444 პარასკები და შაბათი და კვირა

00000000000000000000000000000000000

000000000000000000000

0000000000000000000

00000000000000000000000000

0000000000000000000000000

ქუთაისის მერი:

ტორპედო უნდა

გაძლიერდეს!

ქუთაისის "ტორპედომ" გარდამავალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ ფინიში მშვენიერი გამოუვიდა - გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა და ბრინჯაოს ფინალში გასასვლელადაც იბრძოლა. შედეგად, გუნდში სეზონის მსვლელობისას მისული კახა ჩხეტიანისა და მისი გაწვრთნილების ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს და ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

სეზონის დასრულებისთანავე, ქუთაისის მერმა ფეხბურთელებსა და კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შოთა მურღულიამ მათ სეზონის ღირსეულად დასრულება მიულოცა.

"წლეულს, "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, რაც დიდი გამარჯვებაა. "ტორპედო" ქუთაისის სავიზიტო ბარათია, ამ ქალაქს ეკუთვნის და არა ერთ და ორ ადამიანს. მადლობა მწვრთნელებს, ადმინისტრაციას და გულშემატკივრებს! მაგრამ გუნდი მომდევნო სეზონში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს", - ამბობს მურღულია.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000000

კომახიძე ახალ გუნდს

ვერ აკონკრეტებს

ჩელებაძემ იმდენი გამიკეთა, უმადურივით ვერ მოვიქცევი...

გარდამავალ ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა დაწინაურდა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. სამაგალითოდ, შეიძლება თბილისის "დინამოს" მოთამაშეების - ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი ზარიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ბექა მიქელთაძის, "შუქურაში" მცველ რომან ჩაჩუას, "ლოკომოტივში" დავით უბილავას, დავით სამურკასოვისა და ირაკლი ბუღრიძის, ქუთაისის "ტორპედოში" ანრი ჭიჭინაძის, ოლეგ მამასახლისისა და გაბრიელ საღრიშვილის, ფოთის "კოლხეთში" ბაჩუკი კოკაიასა და თამაზ შალიკაშვილის, ბათუმის "დინამოში" - ნიკა კვანტალიანის დასახელება...

მაგრამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა 19 წლის ნიჭიერი უნივერსალი ირაკლი კომახიძეა. შარშან, 19-წლამდელთა ნაკრებში, ვასილ მაისურაძემ შესარჩევ ეტაპზე სამივე შეხვედრაში ათამაშა - დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც და თავი საიმედოდ და ეფექტური თამაშით დაგვამახსოვრა. "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ სწორედ მაშინ ამჯობინა, რომ ნიჭიერი ქობულეთელი ახალგაზრდისთვის გასაქანი და სათამაშო პრაქტიკა მიეცა და ადგილობრივი კადრი გაეზარდა.

"შუქურას" ძირითად შემადგენლობაში ირაკლი კომახიძის პირველი მატჩი ვინც ნახა, დაგვეთანხმება, რომ თავიდან მას აშკარად ეტყობოდა გამოუცდელობა, ნერვიულობდა და ეპიზოდურად ბავშვურ შეცდომებს უშვებდა. მაგრამ ერთ წელიწადში აშკარად გაიზარდა და უმაღლეს ლიგას ისე გაუთამამდა, ახლა "შუქურას" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, არც სითამამე აკლია, არც შრომისმოყვარეობა და, რაც მთავარია, ეს ტექნიკური ბიჭი შეტევებში მწვავედ და ხშირად ერთვება.

სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კომახიძე თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

"კლუბთან კონტრაქტი მაისში მიმთავრდება, მანამდე კი ჩემი ტრანსფერი "შუქურას" ეკუთვნის. ასეც რომ არ იყოს, რევაზ ჩელებაძემ ჩემთვის ბევრი გააკეთა. 8 წელია, რაც გამიცნო და მეხმარება. შარშან, 19-წლამდელების შესარჩევი ციკლი რომ დასრულდა, მაშინვე დამიბარა და მითხრა - მომავალი გაქვს და დროა, "შუქურას" ძირითად შემადგენლობაში ითამაშოო. მანამდე, შეცვლებზე შევდიოდი, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტოში მოხვედრა იოლი არ იყო. სულ მათამაშებდნენ და თუ წინსვლა მეტყობა, ამის დამსახურებაა. ფეხბურთელი სკამზე ვერ გაიზრდება, პრაქტიკა სჭირდება. მერე გამოცდილებაც ნელ-ნელა მოვიდა და თავდაჯერებაც. უმადური ადამიანი უნდა ვიყო, ამ ყველაფრის შემდეგ რომ დავკრა ფეხი და რევაზ ჩელებაძის დაუკითხვად დაინტერესებულ კლუბთან დავიწყო მოლაპარაკება", - ამბობს კომახიძე.

რაც შეეხება კონკრეტულ მიწვევებს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ გაურკვევლობაშია:

"დასამალი არ არის, რომ თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი დამელაპარაკა. მითხრეს, რომ ჩემზე თბილისის "დინამოშიც" იყო ლაპარაკი. მაგრამ დალაპარაკებისა და ჭორად გაგონილი ამბის გამო ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კლუბი მზად არის, დღესვე კონტრაქტი გამიფორმოს. ჩელებაძემ, შესაძლოა, უცხოეთში წამიყვანოს. მას რუსეთ-უკრაინასა და თურქეთში კარგი კავშირები აქვს. ნებისმიერი ეს ვარიანტი წამადგება. მალე გაირკვევა, საბოლოოდ, ამ ვარიანტებიდან რომელია რეალური და რომელი - არა".

კომახიძის თქმით, გარდამავალ ჩემპიონატში "შუქურას" იმიტომ გაუჭირდა, რომ ბირთვი ვერ შეინარჩუნა:

"ჩვენი გუნდის შემადგენლობა ხშირად იცვლება. რომელიმე ფეხბურთელი თავს რომ გამოიჩენს, მერე უფრო ცნობილ გუნდში იწვევენ. ასე იყო წლეულსაც - ბათუმის "დინამოში" გადავიდნენ თარხნიშვილი, გეგეჭკორი და ლობჯანიძე. მათი დამსახურებაც არის, ბათუმელებმა ევროპის ლიგის საგზური რომ მოიპოვეს. ამას გარდა, ჩვენთან ბევრი ახალიც მოვიდა და შესათამაშებლად დრო გვჭირდებოდა. გარდა ამისა, გუნდის კაპიტანი გიორგი ჩელებაძე ტრავმირებული იყო, ბოლო ტურებში კი არზიანი და ჯაფარიძეც დაშავდნენ... ცხადია, ეს ყველაფერი გუნდს დაეტყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ისევ უმაღლეს ლიგაში ვითამაშებთ".

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000

იდეის მხარდასაჭერად

50 წელიწადზე მეტი გავიდა 1965 წლის ივლისის საღამოს შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა "ლუჟნიკიში" ამხანაგური თამაში გამართა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბრაზილიის ნაკრებთან. იმ ნაკრებში მინდორზე ქართული ფეხბურთის 5 შესანიშნავი წარმომადგენელი იყო.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებრიობის დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი ისეთი ვირტუოზების შესახებ, რომლებიც იყვნენ სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი, ვლადიმერ ბარქაია. არადა, მეტრეველი და მესხი მოიხსენიებოდნენ მსოფლიო ნაკრებში.

ამ ორი ფეხბურთელის თამაშის ყურება ხალხისთვის იყო რეალური დასტური იმისა, რომ ფეხბურთი არის ხელოვნება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო, შესულიყო ფეხბურთის ისტორიაში. ცნობილმა ფოტოსურათმა, რომელზეც ლეგენდარული პელე ზემოთ ნახსენებ ქართველებთან ერთად არის გადაღებული, ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა, მათ შორის - რუსეთის.

უამრავ რუს ქომაგს ძალიან სურს, გაიგოს, ვინ იყვნენ ის ქართველი ფეხბურთელები, რომელთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, პელემ ფოტო გადაიღო, სურთ გაეცნონ ამ ფოტოს ისტორიას. სწორედ ამ ფოტოსურათმა თანამედროვე ფეხბურთზე დაწერილ არაერთ წიგნს მისცა თავისებური ელფერი, რომელიც არ ძველდება და გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც იმ საღამოს "ლუჟნიკიში" სუფევდა.

და აი, დადგა დრო, ამ ფოტოს უკვდავყოფისა მონუმენტად, რომელიც აღადგენდა თაობებს შორის კავშირს, რაც ასე აკლია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს და აგრეთვე ხელს შეუწყობდა იმ დროის მოგონებების გახსენებას. თავად ეს მონუმენტი აღქმული იქნება საქართველოს, ბრაზილიისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხალხთა მეგობრობის სიმბოლოდ. გაჩნდა იმედი, რომ ეს განხორციელდება.

ამჟამად, "არგენტინის სახლი საქართველოში", მისი თავმჯდომარის, პროექტის ავტორისა და დაუღალავი ორგანიზატორის, ბატონი ნიკოლოზ პატარქალიშვილის ხელმძღვანელობით (რომლის ორგანიზებითაც 1998 წლის ოქტომბერში რუსეთის 17-წლამდელმა ნაკრებმა სამი ამხანაგური თამაში გამართა არგენტინასა და ურუგვაიში იქაურ თანატოლებთან) მხარდაჭერის წერილი გაგზავნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის, ხოლო დაფინანსებაზე (თანახმად 2015 წლის 22 ნოემბრის წინასწარი შეხვედრისა) - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელებზე.

მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები საერთაშორისო ტურნირის მომზადების თაობაზე, რომელიც თბილისში ბრაზილიის, რუსეთის, ურუგვაის, არგენტინისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

ტურნირის წინ იგეგმება პელეს ვიზიტი თბილისში, რომელიც პირადად გახსნის ფოტოსურათისადმი მიძღვნილ მონუმენტს. აღსანიშნავია, რომ დაწერილია "ჰიმნი ვარსკვლავებზე" (ტექსტის ავტორი ავთანდილ ხარაიშვილი, მუსიკა ვაჟა აზარაშვილის). ბევრი რუსი ქომაგი, რომელსაც ახსოვს ის მოვლენები, დიდი სიამოვნებით ჩამოვა საქართველოში ამ ტურნირზე დასასწრებად.

უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება, აგრეთვე, მოემსახურება საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პოლიტიკური და საქმიანი სფეროს წარმომადგენელთა ურთიერთობებს, სახალხო დიპლომატიის დონეზე ხელს შეუწყობს ურთიერთობების აღდგენას საქართველოსა და რუსეთს შორს.

ძნელია იმ ხალხის რაოდენობის დათვლა, რომელთაც ისტორიულად აერთიანებთ ერთი პატარა ფეხბურთის ბურთი, რომელიც ამ ხალხებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამავე დროს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე, მშვიდობის ტყავის ბურთი შეძლებს, გააკეთოს ის, რასაც ვერ აღწევენ პოლიტიკოსები - გააერთიანოს და დააახლოოს ხალხები.

რუსეთის საფეხბურთო საზოგადოების ერთი ნაწილის სახელით

ევგენი ლოვჩევი

სპორტის დამსახურებული ოსტატი,

1972 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი, გარინჩას გამოსამშვიდობებელი მატჩის მონაწილე (მარაკანა, 1973)

11 დეკემბერი, 2016 წელი

P.S. წერილს გაეცნენ და მონუმენტის შექმნის იდეას მხარს უჭერენ ქართული ფეხბურთის ვეტერანები - გელა კეტაშვილი და ვახტანგ ქორიძე.

0000000000000000000000000000000000

0000000000000000000000000

00000000000000000000000

0000000000000000000

00000000000000

კალათბურთი. ევრობასკეტი 2017. საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა

მერიის თასისთვის ბელგია,

ჩეხეთი და ისლანდია გვეწვევიან

სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და ილიას ზუროსის თანაშემწე ირაკლი ხოშტარია.

მათ წარმოგვიდგინეს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა ევრობასკეტი 2017-ისთვის. არის კიდევ ერთი სიახლე: საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და საკალათბურთო სუპერლიგას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს - კომპანია "ევროპაბეთი".

ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელს პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა, ხოლო "ევროპაბეთისგან" - კომპანიის დირექტორმა მაია კოპინაძემ. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში "ევროპაბეთი" უახლოესი 1 წლის მანძილზე ეროვნულ ნაკრებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

სუპერლიგის გათამაშება მაისის ბოლოს დასრულდება, ივლისიდან კი ეროვნული ნაკრები შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმა შეადგინეს. მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები მთლიანობაში 3 საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას - ლიტვაში, საბერძნეთსა და საქართველოში, თბილისის მერიის თასზე.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ასისტენტებთან შეთანხმებით გაზაფხულზე დაასახელებს, რის შემდეგაც, კანდიდატები თბილისში შეიკრიბებიან და სლოვენიურ შეკრებაზე გამგზავრების წინ, 13-15 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

- მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციისა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. უამრავი ახალგაზრდული ჩემპიონატი გველის, სადაც ჩვენი ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე გვაქვს 3X3-ზე ტურნირები, მაგრამ ამ ყველაფრის გვირგვინი არის ევრობასკეტი, სადაც ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა პირველი ადგილიდან. ამ ცხელ დღეებში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერთგული გულშემატკივრის მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ახალ პარტნიორთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები ერთვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალ წელს ნაკრები მეტად პრესტიჟულ წინასასეზონი ტურნირში აკროპოლისის თასზე მიიღებს მონაწილეობას. მასში ჩვენი მეტოქეები იქნებიან მასპინძლები - იტალიელები და სერბები. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატის წინ.

შალვა გოგოლაძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე):

- მივულოცავ კალათბურთის ფედერაციას დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმებას. დარწმუნებული ვარ, რომ სუპერლიგის თამაშები უფრო სრულფასოვანი, ხარისხიანი და დაძაბული იქნება.

პაატა ლობჟანიძე (ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი):

- გუნდი მომზადებას თბილისში დაიწყებს, შემდეგ სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავს უნგრეთთან. ამას მოჰყვება ტურნირი ლიტვაში, სადაც მასპინძლებს სურთ, ჩვენთან თამაშს თავი აარიდონ, რადგან ევრობასკეტზე ერთ ჯგუფში ვართ. ნახევარფინალში ვეთამაშებით ლატვიას, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი ლიტვამ და პოლონეთმა შეადგინეს. ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი კარგადაა დაგეგმილი და საკმარისია საიმისოდ, რომ ჩვენი გუნდი სათანადოდ მოემზადოს ევროპის ჩემპიონატისთვის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის, რომელიც ევრობასკეტის დასრულებიდან 2 თვეში დაიწყება. შესაძლოა, რომ ამ გეგმაში თარიღები მცირედით შეიცვალოს, თუმცა სპარინგ-პარტნიორები არ შეიცვლება და 9 მოსამზადებელი მატჩი ნაკრებს დიდად წაადგება. აღვნიშნავ, რომ ამჯერად მონაწილეობას მივიღებთ ძალიან პრესტიჟულ, აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც უძლიერეს ევროპულ გუნდებთან მოგვიწევს სპარინგი. ამ ტურნირში მონაწილეობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს, რომელმაც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციასთან შუამდგომლობა გაგვიწია.

ირაკლი ხოშტარია (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა შედგა მწვრთნელთა შტაბისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. გვინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო იმის გამო, რომ ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად გაითვალისწინა, თუ რა გეგმა, რა ხედვა, რა მონახაზი გააჩნია მწვრთნელთა შტაბს, მოთამაშეებს და აქედან გამომდინარე, სავსებით გვაკმაყოფილებს ეს მონახაზი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ მოსამზადებელი ეტაპი და კარგ ფორმაში შევხვდეთ 31 აგვისტოს, ლიტვასთან ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს.

ვაჟა სიმონიშვილი

0000000000000000000000

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი

ლიდერები იგივენი, და სხვები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თებერვალში განახლდება. იქამდე კი, ქართულმა კლუბებმა თერთმეტი ტური გამართეს, რომლის შემდეგაც ლიდერები იგივენი, ანუ შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტები, თბილისური გუნდები, "ლელო" და "ლოკომოტივი" არიან. ორივემ თანაბარი, 37-37 ქულა დააგროვა.

მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა ბოლნისის "ყოჩების" აუტსაიდერობაა და ამიტომ, საქართველოს ჩემპიონატის განვლილი პერიოდის ანალიზს ბოლოდან დავიწყებთ. "ყოჩები" სეზონის წინ მგეზავმა და მთავარმა მექულემ თემურ სოხაძემ დატოვა, რომელიც "ბათუმში" გადაბარგდა და იქაც იგივე ფუნქცია აკისრია.

ცხადია, ასეთი მარგი ქმედების მქონე მგეზავის კლუბიდან წასვლა დიდი დანაკლისია, მაგრამ არც იმდენად უზარმაზარი, რომ გუნდი, რომელიც მუდამ პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოდა, ახლა აუტსაიდერია. მსგავსი შედეგი "ყოჩებს", ოღონდ თბილისისას რამდენიმე წლის წინათ ჰქონდა. მაშინ ეს გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდა და პირველ ლიგაში გავარდნას გადარჩა.

"ყოჩების" დღევანდელი მორაგბეების უმრავლესობას ის პერიოდი გავლილი აქვს. მაშინ გუნდს ფინანსურად უჭირდა, ახლა მსგავსი არაფერი შეინიშნება. რამ გამოიწვია ბოლნისური გუნდის ასეთი მკვეთრი "დაცემა", ძნელი სათქმელია.

ახლა ისევ ლიდერებთან დავბრუნდეთ. ქვეყნის ბოლო ოთხი ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის "ლელო" სატურნირო ცხრილს სათავეში დასაწყისიდანვე მოექცა. თუმცა, მერე პირველი წრის შუა წელში გუნდმა აშკარად მოუკლო. ლელოელები დიდი ძალისხმევის ხარჯზე, ფაქტობრივად, წაგებული თამაშების შემობრუნებას და მოგებას ახერხებდნენ. მერე ზედიზედ ორჯერ დაუცდათ ფეხი და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდნენ.

მეორე წრის პირველი ორი ტურის მატჩი კი, ლელოელებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. გუნდს აშკარად დაეტყო ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული მოთამაშეების მაღალი ოსტატობა. შედეგად, ორი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "ლელო" ისევ ლიდერია და ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მას არაფრით ჩამორჩება ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი". უცნაურია, მაგრამ ის ერთადერთი გუნდია, რომელიც ძირითადად ნომინალური მგეზავის გარეშე ასპარეზობს, მაგრამ გუნდის თამაშს ეს არ ეტყობა. რკინიგზელებმა ტრადიციული სტილი შერკინებით აიღე-მიეძალე დიდი ხანია მიატოვეს და თამაშის გაშლით მეტოქეებს გაცილებით სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. შედეგიც შესაბამისია. 37 ქულით ისინი "ლელოსთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

35-35 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ ქუთაისის "აია" და "ბათუმი". ორივე გუნდი საინტერესოა. უფრო მეტად კი, ქუთაისური, რომელიც სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მაგრამ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ისინი ჩაანაცვლეს, გუნდის ახალი მწვრთნელის ნდობა მთლიანად გაამართლეს. "აია" ერთი ხანობა სატურნირო ცხრილს სათავეშიც მოექცა, მაგრამ ლიდერობა "ბათუმში" მშრალი ანგარიშით მარცხის გამო დაკარგა.

