საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წლეულს ბოლოსწინა ტური გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წლეულს ბოლოსწინა ტური გაიმართა. ქართველ მორაგბეებს თავიანთ კლუბებში თამაში მე-15 ტურში ახალი წლის წინა დღესაც მოუწევთ. განვლილი ტური კი წარმატებული გამოდგა ჩვენებურთა უმრავლესობისთვის.

სატურნირო ცხრილის სათავეშიც "ოთხი ქართული გუნდია". ესენია: "კლერმონი", "მონპელიე", "ლა როშელი" და "ტულონი".

ტურის ცენტრალური მატჩი მონპელიეში გაიმართა, სადაც მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის გუნდმა ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონს" უმასპინძლა და 33:29 მოუგო.

ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იყო, რომელმაც 75 წუთი ითამაშა და ორი ლელო მიითვალა.

იხილეთ ვიდეო

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა 56-ე წუთზე შეცვალეს, ალხაზიშვილმა სეზონში მეორედ ითამაშა, ის შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ.

გათამაშების ლიდერი ისევ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელმაც შინ დაამარცხა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 46:10. ოთხივე ქართველი თადარიგში იყო. ჟვანია მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, ხუთ წუთში თამაშში ზირაქაშვილი ჩაერთო, ორი წუთის შემდეგ პარიზელების რიგებს მელიქიძე შეუერთდა, კოლელიშვილი შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა.

სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი, დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 42:17. ყაულაშვილი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი. XIV ტური

გრენობლი-ტულუზი 26:22, ბრივი-ლიონი 22:6, ბაიონი-ლა როშელი 17:42, ბორდო-პო 16:18, კლერმონი-სტად ფრანსე 46:10, რასინგი-კასტრი 23:10, მონპელიე-ტულონი 33:29

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 46 ქულა, 2. მონპელიე - 41, 3. ლა როშელი - 41, 4. ტულონი - 37, 5. რასინგი - 36, 6. ბორდო - 35, 7. კასტრი - 34, 8. ტულუზი - 34, 9. ბრივი - 31, 10. სტად ფრანსე - 29, 11. პო - 29, 12. ლიონი - 24, 13. გრენობლი - 18, 14. ბაიონი - 16.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
2 ქართული ლელო და 19 ქულა ევროტურნირებზე
რაგბი. ლეგიონის ანონსი: "ჩემპიონთა თასზე" ხუთი, "ჩელენჯ კაპზე" ათი
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა