აზერბაიჯანელები ფეხბურთში კავკასიის ლიგის შექმნის იდეით გამოდიან, რომელშიც თითო ქვეყნიდან 4-4 გუნდი ითამაშებს
უეფამ ბალკანეთის ლიგის იდეა მოიწონა, რომელშიც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას და ეს ლიგა უკვე 2018 წლიდან რეალობად იქცევა და ეროვნული პირველობების პარალელურად ჩატარდება.

ანალოგიური ტურნირის მოწყობის იდეით გამოდის აზერბაიჯანული საიტი azerisport.com. ბუნებრივია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აზერბაიჯანელები იდეაშიც კი არ უშვებენ, რომ ასეთ ლიგაში სომხური კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

"ასეთ ტურნირზე შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქართულმა და აზერბაიჯანულმა კლუბებმა. აგრეთვე, იმ რუსულმა კლუბებმა, რომლებიც კავკასიის რეგიონს წარადგენენ. ლიგაში სულ მცირე, 12 გუნდი იქნება (4-4 თითო ქვეყნიდან), შეიძლება დაემატოს მათ 2 მოწვეული კლუბი.

მაგალითისთვის, ასეთ ლიგას მივიღებთ: "ყარაბაღი", "გაბალა", "ინტერი", "ნეფთჩი", თბილისის "დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა", ბათუმის "დინამო", "ტერეკი", "ანჟი", ვლადიკავკაზის "სპარტაკი" და ნალჩიკის "სპარტაკი".

ტურნირი შეიძლება გაიწეროს მთელ სეზონზე, როგორც ამას ბალკანეთის ლიგის ორგანიზატორები გეგმავენ. 12 კლუბი 4 ჯგუფად დაიყოს და 2-2 პლეი ოფში გავიდეს. ჯგუფური ეტაპი - შემოდგომით, პლეი ოფი კი - თებერვლიდან.

რა თქმა უნდა, ისეთი გუნდებისთვის, როგორიც "ყარაბაღი" და "გაბალაა", ასეთი გრაფიკი შესაძლოა, რთული გამოდგეს, თუკი ეს გუნდები ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, მაგრამ აქაც შეიძლება გამოიძებნოს ფანჯარა თამაშისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ფინანსები იქნება. სპონსორების მოძიება გართულდება. თუმცა, ტურნირი შეიძლება გახდეს ფინანსურად მიმზიდველი კლუბებისთვის.

არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს იდეა, მაგრამ გულშემატკივრებს მეტი საინტერესო მატჩები ესაჭიროებათ, თანაც, გეოგრაფიული თვალსაზრისით და თანაც, მონაწილე გუნდებს შორის არ იქნება დიდი დაშორება.

Vep1963
სსრკ მეორე ლიგის, მეცხრე ზონის საფეხბურთო ჩემპიონატი სწორედ ამგვარი და პლიუს ამათ დამატებული სომხური გუნდებისაგან იყო დაკომპლექტებული.ისევ იქ გვაბრუნებ ....
akaki
ტიპები რა ცუდათ არიან ეგ იდეა მე მომივიდა და მეც კი მივხთი რო არარელაური იყო. მარტივი მიზეზის გამო სომხეთი და მეორე რუსეთი.
genadi
ბულგარეთი და რუმინეთი რატ გვინდა,და შეილება უარიც თქვან,მაგას აჯობებს თურქეტი,უკრაინა და საქართველო თითო ქვეყანას 6 გუნდი და გვექნებოდა 18 გუნდიანი ლიგა, მაგრა აიწევს ქარტული გუნდების დონე
mamuka kikabize
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ფეხბურთს კიდევ ვთამაშობთ... ადამიანს ოჯახის წევრი, რომ გარდაეცვლება საწყის ეტაპზე, მოჭარბებული ემოციის ფონზე ვერ აცნობიერებს ტრაგედიის მაშტაბს და ამას მხოლოდ გარკვეული დროის მერე ხვდება. ასეა ჩვენი საქმეც ფეხბურთი მკვდარია, ხოლო ჩვენ რაღაც სისულელეებზე ვსაუბრობთ...
გარინჩა
ყველამ იცის სხვამ რა უნდა გააკეთოს))) ბაქოში ახსოვთ ყარაბახი და უნდათ საქართველომ აფხაზეთი და ოსეთი დაივიწყონ! ))) თვითონ გაერთიანდნენ ანჟისთან და ტერეკთან. ეხლა, საქართველოს ჩემპიონატი ისეა ჩავარდნილი, რომ დაუღლელ მუშაობას ბევრი ამჯობინებს გარიგებას, გაერთიანებას. გაზარმაცებულები და ხარბები დათანხმდებიან იდეას...
Givia
.. da Torpedo veraaaa - saqartvelos otxeulsac ver qachaaavs ?
chipo
9 zona. _сссг maxsovs ukan davbrundet kavshirshi? Done aamaglet rom xalxma iaros stadionebze esaa. Gamosavali
მოკლედ
მაგას სჯობის შავი ზღვის ლიგა, სადაც თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატებიდან 2 კლუბი მიიღებს მონაწილეობას,შეიძლება 2 მოწვეული კლუბი აზერბაიჯანიდან
შოკირებული გულშემატკივარი
ჯერ ფეხბურთის თამაში ვისწავლოთ და მერე ვისაც გინდათ ვეთამაშოთ:))) ამ ეტაპზე ძალიან დაბალ დონეზე ვართ და მხოლოდ შევრცხვებით:)))
giga
მერე ნახეთ გრიგებული თამაშები, ქართული კლუბები ყველას რო მიყიდიან თამაშს.
Z.LO
აქ შერცხვენაღა გვაკლია
tamaziko
ki magram qutaisis torpedo ratom haxsenit.stadioni,baza aeroporti da gulhematkivari.am gunds kvelaferi aqvs.
ლუკა
სტატიაში გამოთქმული მთავარი იდეა შეგნებულად თუ შეუგნებლად არის პუტინის რუსეთის პროპაგანდის ნაწილი, მაგრამ ავტორს ეს როგორც ჩანს არ ადარდებს. დავანებოთ რუსეთს თავი და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ყოფილი იმპერიალისტი პატრონების "დახმარების" გარეშე უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება. რა უნდა ავტორს ჩააწვეთოს თავში ქართველ მკითხველს? ის რომ თუ ფეხბურთში ვერ ვქაჩავთ რუსეთის გარეშე, სხვა დარგში მითუმეტეს ვერ გავქაჩავთ? მონური მენტალიტეტის სტატიების წერას ჯობია ევროპაში და იაპონიაში იმოგზაუროთ, აიღოთ ინტერვიუები იქაურ საბავშვო ფეხბურთის სკოლებთან, ფედერაციებთან, სპორტის ამ დარგის ინოვაციებზე წეროთ. ნუ ხართ გაჭედილი სსრკ-ში!
svan
როგორც მათ არ შეუძლიათ სომხებთან ერთად ლიგაში მონაწილეობა ისე არ გვაქვს ჩვენც იდეაში საერთოდ მონაწილეობა რუსებთან ერთად)) ალანია რომ ჩამოვა აქ და დროშების ფრიალს რომ დაიწყებს ის მატჩი მშვიდობიანად არ დასრულდება)) ისე ქართულ აზერბაიჯანული ჩემპიონატი კარგი გამოვა რომელსაც დაერქმევა კავკასიის ლიგა!)))
მეგულა
საპრიზო თანხა უნდა იყოს სერიოზული რადგან რუსეთის და აზერბაიჯანის კლუბები დაინტერესდეს და სერიოზულად იყოს დასმული ეს თემა , ისე კარგი იდეაა საქართველო ნამდვილად არაფერს კარგავს, მგზაავრობა ავიაკომპანიაებთან შეთანხმების ამბავია და ძვირი არ დაჯდება,სომხეთის გუნდებიც კარგი იქნებოდა.
zaza
კარგი იდეაა,ეს ლიგა გუნდებს ფინანსურად დაეხმარება ,სტადიონზე ხალხი მივა,დონე აიწევს,თუ დუბლებიც ითამაშებენ ,ეგეც კარგია,პლიუს ტელევიზიებიც დაინტერესდებიან
nugo
ვინმე თუ ყურობს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს?
gigant 90
კარგი იდეაა...რაც მალე გაკეთდება მით მეტად გაივსება სტადიონები,,როგორ ეს იყო ერტ დროს,,გამეებს ვატევდით სალაროებთან,,
guri
ჩვენი ცუდი გვერჩივნოს სხვის კარგს. ჯერ ფეხბურტი მერე კალატბურტი და მერე ссср დე მივა საქმე
guri
ჩვენი ცუდი გვერჩივნოს სხვის კარგს. ჯერ ფეხბურტი მერე კალატბურტი და მერე ссср დე მივა საქმე
jimsheriko
სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო იქნებოდა უკეთესი, ჩრდილოეთ კავკასიაც იქნებოდა კაი რუსეთის რო არ იყოს
irakli apkhaidze
პრინციპში არც ერთი არაა რუსული კლუბი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და ყაბარდო ბალყარეტიც ოკუპირებულია თავის დროზე, პროსტა კურდღლები აღმოჩნდნენ და ჰადაყლაპეს რუსებმა... რაღაც მოსაფიქრებელია თორე მოკვდა ქართული საკლუბო ფეხბურთი
patrioti
სტატიის ავტორო მაგალითები შენთვის შეინახე და ერთი რამე დაიმახსოვრე ,თუ აზერებისთვის მიუღებელია სომხების გუნდები შენთვის რატო უნდა იყოს რუსული გუნდები მისაღები მაგალითად.
ბაბაია
ძაან კარგი იდეაა ის კი არა სხვა ყოფილ პოსტ საბჭოთა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მიონაწილეობა ეგრე თუ განვითარდება ქართული ფეღბურთი სხვა არაფრით აბა საქართველოს ჩემპიონატს ჩემმა მტერმა უყურა
fcb
ხოდა მაგალითისთვის ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეგ თქვენი ჩამოყალიბებული ლიგაში თამაში სამტრედიასაც ბათუმსაც საჩხერესაც და დინამოსაც.დანარჩენ სხვა ქართულ გუნდებს ჯვარი ეწეროთ.
ზაზა
კარგი იქნება,მაგრამ იდეის ავორმა არ იცის ალბათ,რომ ბათუმს სტადიონი საერთოდ არ გააჩნია,ხოლო ივანწმინდაში და სამტრედიაში კარიკატურული სტადიონებია...
mamulo
არიქა რუსებს გარეშე ვერაფერი მოიფიქროთ. ჯერ ქართული ფეხბურთი აიყვანეთ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების დონემდე და მერე ეძიეთ გაერთიანებული ლიგები.თორემ ეხლა ნალჩიკი რომ მოგვიგებს 3:0არა მგონია ეს კარგი სანახავი იყოს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა