13 დეკემბერს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება
სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. გათამაშება ბათუმში გასამართი შეხვედრებით განახლდება. 13 დეკემბერს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ "დინამო ბათუმი" საშინაო შეხვედრას "თბილისი ვარიორსის" წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ტურის წინ ორივე მათგანი 6-6 ქულით III-IV ადგილებს იყოფს და პოზიციების გასამყარებლად სამი ქულა არცერთს არ "აწყენს". შესაბამისად, "დინამო" საშინაო არენის უპირატესობის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.

ფავორიტებთან ჩატარებული მძიმე შეხვედრების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველი გამარჯვებისთვის მოუწევს ბრძოლა წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბს.

"სტუდენტურ დერბიში" ბათუმელთა მეტოქე გათამაშების აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი იქნება, რომელიც ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს. "დერბი" 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

13.12.2016. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. IV ტური

16:00 "დინამო" (ბთ) - "თბილისი ვარიორსი"

18:00 ბსუ (ბთ) - იბსუ

რაც შეეხება მეოთხე ტურის დანარჩენ შეხვედრებს, პარასკევს, 16 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ სამი დაპირისპირება გაიმართება.

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი მფკ "ტატიშვილი" მფკ "მგლებს" დაუპირისპირდება, ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი "სტუ-თელასი" მფკ "თბილისთან" გამართავს თავის შეხვედრას, ხოლო ტურს მფკ "აგორასა" და მფკ "აფხაზეთის" დაპირისპირება დაასრულებს.

16.12.2016. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IV ტური

16:00 მფკ "მგლები" - მფკ "ტატიშვილი"

18:00 "სტუ-თელასი" - მფკ "თბილისი"

20:00 მფკ "აგორა" - მფკ "აფხაზეთი"

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ-უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო Bella Costa.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]