Sportall.ge-მ კამენსკოეს "სტალის" 19 წლის ნახევარმცველთან ინტერვიუ ჩაწერა
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში საინტერესო ფეხბურთელს, ამპლუით ნახევარმცველ მიხეილ მესხს "მივაგენით". ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მოსახელე ჯერ სულ 19 წლისაა, უკრაინაშია დაბადებული და იქ გაიზარდა. მესხი ამჟამად კამენსკოეს "სტალში" თამაშობს, საქართველოში კი არასოდეს ყოფილა...

უკრაინის პრემიერლიგაში მისი დებიუტი ამას წინათ, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ პირველ გუნდში გადასვლამდე მიხეილ მესხი "სტალის" 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო.

გადავწყვიტეთ, მიხეილ მესხს დავკავშირებოდით და ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო.

- მამაჩემი საქართველოში, კერძოდ, გაგრაში დაიბადა, მაგრამ აფხაზეთის ომი როცა დაიწყო, საცხოვრებლად დონეცკში გადავიდა. სწორედ იქ გაიცნო დედაჩემი და დაქორწინდა. მეც სწორედ აქ დავიბადე.

საფეხბურთო კარიერა დონეცკში დავიწყე. 14 წლამდე "შახტარის" აკადემიის წევრი ვიყავი, შემდეგ ამავე ქალაქის გუნდ "მეტალურგში" გადავედი, მაგრამ რუსეთთან ომი რომ დაიწყო, კლუბი დაიშალა და "სტალში" აღმოვჩნდი.

- რამდენიმე დღის წინ "შახტართან" დებიუტიც გქონდა...

- კი, პირველ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა და ჩემთვის ეს სასიხარულო ამბავი იყო. ბევრი ვიშრომე საამისოდ. შემდეგ მატჩში მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დამტოვა, მაგრამ პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და შემდეგი მატჩისთვის ვემზადები.

- მიხეილ მესხი... ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი განგებ დაგარქვეს, ნათესაობა გაკავშირებს თუ...?

- მამის მონაყოლით, წარმოშობით მესხეთიდან ვართ, სადაც თითქმის ყველას გვარი მესხი ყოფილა. ზუსტად კი არ ვიცი, ვარ თუ არა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ნათესავი. შესაძლოა, ვარ კიდეც, შორეული...

მიხეილ მესხს ჩვენს ოჯახში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და სწორედ მის პატივსაცემად დამარქვეს სახელი. თურმე მამაჩემს გადაწყვეტილი ჰქონია, რომ თუკი ვაჟი შეეძინებოდა, აუცილებლად მიხეილს დაარქმევდა და ფეხბურთელად გაზრდიდა.

- უკრაინის მოქალაქეობა გაქვს. ნიშნავს ეს იმას, რომ მომავალში აუცილებლად უკრაინის ნაკრებში ითამაშებ და არა - საქართველოსი?

- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არ მიფიქრია, რადგან ჯერ არც უკრაინაში მოვუწვევივარ ვინმეს და ჩემი უკრაინული პასპორტის გამო, მით უმეტეს, არც საქართველოში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ დავბადებულვარ და ნამყოფიც კი არ ვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემში ქართული სისხლია.

- ანუ, უკრაინასა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოს, საქართველოს აირჩევ?

- კი, ჩემი სურვილია, მოედანზე საქართველოს სახელით გამოვდიოდე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამასაც დავეკითხებოდი.

- საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურებ ხოლმე?

- კი, როგორ არა! საქართველოს ნაკრების თამაშების ყურება ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ეს საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული გუნდია, სადაც რამდენიმე კარგი ფეხბურთელი თამაშობს, ზოგიერთ მათგანს კი უკრაინაში აქვს ნათამაშები და დღესაც თამაშობს. მაგალითად, უკრაინაში თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა, რომლის თამაშის მანერაც ძალიან მომწონს.

ძალიან მომეწონა უელსთან და ირლანდიასთან ჩატარებული მატჩებიც. ვნახოთ, რა იქნება. კარგია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერაც არსებობს.

- უკრაინაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან გაქვს კომუნიკაცია?

- სხვადასხვა მიზეზების გამო, სამწუხაროდ, არა.

- "სტალიდან" უახლოეს მომავალში წასვლას ხომ არ გეგმავ?

- არა. კონტრაქტი კიდევ 2-წლიანია და ადგილის დამკვიდრება ჯერ "სტალის" პირველ გუნდში მსურს. მინდა, უფრო ხშირად ვთამაშობდე და როგორც ფეხბურთელი, სწორედ აქ განვვითარდე.

ზვიადი
წარმატებები მიხეილ მესხს.
mari
მაგ სახელსა და გვარს გაფრთხილება უნდა.აბა შენ იცი, პატარა და დიდო ქართველო,როგორ გვასახელებ.ყოჩაღ, ეს სახელი რომ გამოაცოცხლე.ეგ უკვე ერთი ქართველობაა. შენ, ჯერ საქართველოს არ იცნობ, მაგრამ სისხლი მაინც ქართული აზროვნების უფლებას გაძლევს.შენს პასუხებთან დაკავშირებით ნამდვილად ქართულად აზროვნებ.ეგ უკვე ქართული დევს შენში.ყოჩაღ, დაგლოცოს უფალმა.
Live
იქნებ ისეთი ბიჭი გამოხვიდე რომ საქართველოს ნაკრებში გავიგოთ მიხეილ მესხის სახელი და გვარი და ცვენც მოვესწროთ ახალ მიშა მესხს
jemali loria i
ტუ არ ვცდები მ მესხმა 2, დებიუტი შახტიორტან ჩაატარა,ის 20 წუთი ალბათ პელესაც შეეხარბებოდა
ნუნუ
გაიხარე ,წარმატებები.მიხარია რომ საქართველოდან კერძოდ ქ.გაგრიდან არის მამაშენი.
სოსო
მიხეილ მესხი!ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.დიდ წარმატებებს გისურვებ მიშა,ისეთს,მაგ სახელს რომ შეეფერება.
გიგა
გაიხარე შვილო.წარმატებები.
Guadua
მიდი ასახელე სამსობლოდა ერი მიშიკო :)
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა