ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორშაბათი

ორშაბათი

ორშაბათი

0000000000000000000

000000000000000000000

000000000000

000000000000000000

სოხუმი ამოიქოქა

23 დეკემბერი, ბათუმი

ბათუმი-სოხუმი 78:88

22:27, 15:18, 23:20, 18:23

ბათუმი: ჯინჭარაძე (5ქ), ლეჟავა (17ქ, 4პ), თენიეშვილი (8ქ, 8მ), კრივცოვი (7ქ), რამიშვილი (2ქ), მაისურაძე (3ქ), შემოსიუკი (20ქ, 6მ, 4პ), ფელჩერი (16ქ, 12მ).

სოხუმი: კვეტენაძე, ზაქრაძე (4ქ, 5მ), ჯგერენაია (6ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (13ქ, 7მ), ლათანი (19ქ, 11მ, 6პ), რიხლიუკი (2ქ), ბულიავა (28ქ), ტიშენკო (11ქ, 10მ), ზაბირჩენკო (5ქ).

გადამწყვეტი. ბოლო პერიოდი სოხუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სტუმრებს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს და "სოხუმის" ლიდერობამ ისევ 10 ქულას გადააჭარბა. მატჩი ისე ჩამთავრდა, გონივრულად მოთამაშე სტუმართა ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია.

სტატისტიკა არ ტყუის. სწრაფი გარღვევებით "სოხუმმა" 36 ქულა მოაგროვა, "ბათუმმა" - 13. თამაშის სურათიც ამ სტატისტიკიდან კარგად ჩანს.

გამორჩეული. გამარჯვებულებს 28 ქულით ოთარ ბულიავამ ულიდერა. მან თუ ასე განაგრძო, სეზონის ბოლოს საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში ვიხილავთ...

24 დეკემბერი, თბილისი

კაკტუსი-ოლიმპი 76:79

17:21, 16:18, 15:18, 28:22

კაკტუსი: უაითი (20ქ, 3პ), ჩიკვილაძე (11ქ, 6მ), ლოლიშვილი (10ქ, 8მ), ბრიჯმენი (5ქ, 5მ), ბააკაშვილი (2ქ), ლომიძე (15ქ, 5მ), ფლოვიესი (13ქ, 15მ).

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ, 5პ), ბურნეთი (15ქ, 8მ), როგავა (18ქ, 8პ), გეგი ბაქრაძე (11ქ, 6მ), მიქელაძე (4ქ, 5პ), კახა ტომარაძე (9ქ), მასხულია (8ქ), პიჩფორდი (7ქ).

გადამწყვეტი. მესამე პერიოდში "ოლიმპი" 12 ქულით იგებდა, თუმცა მეოთხეში "კაკტუსმა" წინ გაჭრა მოახერხა - 63:61. ბოლო წუთებზე როგავასა და ტომარაძის ზუსტი ტყორცნებით ოლიმპელებმა სეზონის მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპმა" 16 შეცდომა დაუშვა, რაც ცოტა სულაც არ არის. თუმცა "კაკტუსმა" 11-ით მეტჯერ, 27-ჯერ დაკარგა ბურთი...

გამორჩეული. "ოლიმპში" 18 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო რევაზ როგავა. 15 ქულა მოაგროვა თრე ბურნეთმა. რაც შეეხებათ კაკტუსელებს, 20 ქულით თავი ტაილერ უაითმა გამოიჩინა, ჯონ ფლოვიესის ანგარიშზე კი 13 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

24 დეკემბერი, რუსთავი

რუსთავი-დინამო 70:93

20:18, 20:24, 17:28, 13:23

რუსთავი: ხმელიძე (3ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (2ქ), ლი (12ქ, 11პ, 6მ), ჩაჩანიძე (17ქ), ათუაშვილი (13ქ, 12მ, 2დ), კასპერბაუერი (11ქ), გოგობერიშვილი (1ქ), გუგავა, სპანოლო (6ქ, 8მ), ჩემიაკინი (3ქ, 7მ), ბარამიძე (2ქ).

დინამო: ვონი (22ქ, 6მ, 3პ), გრძელიძე (2ქ), ღურწკაია, ლონდარიძე (6ქ), მაჩალაძე, ფაცაცია (10ქ, 10მ, 5პ), ჭოჭუა (23ქ, 3პ), მარავიჩი (9ქ), გ. რევაზაშვილი (1ქ), ბერიშვილი (14ქ, 5მ, 5პ, 4დ), გოგოძე (6ქ).

გადამწყვეტი. მესამე მეოთხედის განახლებისთანავე რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანით რუსთაველები ქულით დააწინაურა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მასპინძელთა მაქსიმუმი იყო. დეონტა ვონმა აღნიშნულ პერიოდში 12 ქულა მიითვალა, "დინამომ" კი 28:17 იმარჯვა და ბოლო ათწუთეულის წინ თბილისელები 13 ქულით დაწინაურდნენ. ასეთ უპირატესობას კი ჩემპიონატის ლიდერი ამ სეზონში ხელიდან არ უშვებს.

სტატისტიკა არ ტყუის. მასპინძლებს 23 დაკარგვა ჰქონდათ, რითაც კარგად სარგებლობდნენ დინამოელები. მათ სწრაფი გარღვევით 29 ქულა მოაგროვეს, ხოლო შეცდომებიდან - 25.

მთავარი მაინც სამწამიანი ზონა იყო: ფარქვეშიდან "დინამომ" 54 ქულა ჩააგდო და თავი იმდენად კარგად დაიცვა, რომ "რუსთავმა" სამწამიანიდან მხოლოდ 12 ქულა მოაგროვა.

გამორჩეული. გადახედეთ "დინამოს" სტატისტიკას, ვერავის გამოარჩევო, ვერ იტყვი, მართებული იქნება თუ დავწერთ: ერთბაშად ოთხი სტუმარი გამოირჩა - ჭოჭუა, ფაცაცია, ვონი და ბერიშვილი. კიდევ ერთი შესწორება - ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა მხოლოდ ფორმალურადაა სტუმარი, თორემ რუსთაველია და ქიმიკოსების დარბაზშია გაზრდილი.

ვაჟა სიმონიშვილი

პროგნოზირებადი

ქუთაისი-მგზავრები 85:60

17:16, 29:17, 17:12, 22:15

ქუთაისი: ცეკვავა (7ქ), ფაშაევი (3ქ), გ. ბარბაქაძე (5ქ), ტუბაკი (15ქ, 9მ), ბექაური (14ქ, 9მ), ბოისა (5ქ), წივწივაძე, ბაბუნაშვილი, ქადარია (13ქ, 7მ), ცინცაძე (13ქ), ლომოური (6ქ).

მგზავრები: ფხაკაძე (12ქ), ლომინაშვილი (4ქ,6მ), ქავთარაძე (7ქ), ტეილორი (8ქ,6მ), მერფი (8ქ,9მ), საური, გაგუა (6ქ), ცირეკიძე (5ქ), ტურძელაძე (10ქ)

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი

გადამწყვეტი. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სუპერლიგის აუტსაიდერი "მგზავრები" მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად გაიმარჯვა. ბუბა ბერიშვილის გუნდში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, რომლებსაც მონდომება არ აკლიათ და შესაძლოა, მომავალში დიდი კალათბურთიც ითამაშონ, თუმცა ამ ეტაპზე "ქუთაისი" "მგზავრებზე" ერთი თავით მაღლა რომ დგას, ეს აღნიშნულ შეხვედრაშიც გამოჩნდა. დენის გათიშვის გამო შეხვედრა დაანონსებულზე ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. სტუმრებმა ქუთაისელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, ცოტა ხნით ანგარიშიც მიჰყავდათ - 7:4, მაგრამ შემდეგ სროლები არ წაუვიდათ და უპირატესობა "ქუთაისის" მხარეს გადავიდა. მასპინძლები ძირითადად გუნდური თამაშით ავიწროებდნენ მეტოქეს, კოტე ტუღუში ხშირად ცვლიდა ხუთეულებს და ყველას აძლევდა თავის გამოჩენის შესაძლებლობას. როცა მეორე მეოთხედის საწყის წუთებში "ქუთაისი" 8 ქულით იყო წინ, სტუმრებმა ერთხელაც გაიბრძოლეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს 29:27, თუმცა სამწამიან ზონაში დრაგან ტუბაკისა და ბექა ბექაურის შესანიშნავი თამაშის წყალობით მასპინძლები დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (43:29), მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა. შეხვედრის განახლების შემდეგ ქუთაისელებმა კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა და თამაში ამხანაგურ მატჩს დაემსგავსა. ამას ქუთაისელთა 13:0 გაქცევაც თან დაერთო - 72:45; მასპინძლები ბოლოს კი მოეშვნენ, მაგრამ შეხვედრა მაინც დიდი ანგარიშით მოიგეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "ქუთაისმა" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. მასპინძლებმა კალათში 30 ორქულიანი მოათავსეს, მაშინ, როცა თბილისელებმა ფარქვეშიდან და საშუალო დისტანციიდან 21 ბურთი ჩააგდეს. სამქულიანებში ციდან ვარსკვლავები "ქუთაისსაც" არ მოუწყვეტია (27 მცდელობიდან, მხოლოდ 5 გამოიყენეს 18.5%), მაგრამ სტუმრებს ამ კომპონენტშიც უარესი სტატისტიკა ჰქონდათ -19 სროლა და მხოლოდ ორი ჩადებული ბურთი (10.5%). რიონისპირელთა უპირატესობა მოხსნებშიც აშკარა იყო 51-41. ამ კომპონენტში ყველაზე შედეგიანად ტუბაკი და ბექაური გაისარჯნენ. ერთ ეპიზოდში ტუბაკმა ორჯერ ისროლა ბურთი ფარისკენ, მაგრამ კალათში ვერ მოათავსა, თუმცა ბურთი ორივეჯერ მოხსნა და საბოლოოდ შეტევა მაინც 2 ქულით დააგვირგვინა. ამ ეპიზოდმა გულშემატკივრები კარგად ახალისა. ქუთაისელები სხვა კომპონენტებშიც სჯობდნენ მეტოქეს და ეს ანგარიშზეც შესაბამისად აისახა.

საუკეთესო. 15 ქულითა და 9 მოხსნით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დრაგან ტუბაკი გახდა. ქუთაისელთა სერბმა გოლიათმა პუბლიკაზეც კარგად იმუშავა და გულშემატკივრებს არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა, ორჯერ ისე ჩატენა ბურთი, რომ ქუთაისის სპორტის სასახლემ ლამის ფარი იზარალა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა ბექა ბექაურსაც (14ქ, 9მ). უნდა აღინიშნოს ვახტანგ ქადარიას კარგი თამაშიც. სტუმართა რიგებში ოთარ ფხაკაძე უნდა გამოვარჩიოთ, სწრაფი და ვერცხლისწყალივით მოძრავი ახალგაზრდა გამთამაშებელი, რომელიც 12 ქულით "მგზავრებში" ყველაზე შედეგიანი იყო.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. დინამო 13 13 0 1154/918 26

