ხუთშაბათი
000000000000000000000000000000000

00000000000

პრინცი ჰარი დედოფალს შეცვლის

მომავალი წლიდან ბრიტანეთის პრინცი ჰარი ინგლისის რაგბის კავშირის მეურვე ხდება. აქამდე, ინგლისურ რაგბის ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი მფარველობდა. ის ამ საქმიანობას 1952 წლიდან შეუდგა, როცა მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა. საგულისხმოა. რომ პრინცი ჰარი 2010 წლიდან მოყოლებული ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პატრონია. მისი ძმა უილიამი კი, უელსის რაგბის კავშირს მფარველობს.

პიტერ ბეინსი, ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"ბრიტანეთის დედოფალი ჩვენი მფარველი 60 წელიწადზე მეტ ხანს იყო. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. ის ჩვენი ფანტასტიკური მხარდამჭერი იყო და დიდ მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რაც ინგლისური რაგბის განვითარებაში შეიტანა.

მივესალმებით ახალ როლში პრინც ჰარის, რომელიც დიდი ხანია ჩვენი ვიცე-პატრონია და რეგულარულად ესწრება ინგლისის ნაკრების თამაშებს "თვიქნემზე".

საგულისხმოა, რომ პრინცმა ჰარიმ ინგლისის რაგბი ლიგის ფედერაციაზეც უნდა აიღოს მზრუნველობა.

ბრაიან ბარვიკი, ინგლისის რაგბი ლიგის ფედერაციის თავმჯდომარე:

"ინგლისური რაგბი ლიგისთვის დიდი პატივი იყო მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალთან თანამშრომლობა. მივესალმებით პრინც ჰარის, როგორც ჩვენი ორგანიზაციის მეურვეს. კარგად ვიცით, რომ ის სპორტის დიდი ქომაგია და დიდ წვლილს შეიტანს ინგლისური რაგბი ლიგის განვთარებაში".

ბესიკ ჯანგავაძე

000000000000

ევროპას კანადა, აშშ და იაპონია შეუერთდნენ

გასულ კვირაში პარიზმა რაგბი ევროპის 97-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა, სადაც ევროპული რაგბის მმართველებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაამტკიცეს.

ერთ-ერთი მათგანი 18-წლამდელთა "ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონს" შეეხო. რამდენიმე წლის წინ ამ ტურნირში ექვსი ერის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც შესარჩევი ტურნირის მოწინავეები - საქართველო და პორტუგალია დაემატნენ. 2015 წელს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია და იტალია დაამარცხეს და ფინალში საფრანგეთთან დამარცხდნენ. წინა წლებში მათ ორჯერ სძლიეს იტალიას და მცირედით დამარცხდნენ შოტლანდიასა და ირლანდიასთან.

ამის შემდეგ, ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან გავიდნენ. შედეგად, ექვსი ერის წარმომადგენლებიდან ელიტაში მხოლოდ საფრანგეთი დარჩა.

2016 წელს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ მეორედ ითამაშეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ისევ საფრანგეთთან დამარცხდნენ. პარალელურად, რაგბი ევროპამ ტურნირის გაძლიერებაზე იზრუნა და ინგლისის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის ღია ტურნირში აშშ, კანადა და იაპონია ითამაშებენ.

ამრიგად, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ღია ტურნირში, რომელიც 6-16 აპრილს გაიმართება, საფრანგეთი, საქართველო, პორტუგალია, აშშ, კანადა, იაპონია, ბელგია და რუსეთი იასპარეზებენ.

ბესიკ ჯანგავაძე

00000000000

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა