ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

1231231231231პ2

1231231231231პ2

1231231231231პ2

00000000000000000

ფასდაუდებელი

გამოცდილება

ლადო კაკაშვილი: მოვიდა რუსული გუნდის მწვრთნელი და მადლობა გადაგვიხადა

თბილისის "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდმა წარმატებით ითამაშა მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში დასრულებულ "შერიფის თასზე", სადაც ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა მესამე ადგილი დაიკავეს და მეტსაც შეძლებდნენ, რომ არა ბოლო წამს განცდილი დასანანი მარცხი კიევის "დინამოსთან". მესამე ადგილისთვის მატჩში ჭაბუკმა დინამოელებმა შანსი არ დაუტოვეს "ზენიტის" აღსაზრდელებს. "შერიფის თასზე" საუკეთესოდ დაასახელეს თბილისელთა მცველი ბექა ხარშილაძე.

გუშინ "ლელო" 17-წლამდელ დინამოელთა მთავარ მწვრთნელს ლადო კაკაშვილს ესაუბრა. თავდაპირველად მან ტურნირი შეაფასა...

"უნდა აღვნიშნო, რომ "შერიფის თასი" ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ჩამოვიდნენ ძლიერი გუნდები. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ტოლი არავის არაფერში დავუდეთ. ერთი და ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ კიევის "დინამოსთან". ბოლოს შევძელით ანგარიშის გათანაბრება და მოსაგებად წავედით, მაგრამ... თვალსაჩინო იყო ერთი რამ - ფიზიკური მომზადების კუთხით გუნდმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ - ქართული გუნდისაგან ასეთ ფიზიკურ მომზადებას და მაღალ პრესინგს არ ველოდითო. "ზენიტთან" მატჩი რომ დასრულდა, რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მადლობა გადაგვიხადა კარგი თამაშისთვის და იქვე დაამატა - ცოტა ხნის წინ გერმანიაში ვიყავით ტურნირზე და იქ თქვენნაირი გუნდი არ გვინახავსო. სასიამოვნო იყო კომპლიმენტი, მაგრამ ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რომ სამუშაო და დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ვმუშაობთ და გვჯერა, ჩვენი შრომა კიდევ გამოიღებს შედეგს", - ამბობს ლადო კაკაშვილი.

რა სიახლეები დაინახა "დინამოს" დამრიგებელმა "შერიფის თასზე"? კაკაშვილმა ამ კითხვაზე ასე გვიპასუხა:

"ძალიან ბევრი რამ დავინახეთ. ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, ისე ფეხბურთელებმა. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ყველა გუნდი ცდილობს, ითამაშოს ერთი შეხებით, მაღალ სისწრაფეზე, არავინ აყოვნებს ბურთს. დღეს, როცა მოდერნიზებული დაცვის გარღვევა ძალიან რთულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი სივრცეების დროულად ათვისებას, სწრაფ კონტრშეტევებს... შენც რომ ასრულებდე "სტანდარტულს", მაინც ძალიან ყურადღებით უნდა იყო. პატარა მოდუნება და ეგრევე 4-5 მოწინააღმდეგე მორბის სწრაფ კონტრშეტევაზე. "დინამომ" წინა წელსაც ითამაშა ამ ტურნირზე თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით. სწორედ მან გაგვიზიარა გამოცდილება და ბევრ რამესთან ერთად ყურადღება ამაზეც გაამახვილა. მისი რჩევები ძალიან გამოგვადგა".

ცნობილია, რომ იმ გუნდიდან, რომელმაც ტირასპოლში ითამაშა, მალე რამდენიმე ფეხბურთელი "დინამოს" ძირითად გუნდში დაწინაურდება. კაკაშვილს ვკითხეთ, რამდენად მზად არიან ეს ბიჭები ახალ დონეზე სათამაშოდ?

"ჩვენ ტირასპოლში ორი ისეთი ფეხბურთელი წავიყვანეთ, რომელიც ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს - არიან ბაბუნაძე და დავითაშვილი. ამ მოთამაშეებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში. გაზრდილები არიან საფეხბურთო თვალსაზრისით და ამაში ძალიან დიდია ვიაჩესლავ გროზნის დამსახურება. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დიდ ნდობას უცხადებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ეს მათთვის დიდზე დიდი სტიმულია. მთელი ჩვენი გუნდი უკვე ავარჯიშა ვიაჩესლავ გროზნიმ. მერე ძირითად გუნდთან ერთად ჩვენმა ექვსმა ფეხბურთელმა ივარჯიშა - ბაბუნაძემ, დავითაშვილმა, დარცმელიამ, ბექა და გიორგი ხარშილაძეებმა და ბასარიამ. მომდევნო ვარჯიშზე დაბარებულია ერგემლიძე... "შერიფის თასზე" 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჩვენ კი ერთი წლით უმცროსი ხუთი ფეხბურთელი გვყავდა წაყვანილი. ამათგან ოთხი ახლა ასაკობრივ ნაკრებში ემზადება აზერბაიჯანთან სათამაშოდ", - გვეუბნება დინამოელთა თავკაცი.

ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატი სხვაა და საერთაშორისო ასპარეზი კიდევ - სხვა. მწვრთნელს ამ განსხვავებაზეც დავეკითხეთ:

"რა თქმა უნდა, სულ სხვა ტემპი იყო "შერიფის თასზე". დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ კარგ ტურნირზე თამაშის საშუალება მოგვეცა. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. ასეთ თამაშებში უკეთესად ჩანს გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველ კვირას ვეთამაშოთ კიევის "დინამოს" და "ზენიტის" დონის გუნდებს. სხვათა შორის, ძლიერი გუნდია "ვიტორულიც", რომელსაც ტირასპოლში ვეთამაშეთ. ეს არის გეორგე ჰაჯის კლუბი ძლიერი აკადემიით. თუ რუმინეთში ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება, "ვიტორული" ხელიდან არ უშვებს", - გვითხრა კაკაშვილმა.

ჩვენი საუბრის ბოლოს მწვრთნელს კიევის "დინამოს" ფორვარდის, გიორგი წიტაიშვილისა და "ზენიტის" მცველის, ირაკლი ბაძაღუას თაობაზე ვკითხეთ. ორივემ ითამაშა "დინამოს" წინააღმდეგ. წიტაიშვილმა კი, ვინც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, კობა წიტაიშვილის ვაჟია, თბილისურ კლუბს გამარჯვების გოლიც გაუტანა.

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი წიტაიშვილი საუკეთესო იყო კიევის "დინამოს" შემადგენლობაში. ეს არის ძალიან მაღალი დონის ფლანგელი თავდამსხმელი, რომელსაც კიეველთა თამაში მიჰყავდა. გამარჯვების გოლიც მან გაიტანა ჩვენს კარში. რაც შეეხება ბაძაღუას, ის კლასიკური "ორი ნომერია". კარგი ფეხბურთელია. თამაშის მერე დავუძახე და გამოველაპარაკე. სხვათა შორის, მითხრა - შესაძლოა, საქართველოში წამოვიდეო. მე ვუთხარი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი აკადემიის კარი ღია იქნება მისთვის".

ალეკო კაკაურიძე

000000000000000000000000000000000

დასასრული.

დასაწყისი

ლელო #246 (14 960)

...ასე გადიოდა ღამეები, წლები - ახალი ვარსკვლავების, დიდი ფეხბურთის მოლოდინში. უჩემოდ იზეიმეს დიუსელდორფი, მარადონას ჩემპიონობა და ამასობაში პოლიტიკაც შემოვიდა ბაღელების რეპერტუარში. უსიამოვნო ლაპარაკს, დაპირისპირებას, ამაო კამათს დაშლა ვარჩიეთ, ბაღი მივატოვეთ, თუმცა სახლებში არ ჩავკეტილვართ და ქართლოს სვანიძის ოჯახი მრავალი წელი იყო ჩვენი ბელადის უახლოესი მეგობრების მუდმივი მასპინძელი...

...ბაღში ახლა დილიდან საღამომდე ხალხმრავლობაა: ბავშვები მშობლებითა და ახლობლებით, სხვადასხვა ენაზე თუ დიალექტზე მოსაუბრენი, დაუფარავად შეყვარებულები და ხანდაზმული ვერელები - ვის არ შეხვდებით?! ყველაფერზე ლაპარაკობენ, ფეხბურთის გარდაო, შემომჩივლეს ერთხელ შუახნის ექსბაღელმა დევი დობორჯგინიძემ და თემურ ღაღანიძემ.

ისე, ხანდახან მეც მივდივარ - ყავის დასალევად გაგრელების საზაფხულო კაფეში...

...ვერის ბაღის ამბებმა, ჩემდა უნებურად, უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთის თაყვანისმცემლებთან შეხვედრებიც გამახსენა. შეიძლება მიაქციეთ კიდეც ყურადღება, რომ სიტყვა "თაყვანისმცემელი" ვარჩიე "ბალელშიკიდან" გადმომღერებულ "გულშემატკივარს", თუმცა საპროტესტო არაფერი მაქვს, როცა "ტიფოზი", "ფანი", "ინჩასი", "ტორსიდა", "ბალელშიკი" ფეხბურთს, ფეხბურთელებს სცემს თაყვანს და ტრიბუნებზე სკამების მსხვრევით, აყალმაყალით, ქუჩებში მანქანების, მაღაზიების დაწვით, დაუზოგავი ჩხუბით არ ცდილობს თავის გამოჩენას.

...აღტაცებით ვუყურებდი ბარსელონაში ჩამოსულ ათასობით ბრაზილიელს, რომელთაც წინ ულამაზესი გოგონა მიუძღვოდა სამბას რიტმს აყოლილი როკვით, თუმცა მერე აშკარად გაუფერულდა ჩემპიონატი, იტალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, იმავე საღამოს რომ გაუჩინარდნენ. მაოცებდნენ ყოველი მატჩის შემდეგ შუაღამემდე მოზეიმე მექსიკელები, როცა მათი ნაკრები უკვე გამოთიშული იყო ფინალურ ტურნირს...

...ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე რომის პრესცენტრში კიდევ ორი მოსკოველი ჟურნალისტი გამოჩნდა: გაზეთ "იზვესტიის" კორესპონდენტი ანდრეი ილიეში და ვალენტინ იუმაშევი.

თუ გახსოვთ, 1983 წელს საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვრის დარღვევის მიზეზით ჩამოაგდეს სამხრეთ კორეის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ალასკის ქალაქ ანკორიჯიდან სეულისკენ მიფრინავდა. მაშინ ილიეშმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად. ამ წერილებით მან, ცხადია, თავი მოაწონა ე.წ. ზემდგომ ორგანოებს და მსოფლიო ჩემპიონატზე მივლინებითაც წაახალისეს, თუმცა ფეხბურთთან არაფერი აკავშირებდა, ისევე, როგორც ვალენტინ იუმაშევს, რომელიც მანამდე ბორის ელცინს დაეხმარა წიგნის დაწერაში.

სხვათა შორის, ვალენტინ იუმაშევი შემდეგ ერთხანს ელცინის ადმინისტრაციის უფროსი იყო, დაუახლოვდა პრეზიდენტის ქალიშვილსა და მრჩეველს ტატიანა დიაჩენკოს, შეირთო კიდეც იგი, თავისი ქალიშვილი, პოლინა კი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას გააყოლა ცოლად. ეს ყველაფერი დამატებით ინფორმაციად ჩავთვალოთ, რათა უფრო ადვილად წარმოგვიდგინოთ მე და დათო კაკაბაძე ილიეშისა და იუმაშევის გარემოცვაში, იტალიაში "კომსომოლსკაია პრავდის" საკუთარი კორესპონდენტის, პაველ ნეგოიცას "მერსედესით" რომი-ნეაპოლის საუცხოო ავტოსტრადაზე, როცა ელცინის მომავალი სიძე გზადაგზა წარა-მარა მანქანიდან გადადიოდა და ლუდს ეძალებოდა, აშკარად წინა ღამის გამოყოლილი...

ჩავაღწიეთ ნეაპოლში, მივუახლოვდით "სან პაოლოს" სტადიონს. ის ორი მოსკოველი ჟურნალისტი დაგვემშვიდობა და ნეგოიცამ მანქანა ავტოსადგომზე კი არ გააჩერა, არამედ, როგორც თვითონვე გვითხრა, "ნაცად" ადგილზე - სამშენებლო მასალებით სავსე უზარმაზარ ეზოში, და დიდხანს ესაუბრა იქაურობის პატრონსა თუ დარაჯს.

იტალია-არგენტინის ნახევარფინალური მატჩი კი მართლაც საინტერესო და დაძაბული იყო. ფრანგი არბიტრის, მიშელ ვოტროს არნახულად სუბიექტურმა გადაწყვეტილებებმა ვერ უშველა მასპინძლებს - არგენტინელებმა შეხვედრა პენალტების სერიით მოიგეს. ვოტროს თვითმფრინავიდან გადავაგდებო, - მატჩის შემდეგ მითხრა ცნობილმა ფრანგმა სპორტულმა კომენტატორმა ზურაბ-გი კედიამ, ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, რომელიც საღამოს ბრუნდებოდა პარიზში.

იმ ეზოს რომ მივუახლოვდით, სადაც მანქანა დავტოვეთ, ჯერ სიმღერა და ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა, შემდეგ კი თავდავიწყებით მოცეკვავე ახალგაზრდები დავინახეთ. ისინი სიხარულით შეხვდნენ პაველ ნეგოიცას, შემოეხვივნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. დათო და მე ეზოში არ შევსულვართ, გარეთ ვიდექით. მანქანაში რომ ჩავსხედით, ნეგოიცას ვკითხე - საიდან იცნობდა ამდენ არგენტინელს.

- არა! ესენი არგენტინელები კი არა, იტალიელები, ნეაპოლელები არიან, "ნაპოლისა" და მარადონას აღმერთებენ. ამიტომაც უხარიათ ასე არგენტინის ნაკრების გამარჯვება - მარადონა სულ კარგ ხასიათზე იქნება, მომავალ სეზონშიც მოინდომებს და "ნაპოლი" ისევ გახდება იტალიის ჩემპიონიო, - მიმტკიცებდნენ ეს ახალგაზრდებიო, - აგვიხსნა ნეგოიცამ.

როგორი არგუმენტია?! თუმცა რას გაუგებ "ტიფოზებს", მით უმეტეს - ნეაპოლელებს?! და არა მარტო მათ...

ნნნ

...1995 წლის შემოდგომაზე, გერმანია-საქართველოს მატჩის წინა დღეს, ნიურნბერგის სტადიონზე მივედი ჩვენი ნაკრების ვარჯიშის სანახავად. იქ შევხვდი ქართული ფეხბურთის დიდ თაყვანისმცემელსა და ქომაგს, ცნობილ მრეწველს გოგი თოფაძეს. იმ ჭიშკართან, საიდანაც ნაკრების ავტობუსი უნდა შესულიყო სტადიონის ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეული კაცი იდგა. რუსულად ლაპარაკობდნენ, მიხვდნენ, საიდანაც ვიყავით და გამოკითხვა დაგვიწყეს. ყველაფერი აინტერესებდათ ქართული ფეხბურთის შესახებ. როცა გაიგეს, რომ კოტე მახარაძე იყო ჩამოსული, კინაღამ შეიშალნენ. მთხოვეს, აუცილებლად გაგვაცანიო.

მერე მეც დავინტერესდი, რუსეთის რომელი მხრიდან იყვნენ. ჩვენ შუააზიელი გერმანელები ვართ, ხუთი-ექვსი წელია, გერმანიაში გადმოვსახლდით და ხვალ ყველანი შვილებთან ერთად მოვალთ ჩვენების მხარდასაჭერადო. რა უნდა მეთქვა, რა იყო საკამათო?! და ამ დროს დაამატეს - აბა, გერმანიის ნაკრებზე ხომ არ ვინერვიულებთ, საერთოდ, ვინ არიან აქაურები, დღემდე ვერ გავარკვიეთ! ქართველებს კი კარგად ვიცნობთ, ჩვენი მშობლებიც თბილად იგონებდნენ საქართველოში ცხოვრების წლებსო...

თუ დამიჯერებთ, არაფერს ვამატებ, ახლაც კი გული მტკივა, რომ თხოვნა ვერ შევუსრულე: მეორე დღეს კოტე მახარაძე და მე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სექტორიდან შეგვიყვანეს სტადიონზე, ჩვენი გერმანელები კი შორიდან გვიქნევდნენ ხელს...

ნნნ

...შეტანტა შპორტს-ის მშვენიერ არხზე "მანჩესტერ სიტის" კალენდარულ მატჩზე შესვენებისას კიდევ ერთხელ ვნახე გიორგი ქინქლაძის გოლები აღტაცებული ინგლისური კომენტარებით და უნებლიედ გამახსენდა 1996 წლის ზაფხულიც, როცა ლიდსსა და ნიუკასლში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის B ჯგუფის მატჩების ნახვის შემდეგ მანჩესტერში გადავინაცვლე.

ორი წლით ადრე ამერიკის შეერთებულ შტატებში თავი გამოიჩინეს ხრისტო სტოიჩკოვმა და გეორგე ჰაჯიმ. ბულგარეთისა და რუმინეთის გუნდები ინგლისში უწინდებურად ვეღარ თამაშობდნენ, მაგრამ მათ ჯგუფში ხომ განახლების მომლოდინე საფრანგეთის ნაკრებიც იყო, ამავე ჯგუფში თამაშობდა ესპანეთის გუნდიც - კვალიფიკაციების მუდმივი ფავორიტი.

მანჩესტერში ჩასულებს, მეორე დილით, როცა ჩემი პეტერბურგელი კოლეგა გენადი ორლოვი და მე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტობუსს ველოდებოდით, ღიმილით მოგვიახლოვდა სრულიად უცნობი მამაკაცი. ამ მაღაზიის პატრონი ვარ, გუშინ საღამოს დაგინახეთ, წინ ჩაგიარეთ და როცა თქვენს სააკრედიტაციო ბარათებზე გვარები ამოვიკითხე, მივხვდი, საიდანაც ხართ, მე კი "მანჩესტერ სიტის" თაყვანისმცემელი ვარ. ვგიჟდები ქინქლაძეზე, ახლა გთხოვთ, უარი არ მითხრათო, - და ხილით სავსე უზარმაზარი კალათი გამოგვიწოდა.

შევწუხდით, მაგრამ ამ ჩვენმა მანჩესტერელმა იმდენჯერ წარმოთქვა - "კინკი", "კინკი", "კინკი", რომ უარი ვეღარ შევბედეთ. ერთხელ კი, როცა, ვიდეომაღაზიაში შევედით და "მანჩესტერ სიტის" მატჩების ჩანაწერები ვიკითხეთ, გამყიდველმა კატეგორიული ტონით გვიპასუხა - თქვენ რომ გუნდი ახსენეთ, ამ მაღაზიაში მისი თამაშის ჩანაწერები არც გვქონია, არც გვაქვს და არც არასოდეს გვექნებაო. მერე თვალი ჩემი სააკრედიტაციო ბარათისკენ გაექცა და აშკარად მოლბა. გარეთ რომ გამოვდიოდით, წამოგვეწია და ხმადაბლა გვეუბნება - ისე, ქინქლაძე დიდი ფეხბურთელია, "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა თამაშობდეს და არა იმ გუნდშიო....

ამის შემდეგ მანჩესტერში მართლაც ამაყად დავდიოდი, მეგონა, ყველა მე მიყურებდა. ორლოვიც გახარებული იყო და, ლონდონში რომ ჩავედით, რუს კოლეგებს რამდენჯერმე უამბო ჩვენი თავგადასავალი...

რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნიუანსებია და, თუმცა, ფეხბურთელის ბიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის დამოკიდებულება, ტაში, აღიარება, მთავარი მაინც სპეციალისტების შეფასებაა. ქინქლაძეს არც მათი ქება აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად სუბიექტური მიზეზების გამო შესაძლებლობა სრულად ვერ გამოავლინა, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე - "ბოლომდე ვერ გაიხსნა".

ხომ ნახეთ, ინგლისურმა საიტმა "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც აღარ თამაშობს! თუ მეხსიერება არ მღალატობს, ქინქლაძე ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერად ჰყავთ აღიარებული. შესაძლოა, ერთ-ერთ უპირველესად - ეს კი კარგად მახსოვს...

დღეს არც გიორგი ქინქლაძის დაბადების დღეა და არც მისი სპორტული ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი თარიღი. მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და მისი მონაწილეების შემხედვარე, ვეჭვობ, დღევანდელი ფეხბურთელების თამაში გაიხსენონ 10, 20, 30 წლის შემდეგ. რასაკვირველია, მათს შვილიშვილებს არ ვგულისხმობ, რომლებიც, იმედია, შეინარჩუნებენ ქართულ ტრადიციას და ლხინის დროს ბებიებისა და ბაბუების სადღეგრძელოსაც იტყვიან...

0000000000000000000000000

00000000000000000000000

0000000000000000000

0000000000000000

000000000000000000

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!