ტრავმამ გამოაჩინა ქართველი ცენტრის ფასი "გოლდენ სტეიტში"
ზაზა ფაჩულიამ ამ სეზონში ზედიზედ 23 მატჩი დაიწყო "გოლდენ სტეიტ უორიორსის" სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ეს სერია მარჯვენა მაჯის ტრავმამ შეწყვიტა. ქართველმა ტრავმის გამო უკვე ორი შეხვედრა გამოტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას სტატისტიკა ზუსტად ნახევარია იმის, რასაც ის "დალასში" შარშან აჩვენებდა (8,6 ქულა და 9,4 მოხსნა "დალასში"; 4,3 ქულა და 5,5 მოხსნა "გოლდენ სტეიტში"), ამ ორმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ქართველი ძალზე საჭიროა ასოციაციის გუნდში და ცენტრის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეა.

სპეციალისტების შეფასებით, "გოლდენ სტეიტმა" "მემფისთან" ამ სეზონის უარესი მატჩი ითამაშა. ქართველი წინასამატჩო განაცხადში სტარტერებში ეწერა, მაგრამ ბოლო წამს ცხადი გახდა, რომ ვერ ითამაშებდა და ის ანდერსონ ვარეჟაოთი შეცვალეს, ვისაც 18 წუთში ერთი ქულაც არ ჩაუგდია.

"ვარეჟაომ ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი და ძალიან არაეფექტური იყო", - წერს cbssports.com.

"მინესოტასთან" მოგებულ შეხვედრაში სასტარტოში უკვე კევონ ლუნიმ ითამაშა და ცენტრის პოზიციაზე ჯავალ მაკგისაც შეხვდა წუთები. იგივე წყარო:

"ლუნიც და მაკგიც მალევე აღმოჩნდნენ ცუდ მდგომარეობაში სწრაფი ფოლების გამო. ორივე ასევე არაეფექტური იყო. ამის შემდეგ საქმეში ვეტერანი დევიდ ვესტი ჩაერთო".

საქებარი სიტყვები მხოლოდ ვესტმა დაიმსახურა, რომელიც "გოლდენ სტეიტს" "მინესოტას" დამარცხებაში დაეხმარა.

Irakli apkhaidze
ზაზა შეტევაშ ისეთ ბლოკებს აწენებს და ისე უთავისუფლებს ფორვერდებს და უკანახაზელებს არეალს რომ მათ სროლის მეტი არაფერი დარჩნიათ, ძალიან კარგია ზონური თამაშისას, მოკლედ საჭირო ბიჭია იქ და რისთვისაც იყიდეს იმას ძალიან კარგად და იაფად ასრულებს. ქულრბის მოგროვება სხვებს ევალებათ
ჯონი
სრულიდ გეთახმებით, ზედიზედ მეორე თამაშიც, რომ წაეგოთ მერე უფრო გაიგებდნენ ზაზას ძალას. ზაზა ნამდვილი ლიდერია, თუნდაც არ ითამაშოს და მხოლოდ იქვე იდგეს. მე მგონი მაონც მოიგებენ. ზაზას წარმატებები და პირადი ბედნიერება.
ნოდარი
ჩემი მწვრთნელობა არ გაიშვა, მაგრამ ასე მგონია, რომ ციფრებში ასახული შედეგები ვერ ასახავს ზაზას მარგ ქმედებას, შეიძლება ნამეტანი სუბიექტურობაა-მაგრამ 2 შეხვედრაში გუნდის ჩავრდნა ზაზას გარეშე მხოლოდ დამთხვევაა? მემგონი ამერიკული გამოცემებიც გადახედავან თავიანთ შეფასებებს ზაზას მიმართ. წარმატებები ზაზას და ჩემპიონის თასი.
tanto
მემფისთან რომ არ მცოდნოდა ვარიორები თამაშობდნენ, შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს რომელიმე შტატის საუნივერსიტეტო საშუალო დონის გუნდი ეთამაშებოდა გრიზლის, იმდენად სუსტები იყვნენ ტაქტიკურად და დაშვებული უამრავი შეცდომებით როგორც დაცვაში, ასევე შეტევებში.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