ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სტემფორდბრიჯული ვნებანი

სტემფორდბრიჯული ვნებანი

კაცი სააბაზანოს ფანჯრიდან

"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გადადებულმა შეხვედრამ, რომელიც სამშაბათს ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ექოც გვარიანი მოჰყვა. "სანის" მიმომხილველმა სტივენ ჰოვარდმა, რომლის მოსაზრებები "ლელოს" მკითხველისთვის ადრეც გვითარგმნია ყურადღება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე, დავიდ ლუიზზე გაამახვილა. მან სტატია ასე დაიწყო: "ის გახლავთ ადამიანი, რომელიც სააბაზანოს ფანჯრიდან შემოძვრა" რა იგულისხმა ჰოვარდმა? ის, რომ ბრაზილიელი მცველი პრემიერლიგაში, კერძოდ კი "ჩელსიში" ამ ზამთარს საპარადო შესასვლელიდან არ შებრძანებულა — სადარბაზო ფერნანდო ტორესს ჰქონდა დაკავებული. ლისაბონის "ბენფიკადან" ლუიზის ინგლისში ჩასვლა მაინცდამაინც არავის შეუმჩნევია, რადგან ყველა ტორესის ტრანსფერზე ლაპარაკობდა — არადა, "ჩელსის" მასში, არც მეტი არც ნაკლები, 23 მილიონი ფუნტი ჰქონდა გადახდილი. ჰოვარდი წერს:

"და ვინ წარმოიდგენდა, რომ პრემიერლიგის ჩემპიონთა ახალი შენაძენებიდან 50 მილიონად ნაყიდ ტორესზე ადრე გოლს ლუიზი გაიტანდა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ, ეს იქნებოდა გოლი, რომელმაც ჩემპიონატში ახალი ეტაპი დაიწყო, "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს კი სახეზე ფართე ღიმილი მოეფინებოდა.

ვინ იფიქრებდა, რომ აღელვებული ალექს ფერგიუსონი ყველაზე მასზე გაამახვილებდა მთელ ყურადღებას, იტყოდა, რომ ხავიერ ერნანდესისა და უეინ რუნის წაქცევისთვის ლუიზს გაძევება და მსაჯ მარტინ ატკინსონთან ერთად, ალბათ დახვრეტაც ეკუთვნოდა.

მაგრამ ასეა თუ ისე, "ჩელსიმ" აშკარად იპოვნა რიკარდო კარვალიუს შემცვლელი, ფეხბურთელი, რომლის გვერდში ყოფნითაც ჯონ ტერიმ ამოისუნთქა".

ამის შემდეგ ჰოვარდი ლუიზის თამაშის სტილს აანალიზებს და წერს, რომ კარვალიუს მსგავსად ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფეხბურთელია: ორთაბრძოლებში უკომპრომისო და დაუნდობელი, ბურთთან კი გასაოცრად მსუბუქი და რბილი. გარდა ამისა, თუ იმ ეპიზოდით ვიმსჯელებთ, როდესაც მან "ჩელსსი" თავისი გოლით "იმ ქვეყნიდან დააბრუნა" შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუიზი კარვალიუზე სწრაფია.

ატკინსონმა ატკინა

თუკი სტივენ ჰოვარდი დავიდ ლუიზის თამაშით მოიხიბლა, ფიფას ყოფილმა მსაჯმა გრემ პოლმა თამაშს პროფესიული კუთხით უყურა და მსაჯის მარტინ ატკინსონის ნამუშევარი შეაფასა. თავისი მოკლე წერილი პოლმა იმით დაიწყო, რომ ხალხს მსაჯები დიდ მატჩებში მიღებული საკვანძო გადაწყვეტილებებით ამახსოვრდება (მაგალითად, თავად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივარს იმით დაამახსოვრა თავი, რომ ხორვატიისა და ავსტრალიის შეხვედრეში იოსიპ შიმუნიჩს სამჯერ აჩვენა ყვითელი ბარათი და მხლოდ მერე მიხვდა, რომ ხორვატი მოედნიდან უნდა გაეგდო), ატკინსონმა კი ორშაბათს "სტემფორდ ბრიჯზე" პრინციპული შეცდომები დაუშვა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სამ ქულად დაუჯდა.

"პირველ ტაიმში, როდესაც ჯონ ტერიმ შორიდან დარტყმული ბურთი ხელით შეაჩერა, მანჩესტერელები პენალტს იმსახურებდნენ. სანამ ტერიმდე მივიდოდა ბურთმა კარგა ხანს იფრინა, ასე რომ ფეხბურთელმა ხელით გაზრახ გადაუღობა გზა. ბურთი მას ახლოდან, უცბად, არ მოხვედრია — აშკარა დარღვევა იყო.

მეორე ნახევარში კი, როდესაც ატკინსონმა "იუნაიტედის" კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, იური ჟირკოვს შეეძლო კრის სმოლინგის გამოწეულ ფეხს არ წამოდებოდა. მსაჯმა იყოყმანა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუსტვინა მასპინძელთა სასარგებლოდ. ამ ეპიზოდში ფეხბურთელებს შორის მსუბუქი კონტაქტი იყო და ამდენად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არბიტრმა სწორად იმოქმედა.

ხოლო დავიდ ლუიზისა და უეინ რუნის მომენტი მეტისმეტად აშკარა იყო. მცველმა უბურთო თავდამსხმელს სარმა გამოსდო და, რასაკვირველია, დასჯას იმსახურებდა. ატკინსონს ის უნდა გაეძევებინა. ერთი ხნის შემდეგ მან ნემანია ვიდიჩის მიმართ სიმკაცრე გამოიჩინა და მისთვის წითელი ბარათის ჩვენება არ მორიდებია.

აღსანიშნავია, რომ წინა ტურში, "უიგანთან" თამაშის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა მაიკ ფილანმა ინტერვიუში თქვა მსაჯის გადაწყვეტილებასთან კამათი შეუძლებელიაო (შეგახსენებთ, რომ იმ დღეს რუნიმ "უიგანის" ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა, მაგრამ ის მოედნიდან არ გააძევეს). ალექს ფერგიუსონი, დღეს, საკუთარ თანაშემწეს, ალბათ, აღარ ეთანხმება".

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის