კონსტანტინ კუჩერი: "ეს რუსებისთვის რიგითი, ქართველებისთვის კი ჩემპიონატის მთავარი მატჩი იქნება"
საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამოცემა Sports.ru-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ ნაშრომს ჩვენი ნაკრების შესახებ. ამ სტატიას ერთგვარი პასუხი გასცა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ (მისი ინტერვიუს ხილვის საშუალება ჩვენი გაზეთის მკითხველს თებერვლის შუაში ჰქონდა).

თავის მხრივ, რუსები არ დაცხრნენ და იმავე Sports.ru-ში "პასუხის პასუხი" გამოაქვეყნეს, რომელსაც დაარქვეს "სამი კვირის წინანდელი ამბები". კონსტანტინ კუჩერის პუბლიკაციის თარგმანს აქვე გთავაზობთ.

"იანვრის ბოლოს ევრობასკეტის წილისყრა შედგა. ჩემი აზრით ყველაზე ამოუცნობი მეტოქე საქართველოს ნაკრებია. მისი გაცნობის შესახებ თავი მოვუყარე ვრცელ მასალას და გადავწყვიტე ჩემი შთაბეჭდილებები სტატიის სახით გადმომეცა. ვფიქრობ, კარგი მასალა გამომივიდა, თუმცა განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყოლია - ინტერნეტ-ვერსიას ბევრი კომენტარი არ დართვია, არც პლუსებით შეუფასებია ბევრს. მივხვდი, რომ ასეთი ღრმა შინაარსის პუბლიკაციებისთვის დრო ჯერ არ მოსულა და გადავწყვიტე სხვა მეტოქეებზე ნაშრომის დაწერა შორეული მომავლისთვის გადამედო.

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ სტატიამ რუსებზე მეტად ქართველები დააინტერესა. ერთ-ერთ ქართულ საიტზე ჩემი ნაშრომი მთლიანად იყო ნათარგმნი და რამდენიმე დღის განმავლობაში განსჯის მთავარ თემადაც ქცეულიყო. იმ საიტზე 100-ზე მეტი კომენტარიც იყო და, როგორც აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებსაც წაუკითხავთ. გიორგი ცინცაძემ ქართულ საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას არ ეთანხმება: არ მოეწონა, იმის წაკითხვა, რომ საქართველოს ნაკრებში სნაიპერთა ნაკლებობაა. არც იმას დაეთანხმა, სანიკიძეს ტექნიკაში გარკვეული წუნი რომ დავდე. ცინცაძე ასევე არ დაეთანხმა მისი თამაშის ჩემეულ რეცენზიას...

სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი, ხოლო ინტერნეტში ნათარგმნის მიხედვით ვერ მივხვდი, რა ტონალობაში ილაპარაკა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა. არ დაგიმალავთ, ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იქაური გულშემატკივრების შეხედულებებია. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ათასგვარი კომენტარი წავიკითხე, ზოგი მეთანხმება, ზოგი - არა.

ასეა თუ ისე, ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე: ქვეყანაში, სადაც შიდა ჩემპიონატი სუსტია, კალათბურთისადმი ინტერესი უმაღლეს დონეზეა. შეიძლება მან აბსოლუტურ ციფრებში გაუწიოს კონკურენცია შიდარუსულ ინტერესს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსთან შორეული (1 სექტემბერსაა) მატჩის საშიშროებას. რუსეთისთვის ხომ ეს შეხვედრა ერთ-ერთი რიგითი იქნება, ქართველებისთვის კი - ჩემპიონატის მთავარი მოვლენა.

ძნელი იქნება..." - ოხრავს რუსი ავტორი.

oldcoyot
დიდი ბრძოლა გველის... ეგება კალათბურთელები რამოდენიმე დღით რაგბისტებთან ერთად ავარჯიშონ...ხასიათი, ჟინი, შემართება ...გამარჯვების რწმენა... და ყველაფერი ერთად მოიტანს დიდ სიხარულს.
MMM
მართლა მაგარი შეხვედრა გველოდება
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა