რობინ ვან პერსის უთხრეს, რომ მის მკურნალობას შესაძლოა ექვსი კვირა დასჭირდეს

რობინ ვან პერსის უთხრეს, რომ მის მკურნალობას შესაძლოა ექვსი კვირა დასჭირდეს — სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში "არსენალის" მდგომარეობა, მოულოდნელად, დამძიმდა. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კვირას, "ქარლინგის" თასის ფინალში გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლმა "მეთოფეებს" ვერ უშველა — მათ სამარცხვინოდ და სამწუხაროდ ჯილდო პრემიერლიგის ცხრილში 14 ადგილით დაბლა მდგომ "ბირმინგემს" დარჩა. ვან პერსისთვის კი ეს შეხვედრა ორმაგად სამწუხარო გამოდგა, რადგან ის დაშავდა და, როგორც გაირკვა, დიდი შანსია შუა აპრილამდე ფეხბურთს ტრიბუნიდან ადევნოს თვალი.

არადა "მეთოფეებს" შემდეგ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი ელით ბარსელონაში. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "არსენალმა" 2:1 გაიმარჯვა. უკვე ცნობილია, რომ იმ შეხვედრაში მათ ვან პერსის გარდა თეო უოლკოტიც არ ეყოლებათ. მუხლი სტკივა ალექს სონგსაც, ლორან კოშელნის კი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს — "ქარლიგის" თასის ფინალში გუნდმა სწორედ მისი და მეკარე ვოიცეხ შჩესნის უხეში შეცდომის გამო წააგო.

თუმცა, ცუდ ამბებთან ერთად არის კარგი ამბებიც — საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ორთავა კუნთს მოიშუშებს და თავის მშობლიურ "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზად იქნება. და მაინც, "მეთოფეთა" ბანაკში მიიჩნევენ, რომ ჩამოთვლილ ამბავთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ვან პერსის დაშავებაა.

"სამწუხაროდ, ნატკენი მუხლის სკანირებამ გვაჩვენა, რომ საქმე ცუდად არის — თქვა "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა — "ბარსელონასთან" თეოს თამაშიც გამოირიცხა. ჩვენმა ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს მის მწყობრში ჩასაყენებლად, მაგრამ ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. სესკის დაბრუნება კი ნამდვილად არ არის გამორიცხული. მისი გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის, ფაბრეგასი ყოველ დღე უკეთ გრძნობს თავს.

რაც შეეხება შჩესნისა და კოშელნის ეპიზოდს, მათგან მომხდარი ლორანმა უფრო განიცადა და დასვენება სჭირდება".

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე