დღეს, 25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა
დღეს, 25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა.

ყველას გვახსოვს, თუ რა ცოტა დააკლდა შარშან ზაზა ფაჩულიას, მოხვედრილიყო მსოფლიოს უძლიერეს კალათბურთელთა მატჩზე. ზაზას თავის ნომინაციაში მაშინ მხოლოდ კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრეს.

"ოლ სტარისთვის" ხუთეულებს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ NBA-მ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50% იქნება, ხოლო 25-25-პროცენტიანი წილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.

ზაზა ფაჩულია რომ შარშან ახლოს იყო "ოლ სტართან", ეს ძირითადად ქართველების დამსახურება გახლდათ. მთელი საქართველო აქტიურად იყო ჩაბმული საარჩევნო პროცესში და Facebook-ით, Twitter-ით, NBA-ს ოფიციალური ვებგვერდისა და google-ის საიტით ყოველდღიურად ხმას აძლევდა ქართველ ცენტრს.

ფაჩულია ალბათ მოხვდებოდა "ოლ სტარში", მის მხარდამჭერთა ნაწილს ხმის მიცემის წესები რომ ზუსტად დაეცვა. არ შეიძლებოდა ხმის მიცემა დღეში (24 საათში) რამდენჯერმე, ასეთ შემთხვევაში ხმა ანულირდებოდა.

ამიტომ, ამგვარი რამ რომ თავიდან ავირიდოთ, პროცედურა, რომელიც შარშანდელის იდენტურია, ზუსტად უნდა დავიცვათ და ხმის მიცემა თითო სოციალური ქსელიდან ან საიტიდან, დღეში ერთხელ განვახორციელოთ. მაგალითად, ხმას რომ მივცემთ დილის 12:00 საათზე, მეორე დღის 12:01 საათამდე ეს აღარ გავაკეთოთ, რათა ზაზას ჩვენი 1 ხმა ჩაეთვალოს.

შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba.com-იდან (ან ამ საიტის ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციიდან).

გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუკი ხმის მიცემის დროს მართლწერაში შეცდომა იქნება დაშვებული, ხმა არ დაფიქსირდება.

გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით.

1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)

2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)

3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)

4. www.nba.com/vote ამ საიტით ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

შენიშვნა: თუკი აკონტროლებთ ოთხივე სოციალურ ქსელს, შესაძლებლობა გაქვთ, დღეში 4 ხმა შემატოთ ზაზა ფაჩულიას აქტივს.

დაუჭირეთ მხარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "გოლდენ სტეიტის" ძირითად ცენტრს, რათა 2017 წლის 19 თებერვალს ნიუ ორლეანში დაგეგმილ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

ხმის მიცემა გაგრძელდება 16 იანვრის ჩათვლით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

sake
დღეს ზაზა თამაშობს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და თამაშობს კარგად.
dldldl
დატოსს ვეტანხმები ზაზა არ არის კარგ ფორმასჰი შAრშან ძაან მაგარი იყო მაგრამ წელს რაგაც ვე არის ისე კარგ ფორმაში
tazo-s
დაფტი დრაფტი, ეეეეეეეე ოქროს ბურთი ამ წელს ვის მივცეთ? ისიც ქართველი უნდა იყოს ხომ იცი??? )))))))
tazo
dato-s აბა შენ იცი! დანარჩენებს-რაღაცაში მაინც დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში!!!!!
Datos
რა უნდა დავცხოთ? ჩამოდით ციდან და რეალობას გაუსწორეთ თვალი, შარშანდელიც გვეყოფა. შარშან თვენახევრის განმავლობაში ყოველ დღე 8 ხმას ვაძლევდი, წელს ერთ ხმასაც აღარ მივცემ, სანამ სხვა სეზონებში არ დავინახავ რომ ოლ სტარში 100-ი თუ რა 75-80%-ით ეკუთვნის თამაში, ამხელა კაცს კალათში ბურთის სროლის ეშინია ტო.
Dato
აბა წავიდა,დავცხეთ!
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს