ქუთაისში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს
ქუთაისში დაიწყო საქართველოს ქალთა ჩემპიონატი, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება ტურობრივი სისტემით იმართება: გუნდები ერთ ქალაქში იკრიბებიან და სამ დღეში ყველა ყველას ეთამაშება. პირველი ტური, როგორც გითხარით ქუთაისში გაიმართა.

საწყისი სამი მატჩის შემდეგ ბევრი საინტერესო სიახლე გამოჩნდა: ჩემპიონატის დებიუტანტი, "რუსთავი" მართალია საჩემპიონო ამბიციებით არ არის, მაგრამ კარგი გუნდია რაც "ქუთაისის" ძლევითაც დაამტკიცა და "ზესტაფონთან" ღირსეული თამაშითაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქუთათურები წლეულს შედარებით შესუსტებული შემადგენლობით თამაშობენ, რაც სატურნირო ცხრილზე პირველივე ტურის შემდეგ აისახა.

საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი თსუ წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებს. სტუდენტებმა ქუთაისში ორი მატჩი მოიგეს და ერთი დათმეს.

მოქმედ ჩემპიონს ქულები "ზესტაფონმა" აართვა, რომელშიც კარგი ქართველი კალათბურთელები და ლეგიონერები არიან შეკრებილნი. "ზესტაფონს" სეზონის წინ დაემატა სამი სომეხი კალათბურთელი: ანა პერტოსიანი, ანი ბაგდოიანი და ასი მამიკონიანი. ეს უკანასკნელი რუსეთის მოქალაქეა. მათ ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ - შარშან "ერევნის" სახელით ევროპის თასზე თამაშობდნენ.

ასე და ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში "ზესტაფონი" ჩაუდგა. მეორე ტური თბილისში მარტის შუაში გაიმართება.

I ტური, ქუთაისი

ქუთაისი-თსუ 29:84

4:20, 11:17, 6:24, 8:23

ზესტაფონი-რუსთავი 77:69

22:12, 11:15, 23:12, 21:30

ქუთაისი-რუსთავი 34:52

8:21, 10:14, 9:5, 7:17

ზესტაფონი-თსუ 63:57

13:13, 11:13, 19:15, 20:16

თსუ-რუსთავი 56:43

7:11, 10:9, 21:12, 18:11

ქუთაისი-ზესტაფონი 31:58

5:19, 0:17, 14:8, 12:14

სატურნირო ვითარება

1. ზესტაფონი 3 3 0 198/157 6

2. თსუ 3 2 1 197/135 5

3. რუსთავი 3 1 2 164/170 4

4. ქუთაისი 3 0 3 94/194 3

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა