ენდი ქეროლი უკვე სრულყოფილ ვარჯიშზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლივერპულში" მისი დებიუტის დღე ახლოვდება.

ენდი ქეროლი უკვე სრულყოფილ ვარჯიშზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლივერპულში" მისი დებიუტის დღე ახლოვდება. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბარძაყი ჯერ კიდევ ძველ გუნდში, "ნიუკასლ იუნაიტედში" "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" თამაშის დროს იტკინა და ამის გამო მერსისაიდელთა წითელი მაისურით ჯერ არ უთამაშია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქეროლი ნიუკასლიდან ლივერპულში იანვრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს გადავიდა, მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

კვირას "ლივერპულს" დიდი მატჩი ელის — "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. მანჩესტერელებმა სამშაბათს ლონდონში "ჩელსისთან" წააგეს და "ენფილდ როუდზე" დაჭრილი ცხოველის განწყობით ჩადიან. "ლივერპულისთვის" სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭების ჯობნა ძალიან ძნელი საქმე იქნება და ამდენად, კენი დალგლიშმა ახალგამოჯანმრთელებული ქეროლისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეიძლება ვერც ნახოს.

და მაინც, მილვუდის საწვრთნელ ბაზაზე მის პირველ სრულყოფილ ვარჯიშს ბევრი ჟურნალისტი დაესწრო. გაზეთებმა დაწერეს, რომ ფორვარდმა, რომელიც 28 დეკემბრის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა, საწვრთნელ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთის პირისპირ მცირერიცხოვან გუნდებად დაყოფილი ლივერპულელები იდგნენ, ჩინებულად ითამაშა. თან, დალგლიშს ის მეორე ახალშენაძენთან ლუის სუარესთან ერთად ათამაშა. ინგლისელსა და ურუგვაელს მშვენივრად გამოსვლიათ პარტნიორობა.

ერთი სიტყვით, 22 წლის ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში, ალბათ, ვერ მოხვდება, მაგრამ დიდი შანსია სათადარიგოებში იჯდეს და თუ საჭირო იქნება თამაშში ჩაერთოს კიდეც. ცნობილია, რომ ქეროლი მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდი მონდომებით ვარჯიშობდა, ხოლო დალგლიში მისი დამოკიდებულებითა და გარჯით ძალიან კმაყოფილია.

"ლივერპულის" მწვრთნელი თავდამსხმელის ყიდვის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ მისი მოედანზე დაბრუნების პროცესს ხელოვნურად არ დააჩქარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეროლის ოსტატობა "ლივერპულს" ძალიან აკლდა, მოვლენათა ნაძალადევი ფორსირება მწვრთნელს სარისკოდ მიაჩნდა, თუმცა, მეორე მხრივ, ყველა გათვლა იქით იყო მიმართული, რომ ყოფილ "კაჭკაჭს" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ეთამაშა. დღეს, ქეროლი საამისოდ მზად არის და თუ უახლოეს დღეებში, მისმა ბარძაყმა დიდ დატვვირთვებს გაუძლო, შეიძლება ითქვას, რომ ამოცანა შესრულებულია. ქეროლის დამატება კი "წითლების" თავდასხმას მრავალმხრივს გახდის.

მოვიშველიოთ სტატისტიკა: პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში "ლივერპულმა" მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა, რომელთაგან სამი ნახევარმცველმა, რაულ მეირელეშმა შეაგდო, მაგრამ პორტუგალიელმა, ბოლო ტურში, "ვესტ ჰეთან" 3:1 წაგების დროს მუხლი იტკინა. დალგლიშის ასისტენტი სტივ კლარკი იმედოვნებს, რომ მეირელეში "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე ტრავმის მოშუშებას მოასწრებს. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მოედანზე არ იყვნენ ფაბიო აურელიო და დანიელ აგერი, რომლებიც დიდი შანსია, "იუნაიტედის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იყვნენ.

"რაულს მუხლზე პატარა პრობლემა ჰქონდა და ამიტომაც გავიყვანეთ წინა შეხვედრაში მოედნიდან მეორე ტაიმის დასაწყისშივე. თავი დავიზღვიეთ. ახლა მან იმკურნალა, ნატკენი ადგილი მოიშუშა და იმედი გვაქვს, რომ "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშის დროს აღარაფერი შეაწუხებს" — თქვა კლარკმა.

მაგრამ, არც ქეროლის მწყობრში დაბრუნებას და არც სხვა სამზადისს აზრი არ ექნება თუ "ლივერპული" სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან შეხვედრაში ისევე შეცდება "აპტონ პარკზე" რომ ცდებოდა. რაც დალგლიში "წითლების" თავკაცია გუნდს ასე უსუსურად არ უთამაშია. "კოპის მეფე კენიმ" თქვა:

"ჩვენ იმდღევანდელი შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ და აღარ გავიმეოროთ. მთავარია ზუსტად მივხვდეთ რაში შევცდით. ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩემი ფეხბურთელები გამალებით ვარჯიშობენ და დიდი ჟინი ეტყობათ. იმ დღესაც, ბოლო 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ერთობლივი ძალისხმვით ყველაფერს მოვახერხებთ".

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"