კგ) აჯობა და ოქრო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა (140 კგ) და ორჭიდში (256 კგ) ვერცხლის მედლები ერგო. და აი, მორიგი წარმატება - ეილათში 118 კილო აიტაცა, 133 კილო აკრა (რადგანაც ორჭიდში ჩემპიონობა ხუთ ცდაში მოიპოვა, მეექვსე აღარ გამოუყენებია) და 251 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

+75 კგ

1. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) - 251 (118+133)

2. ვალენტინა კისილი (უკრაინა) - 238 (110+128)

3. მერსი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) - 233 (101+132)

ლონგინოზ ბრეგვაძე (94 კგ) 21 წლისაა და ევროპაზე ორი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა. მან ატაცში 166 კილოგრამი დაიმორჩილა და ამ მოძრაობაში მე-4 ადგილი დაიკავა, აკვრაში მხოლოდ საწყისი წონა - 189 კილო დაძლია, 195 კილოს კი ვერ მოერია და საბოლოოდ 355 კილოთი მე-6 ადგილს დასჯერდა.

94 კგ

1. ადამ მალიგოვი (რუსეთი) - 377 (170+207)

2. ნიკოლაე ონიკა (რუმინეთი) - 374 (167+207)

3. კონსტანტინ როშჩურკინი (რუსეთი) - 366 (165+201)

6. ლონგინოზ ბრეგვაძე (საქართველო) - 355 (166+189)

ჩემპიონატის ბოლო დღეს ქართველთაგან, ლაშა ტალახაძის გარდა, ეილათის ფიცარნაგზე 20-წლამდელებში ორმა ძალოსანმა მოსინჯა ძალები და ხუთი მედალი მოიპოვა.

ატაცში დავით ხეცურიანს 171 კილოთი ვერცხლი ერგო, ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე 169 კილოთი მეოთხე იყო. აკვრაში ქართველებმა - ხეცურიანმა და ჩხეიძემ, შესაბამისად, 206 და 203 კილოთი მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს.

საგულისხმოა, რომ ესპანელმა მარკოს რუისმაც 206 კილო აკრა და ამ მოძრაობაშიც ოქრო მას ერგო, რადგან პირადი წონით ხეცურიანზე 360 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა. აპენინელმა ორჭიდშიც აჯობა დავითს ატაცში მოპოვებული 4-კილოგრამიანი უპირატესობით.

105 კგ

1. მარკოს რუისი (ესპანეთი) - 381 (175+206)

2. დავით ხეცურიანი (საქართველო) - 377 (171+206)

3. გიორგი ჩხეიძე (საქართველო) - 372 (169+203)

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
U23. გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!
გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ორი ბრინჯაოს მედალი ანასტასია გოტფრიდისგან
U23. ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძეს ოქრომდე ორი კილო დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ: ალბანეთიდან მედლებს ველით
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ლაშა ტალახაძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ორი რეკორდი დაამყარა [VIDEO]
ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ ბრინჯაო მოიპოვა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..