"ჩერნომორეცის" ქართველი მცველი უკრაინის პრემიერლიგაში საუკეთესოა "მეორე სართულზე" ორთაბრძოლების მოგების რაოდენობით
ევგენი გრესი უკრაინაში ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველია. მან 2016/17 წლების სეზონის პირველი წრე შეაჯამა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა ახსენა, რომლის პროგრესმაც უკრაინა აალაპარაკა, ბევრ კლუბს კი მისი გადაბირების სურვილი გაუჩინა.

"ცენტრალურ მცველებში რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვარჩევდი: განვლილ სეზონში ყველაზე დიდი პროგრესი ივან ორდეცს, რაფაელ ფორსტერსა და ალექსანდრ სვატოკს ჰქონდათ, მაგრამ ისინი უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან. მათგან განსხვავებით, "ჩერნომორეცის" მცველი ხოჭოლავა ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა", - წერს გრესი.

უკრაინელმა ჟურნალისტმა საინტერესო ამბავი გაიხსენა:

"პირველად, ხოჭოლავას გვარი ორი წლის წინათ ადრიან პუკანიჩმა ("შახტარისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველია) მიხსენა. ის საქართველოში, კერძოდ, ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა ხოჭოლავასთან ერთად.

ახლახან კი ქართველ მცველზე სანდრო კობახიძე მელაპარაკა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ ხოჭოლავას დიდ სათამაშო პოტენციალს აღნიშნავდა. ციფრებიც ადასტურებს, რომ კობახიძე მართალს ამბობდა.

ვფიქრობ, ჩვენი წამყვანი კლუბები ხოჭოლავას აუცილებლად მიაპყრობენ ყურადღებას".

გრესმა სოციალურ ქსელში ეს სტატუსი მას შემდეგ დაწერა, რაც Instatfootball-მა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ინდივიდუალური მონაცემები გამოაქვეყნა: ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგაში საუკეთესოა "მეორე სართულზე" ორთაბრძოლების მოგების რაოდენობით (საშუალოდ თამაშში - 9,2); კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მცველ ევგენი ხაჩერიდისთან ერთად მე-2 ადგილს იყოფს "საჰაერო დუელების" მოგების პროცენტული მაჩვენებლებით (74%).

ამას გარდა, 23 წლის ქართველი კიდევ 3 მოთამაშესთან ერთად ლიდერობს ბურთის ართმევებში (3,7 საშუალოდ შეხვედრაში), ხოლო გადაცემების ჩაჭრაში მეორეზეა - საშუალოდ 9,2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ამ სტატისტიკით უკრაინისთვის უკვე ცოდოა.უკრაინაში კიდევ ნახევარი წელი და მერე უკვე ევროპისთვისაც მზად იქნება.წარმატებები დათოს.
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ზუგდიდი-შუქურა 3:0
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
"შუქურა": ხოჭოლავა "ამკარში", კომახიძე "რუბინში"... ბრაზილიელები და პუკანიჩი ჯერ საეჭვოა
შუქურა-ზესტაფონი 3:1 - ...თორემ მერე გვიან იქნება [VIDEO]
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]