2. ქუთაისი 12 10 2 992/900 22

3. რუსთავი 13 8 5 1021/1030 21

4. ბათუმი 13 6 7 1009/987 19

5. სოხუმი 13 5 8 1100/1127 18

6. კაკტუსი 13 5 8 1043/1137 18

7. ოლიმპი 12 3 9 815/868 15

8. მგზავრები 13 1 12 910/1077 14

დავით კოხრეიძე

ქუთაისიდან

0000000000000000

სპეციალისტის აზრი

მაიკ ფრატელო: 14 წლის ფაჩულიამ სამშობლო იმიტომ დატოვა, რომ დღეს აქ ყოფილიყო

ვინც კარგად იცოდა ზაზას "ბრუკლინთან" მატჩების ისტორია, ღამით, 4:30 საათზე გაღვიძებას არ დაიზარებდა, რადგან წინასწარ ცხადი იყო, რაღაცა საჩვენო უნდა მომხდარიყო. ხოლო, ვინც შეხვედრის ბრუკლინურ რეპორტაჟს მიადევნა თვალი, ძალიან გაუმართლა, რადგან ერთ-ერთ კომენტატორად მაიკ ფრატელო იჯდა. ამ სპეციალისტს კალათბურთის ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. NBA-ში დიდად დაფასებული მწვრთნელია, საქართველოშიც არაერთხელაა ნამყოფი - ბოლოს უკრაინის ნაკრებს ჩამოუძღვა ამხანაგურ ტურნირზე. მის ასისტენტად კი "ბრუკლინ ნეთსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კენი ატკინსონი მუშაობდა. სწორედ ის ატკინსონი, რომელიც 2005 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გორდონ ჰერბერტმა თანაშემწედ ჩამოიყვანა.

ასე რომ, ფრატელო საქართველოს ნაკრებსაც კარგად იცნობს და ფაჩულიასაც. "ბრუკლინთან" მატჩისას ზაზამაც მისცა საფუძველი და ეპიზოდებში ქართველ ცენტრზე ისე ისაუბრა, მაყურებელს მშვენივრად გააცნო საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

ბრუკ ლოპესთან პირველი ძალისმიერი შებრძოლების შემდეგ:

- ფაჩულია ფიზიკურად ღონიერი ცენტრია, სწორად არჩევს პოზიციას, რითაც ბევრ კონკურენტთან შეუძლია უპირატესობის მოპოვება. მასთან ჭიდილი არც ერთი მეტოქისთვის სასურველი არ არის...

მეტოქის ფარზე მოხსნისა და ჩაგდების შემდეგ:

- ფაჩულია შეტევაშიც ძალიან სასარგებლოა, თანაგუნდელებისთვის სატყორცნი სიტუაციების შექმნაც შეუძლია, ბურთებსაც კარგად ანაწილებს და თავადაც ჩამგდებია.

ზაზა "ჩამგდები" რომ არის, ბევრმა ამერიკელმა კომენტატორმაც არ იცის, მაგრამ ფრატელოს გაწვრთნილი უკრაინისთვის ხომ საქართველოს ნაკრებს ფაჩულიას ქულებით არაერთხელ მოუგია.

"გოლდენ სტეიტის" 27-ე ნომერი საჯარიმოს ხაზზე რომ დადგა, ფრატელომ კიდევ უფრო ვრცლად ილაპარაკა:

- ფაჩულიამ NBA-ური კარიერა "ორლანდოში" დაიწყო, მაშინ თინეიჯერი გახლდათ. ამერიკაში ჩამოსვლამდე კი ბევრი სირთულე გამოიარა: 14 წლისა იყო, საქართველო რომ დატოვა, კარიერის გასაგრძელებლად თურქეთში გადავიდა. ბავშვი ოჯახის გარეშე, უცხო გარემოში მხოლოდ იმიტომ თამაშობდა, რომ კალათბურთი უყვარდა და NBA-ზე ოცნებობდა. ...დღეს მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებაც რეალურია - "გოლდენ სტეიტშია".

ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ დადებითი ფრატელოზე: მას 2011 წელს, ევრობასკეტზე სწორედ საქართველოს ნაკრებმა გაუფუჭა საქმე - დიდი სხვაობით მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სწორედ უკრაინელებზე ვიყავით დამოკიდებულები. თუ ისინი ბელგიას მოუგებდნენ, ქართველები გავდიოდით, თუ ბელგიელები იმარჯვებდნენ - ბულგარელები. უკრაინამ მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გაგვიყვანა. მატჩის შემდეგ მაიკ ფრატელო იმ ტრიბუნისკენ გაემართა, სადაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ისხდნენ, გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მიულოცა. არც ერთ მის შეგირდს ეს არ გაუმეორებია.

0000000000000

პირველი წელი არ არის, რაც ბრუკ ლოპესს ვეთამაშები

ამერიკაში ყველა გუნდს თავისი რეპორტიორები დაჰყვებიან. "გოლდენ სტეიტს" კომენტატორთა და ჟურნალისტთა ჯგუფი აღმოსავლური ვოიაჟისასაც ახლავს. "ბრუკლინთან" მატჩის შემდეგ ოკლენდელმა რეპორტიორებმა ფაჩულიას ბლიც-ინტერვიუ ჩაწერეს.

- პირველ ნახევარში ჩვენი თამაში ვერ ვუჩვენეთ, - დაიწყო ზაზამ, - ბევრი შეცდომა გვქონდა, ნაკლები იყო კომუნიკაცია კალათბურთელებს შორის, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ბურთს ვერ ვატრიალებდით ისე, როგორც შეგვიძლია. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა, "გოლდენ სტეიტმა" თავისი თამაში უჩვენა. შედეგიც ძალიან კარგი იყო.

- საინტერესოა, რა იყო მთავარი, რაზეც მწვრთნელთა შტაბი დიდ შესვენებაზე, გასახდელში გესაუბრათ.

- ყურადღება გამახვილდა შეცდომებზე, რამდენიმე შემთხვევაში უაზროდ დავკარგეთ ბურთი. ეს მეორე ნახევარში აღარ უნდა დაგვეშვა. ასევე აშკარა იყო, რომ პირველ ტაიმში დაცვაში დროულად ჩასვლას და დალაგებას ვერ ვახერხებდით. ესეც უნდა გამოგვესწორებინა. და მთავარი - შეტევაში ბურთი უნდა გაგვეთამაშებინა და იერიშისთვის მეტი სივრცეც გამოჩნდებოდა. ჩვენს გუნდს ეს მშვენივრად შეუძლია და გამოასწორა კიდეც...

- "გოლდენ სტეიტში" ამ სეზონში ყველაზე მეტი, 27 წუთი ითამაშე, ყველაზე მეტი, 15 ქულა ჩააგდე და ყველაზე მეტი, 14 მოხსნა შეასრულე. სტაბილური იყავი. როგორ მოახერხე ეს? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრეიმონდ გრინი გაკლდათ?

- გრინი ძალიან გვაკლდა. იგი დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბავშვის შეძენა მივულოცო. ყველას ძალიან გაგვიხარდა. გრინი "გოლდენ სტეიტის" საკვანძო ფიგურაა. მისით და მის გარეშე თამაში ტაქტიკურად ძალიან განსხვავებულია. თუმცა გუნდში ყველას თავისი როლი აქვს. მათ შორის მეც - "ნიუ ჯერსი ნეთსთან" შევასრულე ფუნქცია, რომელიც მწვრთნელისგან მქონდა განსაზღვრული.

- ბრუკ ლოპესის წინააღმდეგ თამაში იოლი არ არის...

- ბრუკის წინააღმდეგ პირველი წელი არ არის, რაც ვთამაშობ. ისიც კარგად იცნობს ჩემს სათამაშო სტილს და მეც მშვენივრად ვიცი პლუს-მინუსები. ლოპესის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სროლის სიზუსტეა, სტყორცნის მეტოქის მოედნის ყველა წერტილიდან და აგდებს კიდეც. დიდ პატივისცემას იმსახურებს. ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ თამაშს სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ვეცადე, მწვრთნელის დავალებები ბოლომდე შემესრულებინა. მეორე ტაიმში, ყველაფერი გაცილებით უკეთ გამოვიდა.

- "გოლდენ სტეიტში" ბევრი სუპერვარსკვლავია, კევინ დურანტი, სტეფ კარი... ხშირად გიწევს უბურთოდ თამაში...

- გუნდში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სეზონის დასაწყისში შემადგენლობა ცოტა შეიცვალა, საჭირო იყო ადაპტაცია, რათა "გოლდენ სტეიტი" კვლავ მაღალ დონეზე ათამაშებულიყო. ამასთან, შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა შეხედულებები... თუმცა ყველას კარგად გვესმის, რა არის საჭირო დასახული მიზნის მიღწევისთვის. მთავარია, რომ გვყავს მაღალი ინტელექტის კალათბურთელები, მაღალი დონის შემსრულებლები და გუნდური თამაშით ბევრს მივაღწევთ.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა