ქართული ფეხბურთი 2017 - ჩვენ ბევრი დეტალი შევიტყვეთ, რომელიც გულშემატკივარს დააინტერესებს
ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო თემა განიხილეს.

გავრცელდა ზოგადი ინფორმაცია, რომ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა ორგანიზაციის სამოქმედო სტრატეგიაზე, მომავალი ჩემპიონატის ფორმატზე, ლიცენზირებაზე, სპორტული სამართლიანობის დაცვაზე, დაფინანსებაზე, სატელევიზიო გაშუქებაზე, კალენდარზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ...

ჩვენ ბევრი დეტალი შევიტყვეთ, რომელიც გულშემატკივარს დააინტერესებს, მათ კი მოკლე ამბებად გაგაცნობთ...

ჩემპიონატის ფორმულა და პლეი აუტი

ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრო ლიგა 1-ისა და პრო ლიგა 2-ის, ასევე, ეროვნული თასისა და სუპერთასის ჩატარების პროექტები წარმოადგინა. სეზონის განახლებამდე, სავარაუდოდ, 1-ელ მარტს, ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" სუპერთასს გაითამაშებენ...

პრო ლიგა 1, დიდი ალბათობით, 4-5 მარტს დაიწყება და ისევე, როგორც პრო 2-ში, 10 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 წრედ 36 შეხვედრას ჩაატარებენ, ხოლო ტურნირი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება შესვენებას, ეს ივლისში დაიგეგმა და ის სამ კვირას გაგრძელდება.

პრო ლიგა 1-იდან პრო ლიგა 2-ში პირდაპირ მხოლოდ მე-10 ადგილზე გასული გუნდი გავარდება, ხოლო პირდაპირ მხოლოდ პრო ლიგა 2-ის გამარჯვებული ითამაშებს ელიტაში.

ამის შემდეგ, დეკემბრის პირველ ნახევარში, პლეი აუტის მატჩები გაიმართება: პრო ლიგა 1-ში მე-8 და მე-9 ადგილებზე გასულები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრო ლიგა 2-ში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებს ჯვარედინი პრინციპით შეხვდებიან, პრო ლიგა 1-ში კი წყვილების გამარჯვებულები ითამაშებენ.

თასზე მეორელიგელებიც

ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება, როცა საკუთარი ქვეყნის თასზე ევროპული გრანდები გამოუგდიათ - "მანჩესტერი", "ლივერპული", "ბაიერნი", "ლილი", "რეალი". ასეთი სენსაციები გათამაშებას დამატებით ინტრიგასაც მატებს.

საქართველოში კი აქამდე ეროვნული თასის გათამაშებაში მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდები მონაწილეობდნენ. არადა, გარდამავალ ჩემპიონატამდე მაქსიმუმ 81 გუნდი გვყავდა და თასზე მათი ჩართვა, ერთი შეხედვით, პრობლემური არ უნდა ყოფილიყო.

ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს თასის გათამაშებაში მეორელიგელების ჩართვა 2014 წელსაც სურდა. მაშინ ეს მათში მოტივაციის გაზრდით ახსნეს. აღმოჩნდა, რომ სფფ-ის ახალ თავკაცებსაც მსგავსი მოსაზრება ჰქონიათ. ეს ჩანაფიქრი 2015 წელს გარდამავალი ჩემპიონატის შემჭიდროებული კალენდრის გამო ვერ განხორციელდა.

ახლა კი, კლუბებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ 2017 წლიდან თასის გათამაშებაში მეორელიგელებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2-ის 4 ზონის 40 გუნდი ითამაშებს, მე-2 და მე-3 ეტაპზე კი მასში ეროვნული ლიგა 1-ის 20 გუნდიც ჩაერთვება და საბოლოოდ, 12 საუკეთესოს გამოავლენენ. მათ სათასო ბატალიებში 1/16-ფინალიდან პრო 1-სა და პრო 2 ლიგების 20 მონაწილეც დაემატება.

სფფ-ის თავკაცების თქმით, გარდამავალ სეზონში გამოყენებული ეროვნული თასის მოდელმა გაამართლა და 2017 წელსაც თამაშები ყველა ეტაპზე ერთრაუნდიანი იქნება, მასპინძლებად კი ქვედალიგელები მოგვევლინებიან.

ჩემპიონატისა და თასის პრემიები

შეხვედრაზე დაფინანსებისა და პრემიალური სისტემის შესახებ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ ისაუბრა.

სფფ-ის თავკაცების თქმით, 95 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ პრო ლიგა 1-ში თითო ქულა 10 ათას ლარად შეფასდება, ანუ მოგება - 30 ათასად. პრო ლიგა 2-ში ქულის მოპოვებისთვის გუნდები 5 ათას ლარს მიიღებენ, ხოლო მოგებისთვის - 15 ათასს.

ეროვნული თასის 1/16-ფინალიდან მოყოლებული, თითოეულ ეტაპზე გამარჯვებისთვის გუნდს 15 ათასი ლარი დაერიცხება. ცხადია, თასის ფინალში გასვლა და იქ გამარჯვება უფრო სოლიდურად შეფასდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თასის მფლობელი გუნდი სულ 41 შეხვედრას გამართავს: 36-ს ეროვნულ ჩემპიონატში, ხოლო ხუთს - თასზე და ბიუჯეტს კარგადაც შეივსებს.

მაგალითად, პრო ლიგა 1-ში გუნდმა 18 თამაში რომ მოიგოს, მის ბიუჯეტს 540 ათასი დაემატება. ბუნებრივია, ჩემპიონს მეტი შეხვდება, ხოლო გავარდნილ კლუბს - ნაკლები. მაგრამ ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც საკმაოდ კარგი თანხა გამოდის, რადგან სეზონის დაწყებამდეც სასტარტო ბიუჯეტების თანხები ყველას დაერიცხება.

მიახლოებითი გათვლებით, ჯამში, ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, ხოლო გავარდნილი - 2 მილიონს. პირველ ლიგაში ეს თანხა მილიონიდან 1,7 მილიონ ლარამდე მერყეობს.

სოლიდარობის ფონდი

ახალი სეზონიდან ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში დაანონსებული სოლიდარობის ფონდი ამოქმედდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზიდული სპონსორისა და მის მიერ დაბანდებული თანხისთვის გუნდს გაწეული შრომა დაუფასდება და ერთ ამდენს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიიღებს.

მაგალითად, პრო ლიგა 1-ის კლუბის მეპატრონე ან სპონსორი 100 ათასს ლარს თუ დააბანდებს, ფონდი კლუბს დამატებით 100 ათასს დაურიცხავს, 200 ათასზე - 200 ათასს და ასე შემდეგ, მაგრამ მაქსიმალური ზღვარი 500 ათასი ლარია.

ანალოგიური მონაცემები პრო ლიგა 2-ის გუნდებისთვისაც დაწესდა - ამ შემთხვევაში, მაქსიმალური ზღვარი 300 ათასი ლარია.

სატელევიზიო პროექტი

"ლელო" უკვე წერდა, რომ ჯერ არ დაკონკრეტებულა, ფეხბურთის ფედერაცია ხელშეკრულების გაფორმებას რომელ ტელევიზიასთან აპირებს.

დეტალებს რაც შეეხება: შევიტყვეთ, რომ სფფ ამ მოლაპარაკების დასრულებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. გადაწყვეტილია GFF TV-ს დაფუძნება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ ქართული საფეხბურთო ცხოვრების გაშუქებაზე იქნება ორიენტირებული.

სფფ-ის პარტნიორი ტელემაუწყებელი ყველა ტურის ცენტრალური შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას გადასცემს. გარდა ამისა, საგანგებო გადაცემა მიეძღვნება ტურის წინათქმასა და მიმოხილვას.

კალენდარიც ისე დაიგეგმება, რომ თამაშები შაბათ-კვირას გაიმართოს, ხოლო თასის მატჩები - შუა კვირაში.

ჩემპიონატის ბურთი

შეხვედრაზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა იკითხა, კლუბების წარმომადგენლები წინააღმდეგნი ხომ არ იქნებოდნენ, ჩემპიონატის ბურთი "ადიდასი" რომ ყოფილიყო.

ასეთი შეკრებაზე არავინ აღმოჩნდა, რადგან ვისაც ეს საკითხი ესმის, კარგად მოეხსენება - "ადიდასი" საუკეთესო ხარისხის ბურთებს ამზადებს და რეალურად, მას კონკურენტი არ ჰყავს. კლუბები სხვა კომპანიის ბურთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდულობდნენ, როდესაც "ადიდასის" შესაძენად სახსრები არ ჰყოფნიდათ.

მოგეხსენებათ, გერმანული ბრენდის საქონელი იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ძალიან გამძლეა და, რაც მთავარია, სათამაშოდ საუკეთესოა.

საწყის ეტაპზე, "ადიდასის" ბურთებით პრო ლიგა 1-სა და პრო ლიგა 2-ის 20 გუნდი ისარგებლებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ "ადიდასი" აღნიშნული ლიგების ტექნიკურ პარტნიორად გამოცხადდება.

ლიცენზირება

ითქვა, რომ ლიცენზირებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. კლუბებმა ლიცენზირება გაიარეს და სფფ-ის შესაბამისი სამსახურის საბოლოო პასუხს 13 და 14 იანვარს გაეცნობიან.

თუკი რომელიმე კლუბი შესაბამის სერტიფიკატს ვერ მიიღებს, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა თებერვლამდე მიეცემა.

მარკეტინგული სამსახური

შეხვედრის მონაწილეებს აცნობეს, რომ სფფ-ში ჩამოყალიბდება ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემა, რომელიც უეფას ანალოგიური სამსახურის მოდელს დაეყრდნობა. მისი მიზანი იქნება ქართული ფეხბურთის ხელახალი პოპულარიზაცია და ისე შეფუთვა, კომერციულ სექტორს მიმზიდველი პროდუქტის სახით რომ მიეწოდოს.

უეფაში კარგად მიხვდნენ, რომ ორგანიზაციაში მძლავრი მარკეტინგული სამსახურის არარსებობა დიდი შეცდომა იყო. შვეიცარიული საათების კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გერჰარდ აიგნერი გენერალურ მდივნად სწორედ ამ მიზნით დანიშნეს, მან კი ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და პოპულარული სახეობა ისეთ დონეზე აიყვანა, რომ ტელეეკრანებიდან ლამის ყველა სხვა სპორტის სახეობა განდევნა.

მარკეტინგის განმარტებაში წერია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მოიცავს სეგმენტის განსაზღვრას, პროდუქტის ჩამოყალიბებას, საფასო სტრატეგიასა და მომხმარებელთან უკუკავშირს. ქართულ ფეხბურთში მსგავსი სამსახური ნაყოფიერად მხოლოდ დიმიტრი რამიშვილის დროინდელ პროფლიგაში მუშაობდა. დღეს კი ჩვენი ფეხბურთი ტელეეკრანიდან და ქართველების ცხოვრებიდან განდევნილია და მისი პოზიციის აღსადგენად ძალიან დიდი შრომა იქნება საჭირო. მაგრამ ეს აუცილებელია.

ამ მიზნით მარკეტინგის სამსახური არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაში შეიქმნება - ამიერიდან, ლიცენზირების მოთხოვნაა, რომ ანალოგიური სამსახური კლუბებსაც ჰქონდეთ, ისევე, როგორც ექიმის, უსაფრთხოების მენეჯერის, პრესატაშისა და ასე შემდეგ.

საახალწლო და გასართობი

დაბოლოს: სფფ-ის ახალ და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ინიციატივაზე მოგახსენებთ. შეხვედრაზე ლევან კობიაშვილმა გაამხილა, რომ ამიერიდან, თბილისში მინი-ფეხბურთის ორი ტურნირი იგეგმება, რომლებიც პარალელურ რეჟიმში 13- იანვრიდან 15 იანვრამდე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საგანგებოდ ამ ტურნირისთვის ახალი ხალიჩა დაიგება. პირველში პრო 1 და პრო 2 ლიგების გუნდები ითამაშებენ, რადგან ზამთრის შესვენებაზე ტონუსი შეინარჩუნონ. თუმცა, მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება.

მეორე ტურნირი საერთაშორისო იქნება და მასში უცხოური ნაკრებები მიიწვიეს. ოღონდ მონაწილეები კლასიკური ფეხბურთის ვეტერანი ფეხბურთელები იქნებიან. ისევე, როგორც გერმანიაში, მას თბილისშიც საახალწლო-გასართობი ტურნირის დატვირთვა ექნება.

ცნობილი გახდა, რომ სფფ-მ მონაწილეობისთვის უეფას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გუნდები მიიწვია, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა მალე დაზუსტდება. საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო უკაპიტნებს, ფინალზე კი უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მოიწვიეს.

15 იანვარს ფინალს ჯერ ქართული ტურნირის მონაწილეები გამართავენ, მერე კი - საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილი საუკეთესოები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazino
ფეხბურთის განვითარება ისევ უსამართლოდ ხდება, მეორე ლიგას 15 გუნდი დაემატა, თანაც ცნობილი გუნდები, მაგრამ არ დააფინანსეს, ეგ არაა სამართლიანობა, თან კერძო კლუბებს საერთოდ უარი უთხრეს, არცევნებამდე(სფფ-ს პრეზიდენტის) სხვანაირად იძახდნენ.არასწორად არის დახარჯვის გეგმა, არ გაამართლებს, ეგ კაპიკებია, უნდა იზრუნონ კერძო ინვესტორების მოზიდვაზე, თორემ ზველი და ადგილობრივ სამზარეულოს თუ უცხო და კარგი არ დაუმატე, ისევ თავის წვენში მოიხარშება
1ს
შეჭმას რაც შეეხება, ამაში გეთანხმებით - ყველა სახელმწიფო კლუბში ეს თანხა უაზროდ შეიჭმება. ამიტომაც ყველა კლუბის სასწრაფოდ განსახელმწიფოებრიობაა საჭირო. ინვესტორების ძებნა არის ბლეფი - დღეს ინვესტიციის ჩასადებად არავინ არსად არ მივა, ვინაიდან ჩვენთან ფეხბურთი ბიზნესი არაა. ინვესტიციების გარეშე კლუბების დასაკუთრების მსურველების მეტი კიდე რა იქნება. ოღონდ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი კლუბი გაქრება და გაკოტრდება. 3-4 წელიწადში ვინც გადარჩება, ის კლუბები იქნებიან სიცოცხლისუნარიანები. თუ არა და იქნება მუდმივად ეს დაუშრობელი ჭაობი, რომელსაც ვერანაირი ფული ვერ ამოავსებს.
1ს
მანდ ვარ მერე მეც - სამართლიანობის აღდგენა, რასაც თქვენ გულისხმობთ, მხოლოდ მოკვეთიდან მომდევნო ჩემპიონატში იყო შესაძლებელი. დღეს სხვა მოცემულობაა, ეს სხვა ჩემპიონატია, აქ ვერავინ ვერავის ვერსად ვერ ჩასვამს - ამდენი წვალება იმისთვის იყო, რომ 10 გუნდიანი ლიგები შექმნილიყო და დღევანდელ სიტუაციაში ზესტაფონისთვის ვერც ეროვნულ ლიგა2-ში მონახავენ ადგილს (ნუ თუ ვიღაც თავისით არ გამოაკლდა). ეს უნდა გესმოდეთ და აბსურდულ მოთხოვნას არ უნდა აყენებდეთ. თუ არა და, როგორც ითქვა, შესთავაზესო კოკაიას წინა სეზონში პირველ ლიგაში თამაში და მან, როგორც ყოველთვის, ინტრიგნული გზით სიარული არჩია (არაფერი პირადი, მაგრამ ამ ამბავს სხვანაირად ვერ დავარქმევ). ერთსაც დავამატებ - დღეს კოკაიას გუნდის რჩენის თავი აღარ აქვს, მაგიტომაც უნდა პირდაპირ უმაღლესში.
1-ს-ს
როგორ ითამაშებდა მოკვეთეს ყველა ლიგიდან და არ მისცეს თამაშის საშუალება. ეს ფული ბევრ კლუბში უბრალოდ შეიჭმება, წავა ნათესავების ხელფასებში, თორე აგერ ნახავთ. ამისთვის ვინც იბრძოდა წლების მანძილზე, ის უსამართლოდაა მოკეთილი.
quTaiseli
სტადიონი არც ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში არე შენდება თუ ნორმალურად აშენებ და რაც შეეხება დანარჩენს კობი ყველაფერს სწორედ აკეთებს.ასე რო კრიტიკა მის მიმარტ უადგილო და არასერიოზული მგონია.
alexandre
ფაქტია, რომ ძალიან კარგი პროექტია. იმედია ყველაფერი შესრულდება. ყველა წუხს ზესტაფონის გამო. არც ზესტაფონელი ვარ და აარცვგულშემატკვრობდი, მაგრამ! უსამართლოდაა გაძევებული უმაღლესი ლიგიდან. ჰო და მოიფიქრეთ რამე, რომ სამართლიანობა აღდგეს. არ არსებულ გუნდს ვერ დაუშვებ. 1 წლის მერე რომ დაუშვა, სადღაც ხომ უდა ითამაშოს, ივარჯიშოს. ჰო და მათი ცოდვა სიჭინავაზეა. ისევ კოკაიას კეთილ ნებაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ჰო და - წარმატებები ქართუ ფეხბურთს!
ჯუბა
ყველაფერი ძალიან მაგარია ! ეროვნულ ლიგა 2 დან და ლიგა 1 დან დაქვეითება/აღზევების ამბავი როგორ იქნება?
1-ს
ზესტაფონი თქვენს გულებშია. ამ ჩემპიონატში კი ის ვერ იქნება, ვინაიდან 2016 წლის საშემოდგომო ჩემპიონატში არ უთამაშია და შესაბამისად ვერც ადგილს მოიპოვებდა. არავითარი გამონაკლისი მომავალში აღარ უნდა დაიშვას ლიგებში ადგილებთან დაკავშირებით!
1
რა ლიცენზირებაზე საუბრობთ ვის ატყუებთ?უაღლეს ლიგაში გუნდებია რომლებსაც სტადიონი არ აქვთ და რაღაზეა საუბარი?
fc
ყველაფერი ძალიან კარგია რაც სტატიაში წერია,იმედია მხოლოდ სიწტყვებად არ დარჩებ.გუდ ლაქ კობი))
კოკა
პრო ლიგა-1 და პრო ლიგა-2 გვექნება,მაგრამ სერია- ა სადღაა? არ გვინდა უმაღლესი ლიგა?
1
ზ ე ს ტ ა ფ ო ნ ი სად არის ამდროს? არ შეიძლება წაყრუება თითქოს არაფერი მომხდარა.
კახა ქირია
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ სტადიო. ნებაზე არაფერი თქმულა?თუ ნორმალური სტადიოენები არ იქნა აზრი არა აქვს არაფერს
svan
ისე სეტანტა საქართველოზე თუ იქნება ჩემპიონატის მატჩები მაღალი ხარისხით კარგი იქნება!
giorgi
ასე რააააააააააააა! თუ ეს ყველაფერი რეალობად იქცევა და მჯერა რომ ასეც იქნება, ძალიან უნდა წაადგეს ქართულ ფეხბურთს. დიდი ხანია სტადიონზე აღარ ვყოფილვარ (გამონაკლისი ნაკრების თამაშებია), მაგრამ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ძალიან მომეძალა იმის სურვილი, რომ ჩემპიონატის თამაშებზე წავიდე სტადიონზე. ცალსახად უნდა გაიზარდოს ინტერესი როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ასე რა!!!!!
დეკო
ძალიან მაგარია! ამისთვის ღირდა ლოდინი. ოღონდ გააკეთეთ, არ მიატოვოთ. რასაც იტყვით, გააკეთეთ
ფაშა ძლიერი
კარგია ,კარგი, ყოჩაღ კობი!
ბაჩო
მე მგონი, ძალიან კარგი გადაწყვეტილებებია. იქნებ გვეშველოს რამე. ყოჩაღ კობი!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
პროფლიგის ყოფილი გენმდივანი: გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო...
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
განსხვავებული ფორმატი შესარჩევებზე ევროპის კონტინენტის ნაკრებებისთვის - ჩეფერინმა სიახლეები დაანონსა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების დაბრუნება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ ეს მოხდა..." - UEFA-ს პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
აქტუალური თემა: როგორ "თეთრდება" სახელმწიფო სახსრები საფეხბურთო კლუბებში
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოპტიმალური 10! როგორ იცვლებოდა გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან" - FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
ანდრეი შევჩენკოს 18 წლის შვილი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!" - UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა
"ომის დროს, თვეში 3.5 მილიონს რომ იღებ, არ გრცხვენია?!" - უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა შევჩენკო გააკრიტიკა
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა