დღის მიღწევები და სტატისტიკა

"გოლდენ სტეიტი" "მგლებს" უფაჩულიოდაც გაუმკლავდა

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი გამოტოვა. ამის მიზეზი მაჯის ტრავმაა. ექიმები კი ამბობენ, სერიოზული არაფერიაო, მაგრამ როგორც ჩანს, ხელს დასვენება სჭირდება.

ზაზას არყოფნაში "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" სტუმრად 116:108 დაამარცხა.

სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ოკლენდელებს ზედიზედ 111 მატჩი აქვთ მოგებული ისეთი, ორ დღეში ორი შეხვედრა რომ გამართეს და მეორეში გაიმარჯვეს. ეს NBA-ს რეკორდია.

ციფრების მოყვარულებს ისიც არ გამოპარვიათ, რომ "გოლდენ სტეიტმა" ყველა მატჩი მოიგო მაშინ, როდესაც გუნდის ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა. მან ამჯერად 30 ქულა ჩააგდო.

ვესტბრუკის სამმაგი სვლა ბოსტონთან შეწყდა

რასელ ვესტბრუკის "ოკლაჰომამ" "ბოსტონის" წინააღმდეგ ითამაშა. ამ შეხვედრაში რასელის ისტორიული სვლა შეწყდა. მას ზედიზედ 7 სამმაგი დუბლი ჰქონდა და ორიღა აკლდა NBA-ს რეკორდსმენ ოსკარ რობერტსონამდე, მაგრამ "ბოსტონთან" მატჩში რეკორდისკენ სვლა დაასრულა. მან 37 ქულასა და 12 მოხსნას 6 პასი მიამატა.

საინტერესოა, რომ "ბოსტონი" ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი 226 მატჩია არ შეუსრულებიათ. ამ მაჩვენებლით "კელტები" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველები არიან.

ფრეიზერი მეცხრეა

"ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი ტიმ ფრეიზერი მეცხრე კალათბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი გაიფორმა. მან "ფინიქსთან" მატჩში 14 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

სამმაგდუბლოსნები არიან: რასელ ვესტბრუკი, ჯეიმს ჰარდენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ადეტოკუმბო, მარკ გასოლი, კრის პოლი, რეჟონ რონდო, ჯულიუს რენდლი და ზემოთ ნახსენები ტიმ ფრეიზერი.

ვაჟა სიმონიშვილი

დეტროიტი-ფილადელფია 79:97

12:32, 23:26, 29:22, 15:17

დ: მორისი (28), დრამონდი (14 + 14 მოხსნა + 6 ჩაჭრა), ჯექსონი (10)

ფ: კოვინგტონი (16 + 7 მოხსნა), ილიასოვა (15 + 8 მოხსნა), ოკაფორი (14 + 9 მოხსნა), მაკონელი (12 + 10 მოხსნა + 9 პასი)

ოკლაჰომა-ბოსტონი 99:96

21:24, 18:19, 28:28, 32:25

ო: ვესტბრუკი (37 + 12 მოხსნა + 6 პასი), ადამსი (16 + 8 მოხსნა), კანტერი (14)

ბ: ჰორფორდი (19 + 6 პასი), ბრედლი (18), კრაუდერი (18), სმარტი (11 + 9 პასი), ბრაუნი (10), ოლინიკი (8 + 8 მოხსნა)

მინესოტა-გოლდენ სტეიტი 108:116

27:30, 31:30, 30:18, 20:38

მ: ლავინი (25), უიგინსი (25), ტაუნსი (25 + 18 მოხსნა), ჯენგი (11), რუბიო (8 + 6 პასი)

გ: ტომპსონი (30), კარი (22 + 9 პასი), დურანტი (22 + 8 მოხსნა), გრინი (18)

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 119:120 ო.ტ.

31:25, 27:26, 24:25, 28:34, 9:10

ფ: ბლედსოუ (32 + 8 პასი), ბუკერი (16), ჩენდლერი (14 + 21 მოხსნა), ტაკერი (9 + 10 მოხსნა), ბარბოზა (18), დადლი (12)

ნ: ჰოლიდეი (23), დევისი (14 + 12 მოხსნა), უილიამსი (17), ფრეიზერი (14 + 11 მოხსნა + 11 პასი + 5 ჩაჭრა), ჰელოუეი (12)

ლეიკერსი-ნიუ იორკი 112:118

30:32, 26:25, 19:27, 37:34

ლ: დენგი (22), რენდლი (17 + 10 მოხსნა), იანგი (15), უილიამსი (24), კლარკსონი (14)

ნ: პორზინგისი (26 + 12 მოხსნა + 7 დაფარება), როუზი (25), ლი (16), ენტონი (13 + 8 მოხსნა + 7 პასი), ჯენინგსი (19), ერნანგომესი (6 + 12 მოხსნა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]