ნიშანდობლივია, რომ "აიამ", "ბათუმმა" და "ლოკომოტივმა" რვა-რვა შეხვედრა მოიგეს მაშინ, როცა ლიდერ "ლელოს" ერთით ნაკლები გამარჯვება აქვს აქტივში. ჩემპიონებმა მათზე ორით მეტი საპრემიო ქულა აიღეს.

საპრემიო ქულებში ლიდერი გორის "ჯიქია", მან ასეთი შვიდი ქულა მიითვალა და ახლა 33 ქულით მე-5 ადგილზეა. გორელები პირველი წრის ერთ-ერთ ეტაპზე ლიდერებიც იყვნენ, მაგრამ მერე გუნდმა აშკარად "ტემპი დააგდო", თუმცა ლიდერები ძალიან შორსაც არ გაუშვია, "ლელოსთან" ოთხი ქულა აშორებს.

ექვსეულში შეაღწია თბილისის "აკადემიამ", რომელიც ასევე მოულოდნელობაა. აკადემიელებმა წლის ბოლო მატჩში სწორედ "ჯიქს" მოუგეს და საპლეიოფო ზონაში შევიდნენ. ეყოფა თუ არა ამ საინტერესო და ბოლომდე შემართებით მებრძოლ გუნდს ღონე ადგილი შეინარჩუნოს, მომავალი წლის ბატალიები გვიჩვენებს.

აკადემიელთა კონკურენტი "არმიაა". იქვეა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი ქუთაისის "ბაგრატიც". დებიუტანტის კვალობაზე ეს გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს, თუ ცხადია, მე-11 ტურში ბათუმში დიდი ანგარიშით მარცხს არ ჩავთვლით. ბაგრატელებს შეუძლიათ შესვენებისას ძალები მოიკრიბონ და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლონ. თუმცა, ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც არ იქნება ამ გუნდისთვის ურიგო.

ამავე მიზნისთვის იბრძვის თბილისის "არმაზიც", რომელიც აუტსაიდერ "ყოჩებს" მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. არმაზელებს სერიოზული ბრძოლები ელის წინ, რადგან არავინ იცის, შესვენების შემდეგ "ყოჩები" როგორი გაძლიერებული და საბრძოლველად შემართული დაუბრუნდება გათამაშებას.

საუკეთესო მექულეები

1. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 92

2. ბექა ურჯუკაშვილი - (არმია) - 84

3. სოსო მათიაშვილი (აკადემია) - 75

4. თემურ სოხაძე (ბათუმი) - 70

5. რეზო ჯინჭველაშვილი - 68

6. გიორგი ბაბუნაშვილი - 66

საუკეთესო მელელოვეები

1. გიორგი აბრამიძე (აია) - 7

2. ნიკოლოზ ბიწაძე (ჯიქი) - 7

3. ზურაბ ერისთავი (ბათუმი) - 5

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ლელო 11 7 2 2 +71 37 5

2. ლოკომოტივი 11 8 1 2 +69 37 3

3. ბათუმი 11 8 0 3 +106 35 3

4. აია 11 8 0 3 +43 35 3

5. ჯიქი 11 6 1 4 +93 33 7

6. აკადემია 11 5 0 6 -6 24 4

7. არმია 11 5 0 5 -36 22 2

8. ბაგრატი 11 3 0 8 -112 17 5

9. არმაზი 11 2 0 9 -121 10 2

10. ყოჩები 11 1 0 10 -107 7 3

ბესიკ ჯანგავაძე

000000000000000

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია