ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რატომ გაჭიანურდა "დინამოს" გასხვისების პროცესი

რატომ გაჭიანურდა "დინამოს" გასხვისების პროცესი

ხმები, თითქოს პატარკაციშვილის ოჯახი რომან ფიფიას "დინამოს" აღარ უთმობს, მხოლოდ ჭორია
2010 წლის 22 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა თბილისის "დინამოს" შენახვაზე უარი საჯაროდ განაცხადა და ამ გადაწყვეტილების მიზეზები დაასახელა. "ლელომ" 9 დეკემბერს შეიტყო, რომ კლუბის შესყიდვის სურვილი ბიზნესმენმა რომან ფიფიამ გამოთქვა. იმავე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ფიფიამ განაცხადა, ჯერ კლუბი არ გადამიფორმებია, საამისოდ დრო მჭირდებაო და ფორმალური მხარის მალე მოგვარების იმედი გამოთქვა.

დღეს უკვე 2 მარტია, ანუ 9 დეკემბრის შემდეგ თითქმის სამი თვეა გასული, მაგრამ კლუბი ახალ მეპატრონეს დღემდე არ გადაუფორმებია. რატომ და რა მიზეზით? ამას რომ სპეკულაციები და ჭორები არ მოჰყოლოდა, საკითხის გარკვევა თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან გადავწყვიტეთ.

როგორც ცნობილია, ფიფიას თბილისის "დინამოს" საკალათბურთო გუნდიც უნდა აეყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კალათბურთელთა ბაზა სპორტსაზოგადოება "დინამომ" "საქართველოს ბანკში" დააგირავა და ამ გაურკვევლობას, დავასა და ლაბირინთებში გარკვევას, ფიფიამ საკალათბურთო "დინამოს" შეძენაზე უარის თქმა ამჯობინა.

ვერც გაამტყუნებ, დამატებითი და მეტად გაურკვეველი ხარჯების ზურგზე აკიდება არც ერთ ბიზნესმენს სურს - კალათბურთი, ფეხბურთის არ იყოს, საქართველოში ისედაც ხარჯია.

საფეხბურთო "დინამო" მსგავს ლაბირინთებში გახლართული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ გასხვისების პროცესი გაიწელა, გუშინ კლუბში გვითხრეს, რომ რომან ფიფია მალე ოფიციალურად გახდება "დინამოს" მეპატრონე.

"კლუბის გასხვისების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დღემდე არ დასრულებულა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან რთული პროცესია და დიდი დრო სჭირდება", - გვითხრეს "დინამოში".

წესითა და რიგით, ასეც უნდა იყოს, რადგან ფიფიამ უკვე შეიძინა ფეხბურთელები, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე რემონტი კი არა, არამედ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: შეიცვლება ორივე მოედნის საფარი, ადმინისტრაციულ-საცხოვრებელი კორპუსი და ტრენაჟორების დარბაზი სრულად განახლდება, ანუ, ფაქტობრივად, ანდრო ჟორდანიას სახელობის საფეხბურთო ბაზა თავიდან შენდება. ასეთ სამუშაოებს კი გონებადამჯდარი ბიზნესმენი არ დაიწყებდა, კლუბის გადაცემაში დარწმუნებული რომ არ იყოს. არადა, ჭორები გავრცელდა, თითქოს პატარკაციშვილის ოჯახი "დინამოს" ფიფიას აღარ უთმობდა.

ამასობაში "დინამოს" ხელმძღვანელობა და მოთამაშეები დროებით საკალათბურთო ბაზას შეეხიზნენ, გუშინ კი გუნდმა "ავაზა-ვისოლის" საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. სავრაუდოდ, "დინამოს" ბაზის რეაბილიტაციის დიდი ნაწილი ზაფხულში უნდა დასრულდეს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის