"ლივერპული" მზად არის ფრანგი ნახევარმცველის მუსა სისოკოს გადასაბირებლად ბრძოლაში ჩაერთოს

"ლივერპული" მზად არის ფრანგი ნახევარმცველის მუსა სისოკოს გადასაბირებლად ბრძოლაში ჩაერთოს და "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობოს. სისოკო ინგლისური კლუბებისთვის ახალი აღმოჩენა არ გახლავთ. ის 21 წლისაა და "ტულუზში" თამაშობს. მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას "ლივერპული" და "ბოლტონი" ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ ის არასრულწლოვანი რომ იყო, მაგრამ მან ისინი უარით გამოისტუმრა. ბოლო წლებში სისოკოს მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ტოტენჰემი" იჩენდა და წელიწადნახევრის წინ მის შეძენასთან ახლოსაც იყო, მაგრამ 18 მილიონი ფუნტი ებევრა და თავი შეიკავა.

დღეს, "სფურზის" ყოფილი კვაჭი დირექტორი, ფრანგი დანიელ კომოლი, მოგეხსენებათ, "ლივერპულში" მუშაობს და ახლა სისოკოს "ენფილდზე" გადაყვანას ცდილობს. ამბობენ, რომ ის "ტულუზის" შეფებს წინასწარ თანხაზე უკვე შეუთანხმდა კიდეც. ინგლისურმა ტაბლოიდებმა ფეხბურთელის მეგობრებისგან შეიტყვეს, რომ ის მათთან უკვე ლაპარაკობს, რომ მომავალ სეზონში ლივერპულელი გახდება.

"ინგლისის რამდენიმე კლუბთან მაქვს კოტაქტი — ამბობდა ნახევარმცველი რამდენიმე დღის წინ — ყველაზე მეტად "ლივერპული" აქტიურობს, მაგრამ მე ყველაფერს ჩემს "ტულუზში" დარჩენა მირჩევნია. "ტულუზი" ჩემთვის ბევრს ნიშნავს, სწორედ აქ ვისწავლე ფეხბურთის თამაში და აქ ავიდგი ფეხი, როგორც პროფესიონალმა".

ბრიჯი ავრამს აქებს

უეინ ბრიჯმა "ვესტ ჰემის" მწვრთნელის, ებრაელი სპეციალისტის ავრამ გრანტის კრიტიკოსებს შეუტია. არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც გრანტი ფლეგმატური, უემოციო კაცია, რომელიც მაინცდამაინც არც კი დაგიდევთ მოიგებს მისი გუნდი თუ არა. ბრიჯმა, რომელიც "აპტონ პარკზე" "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა, თქვა:

"ავრამი ძლიერი პიროვნებაა. როდესაც გუნდის შეკრებებზე ვზივარ და მას ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩემს წინაშე განსაკუთრებული მწვრთნელი და ადამიანია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხბურთელებმა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნონ. მას უნდა ყველამ ლაღი, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა