14 დეკემბერს, "ბენდელას" სტადიონზე, "მოყვარულთა თასი 2016"-ის ფინალური მატჩი გაიმართა
14 დეკემბერს, "ბენდელას" სტადიონზე, "მოყვარულთა თასი 2016"-ის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები: "წისქვილი" და სეუ დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა თასის მფლობელის ტიტულისათვის სეუს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დამთავრდა.

გამარჯვებული გუნდი და ფინალისტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.

"ამ პროექტის მთავარი გამარჯვება არის ის, რომ მოყვარულ ფეხბურთელებს მიეცათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ ფეხბურთში. "მოყვარულთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამოყვარულო ფეხბურთი წლიდან წლამდე კიდევ უფრო განვითარდეს", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატი, რომელმაც სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში აიღო, ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად ჩატარდა: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გათამაშებაში მთელი საქართველოს მასშტაბით 5500 მოყვარული ფეხბურთელი ჩაერთო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა