ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

უეფას აღმასკომის სხდომა - მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაწყვეტილებები

უეფას აღმასკომის სხდომა - მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაწყვეტილებები

ჩემპიონთა ლიგა ევროპალიგას დააფინანსებს, ანუ რა სარგებლობას მოგვიტანს ერთა ლიგა?

უეფას სათავეში ახალი გუნდია და ყოველი აღმასკომი, კონგრესი თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

საფეხბურთო საზოგადოება ელოდება, რომ ალექსანდერ ჩეფერინის მმართველობა მნიშვნელოვან ძვრებს დაუდებს სათავეს. საქართველოსთვის, როგორც უეფას ერთ-ერთი წევრისთვის, ევროპის საფეხბურთო ოჯახში მიმდინარე მოვლენები საინტერესო უნდა იყოს...

ორიოდ დღის წინ შვეიცარიულ ნიონში უეფას აღმასკომი შეიკრიბა და საყურადღებო გადაწყვეტილებები მიიღო. დადგინდა, რომ ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალურ მატჩს ლიონის (საფრანგეთი) "პარკ ოლიმპიკი" უმასპინძლებს, რომელიც 59 186 მაყურებელს იტევს.

2018 წლიდან შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დროები. იმ მიზნით, რომ გულშემატკივარმა უფრო მეტი თამაში ნახოს, დღის ორი დაპირისპირება შუაევროპული დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენები - 21 საათზე.

აღმასკომზე ითქვა, რომ ასოციაციის წევრი ყველა 55 ქვეყნის კლუბს ექნება ორივე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა. ის ჩემპიონები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან, დამატებით შანსს მიიღებენ ევროპალიგის პლეი ოფებში "ჩემპიონების გზის" გავლით.

შეიცვლება კოეფიციენტების დარიცხვის სისტემაც. კერძოდ, ქვეყნებს აღარ დაემატებათ საფეხბურთო ასოციაციის რეიტინგის 20 პროცენტი, რაც მოსპობს უსამართლობას უფრო დაბალრეიტინგიანი ქვეყნების სასარგებლოდ. ამას გარდა, წილისყრისწინა განთესვისას, მხედველობაში მიიღებენ მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის შედეგებს, რაც გამორიცხავს ბონუსებს ძველი დამსახურებებისა და ტიტულებისთვის.

თუმცა საკლუბო კოეფიციენტი სხვაგვარად დაითვლება თანხების განაწილებისას. ამ შემთხვევაში, უეფა შეკრებს ბოლო 10 წლის შედეგებს და მიათვლის ტიტულებსაც, რათა პატივი სცეს კლუბების ღვაწლს ტურნირის წარმატებაში და ხელი არ შეუშალოს მათივე ბრენდების ცნობადობას.

უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის წინადადებით, ევროპალიგა მიიღებს დამატებით 50 მილიონ ევროს ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტიდან. ამას გარდა, იგივე ჩემპიონთა ლიგა კიდევ გამოჰყოფს 10 მილიონ ევროს სოლიდარობის ნიშნად იმ კლუბებისთვის, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშებენ.

აღმასკომმა დაამტკიცა ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქების დაწყვილების სქემაც.

იქნება დაახლოებით 5-6 შესაძლო ვარიანტი - სპორტული, გეოგრაფიული და, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი წილისყრით 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაირკვევა.

რა არის ერთა ლიგა?

უეფამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ტურნირს - "ერთა ლიგას", რომლის ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. აღმასკომმა დაადგინა "ერთა ლიგის" ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის კრიტერიუმი. ორგანიზატორი აირჩევა ოთხი ნახევარფინალისტისგან.

მასპინძელმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს ორი სტადიონი არანაკლებ 30-ათასიანი ტევადობით, რომლებიც ერთმანეთისგან 150 კილომეტრით იქნება დაშორებული. ტურნირში მონაწილეთა განაცხადების მიღება 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის პირველი ტურნირის ორგანიზატორის ვინაობაც გაირკვევა.

ცოტა უფრო ვრცლად "ერთა ლიგის" ფორმატზე, რომელიც უეფამ 2014 წელს დაამტკიცა. 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში უეფას წევრი 55 ქვეყნის ეროვნული ნაკრები, იმავე უეფას რეიტინგის მიხედვით, ოთხ სხვადასხვა სიძლიერის დივიზიონში გადანაწილდება. პირობითად, ეს იქნება A, B, C და D ლიგები, თითოეულში 4 ჯგუფითა და 3 ან 4 გუნდით.

ამ ლიგებში პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული ნაკრებები "ერთა ლიგის" ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ხოლო დანარჩენები - ტურნირის მომდევნო გათამაშებაში ერთი ლიგით დაქვეითდებიან. ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის დასკვნითი ტურნირის ოთხ საგზურს მიიღებს.

სწორედ ეს იქნება "ერთ ლიგის" მონაწილეთა მთავარი მოტივაცია. ზოგადად კი, ამ ტურნირმა ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. ასე რომ, სპარინგებისთვის მეტოქეების ძებნა, რაც ყოველთვის პრობლემატური იყო საქართველოსთვის, თავსატეხი აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია

[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა

"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე

Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო

ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო

"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი